top of page

Search Results

76 items found for ""

  • ინსტრუქცია სკოლის წარმომადგენლებს 2022 შემოდგომა

    2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონზე დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, ოქტომბრის თვე დაეთმობა საქართველოს 56 ქალაქის სკოლებში "ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატების" ჩატარებას . სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ სკოლაში უწევენ ორგანიზებას ტვინების ბრძოლის ჩატარებას გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებისთვის ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება. პირველადგილოსანი გუნდი მოიპოვებს სკოლის ჩემპიონის ტიტულს. გამარჯვებულს Brains.ge - სგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით. ზოგადი წესები: • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. • გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან შეზღუდული არ არის. • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. • გუნდების დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად: პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი; მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი; მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XIIკლასი. ორგანიზება / თამაშის მიმდინარეობა: შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალიწინეთ მომდევნო რჩევები: • თამაშის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად საჭიროა 3 ადამიანი: 1) წამყვანი. 2) ქულების დამთვლელი კომისარი 3) იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები. • თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე უნდა იყოს: 1) სარეგისტრაციო ბლანკი 2) მინიმუმ ერთი კალამი 3) 15 ც პასუხის ფურცელი: თამაშის პროცესის დაწყებამდე დაავალეთ გუნდის კაპიტანს თითოეულ პასუხის ფურცელზე დააწეროს გუნდის სახელი. ასეე შეავსოს სარეგისტრაციო ბლანკი. • ახალი შეკითხვის გამოცხადებისთვის, წამყვანი არ უნდა დაელოდოს კომისარს და პასუხების გადატანას ცხრილში. უმჯობესია მიმდინარე შედეგები გამოვაცხადოთ პერიოდულად ყოველი 3 ან 5 შეკითხვის შემდეგ. • პასუხების ნაადრევად ჩაბარებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შესაბამისად გააფრთხილეთ მოთამაშეები და პასუხები ჩამოკრიბეთ მხოლოდ მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ხმაურსა და არეულობას. პროცესი გახდება უფრო მოწესრიგებული. • ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე:1) შედეგების ცხრილი 2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი 3) ფოტომასალა. 4) ტექ სტი - თამაშის აღწერა მნიშნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.

  • "წიგნების ბრძოლა" : როგორი იქნება ახალი ტურნირი?

    ტვინების ბრძოლის გუნდი გთავაზობთ ახალ ონლაინ ტურნირს "წიგნების ბრძოლა"! ონლაინ ტურნირი აგვისტოს თვეში, ორ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გაჟღერდება 20 ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული შეკითხვა, რომელთაც საერთო ლიტერატურული თემატიკა ექნებათ. ტურნირი გაიმართება თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში: U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები) U8 (მე-6, მე-7, მე-8 კლასები) U12 (მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები) პირველი, შესარჩევი ეტაპი 21 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნული ეტაპისთვის "ტვინების ბრძოლის" გუნდმა შეარჩია სამი ფავორიტი წიგნი (თითოეული ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში). ფინალურ თამაშში გაჟღერებული შეკითხვების ნაწილი სწორედ ამ წიგნებზე იქნება დაფუძნებული. "წიგნების ბრძოლის" მიზანი, შემოდგომის დიდი სეზონისთვის მზადებასთან ერთად, არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაა. არ გამოტოვო წიგნების ბრძოლა, წაიკითხე წიგნი და უპასუხე შეკითხვებს! წიგნის ელექტრონული ვერსიები იხილე ბმულზე

  • აგვისტოში წასაკითხი 3 წიგნი. ტვინების ბრძოლის ექსპერტთა რჩევები

    “ტვინების ბრძოლის” გუნდი გირჩევთ ტოპ 3 წიგნს აგვისტოში წასაკითხად! მე-3, მე-4, მე-5 კლასები: ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის, არანაკლებ ცნობილი ზღაპარი, რომელიც ჯელსომინოს საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს. მე-6, მე-7, მე-8 კლასები: მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ჟიულ ვერნის ამ ცნობილ წიგნში მთავარ ფიგურად გერმანელი პროფესორი, ოტო ლიდენბროკი გვევლინება, რომელსაც სწამს, რომ ისლანდიაში მდებარე სნეფელსის კრატერის გავლით დედამიწის ცენტრამდე მიღწევაა შესაძლებელი. ძმისშვილთან - აქსელთან და ისლანდიელ გზამკვლევ ჰანსთან ერთად პროფესორი ლიდენბროკი თავისი თეორიის შემოწმებას განიზრახავს და კრატერის მიღმა მათ თვალწინ კაცობრიობისთვის სრულიად უცნობი სანახაობა გადაიშლება. მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები: ბაბუაწვერას ღვინო “ბაბუაწვერას ღვინოს” ზაფხულისა და მასთან დაკავშირებული ემოციების გემო აქვს. წიგნის მთავარი პერსონაჟი 12 წლის დაგლას სპოლდინგია, რომელიც ნაწილობრივ თავად ავტორის - რეი ბრედბერის - პროტოტიპადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. წიგნში მოქმედება 1928 წელს, ილინოისის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ერთი შეხედვით დამოუკიდებელ ისტორიებს დაგლასი და სპოლდინგების ოჯახის სხვა წევრები აერთიანებენ. დაგლასმა უკვე იცის,რომ სიცოცხლე მარადიული არ არის,რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს "წიგნების ბრძოლის" ონლაინ თამაშის შესარჩევ ეტაპზე აღნიშნული წიგნებიდან 2-2 შეკითხვა გაჟღერდება! წიგნის ელექტრონული ვერსია იხილე ბმულზე

  • საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში 2022

    გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება. ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულად ინოვაციურია. დაესწრები რობოტიკის გაკვეთილებს, ჩაერთვები გუნდურ ღონისძიებებში, ითამაშებ ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვდები საინტერესო სტუმრებს, და მონაწილეობას მიიღებ სპორტულ ჩემპიონატებში. თანმიმდევრულმა გრაფიკმა არ შეგაშინოს - ყოველთვის შეგიძლია, გამოიჩინო ინიციატივა და შემოგვთავაზო, რისი გაკეთება გსურს. თითოეულ ჯგუფს მეგობრული და გამოცდილი ლიდერი ეყოლება; ჩვენი ლიდერების გუნდი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინიციატივა სისრულეში მოვიყვანოთ. ტვინების ბრძოლის ბანაკი სხვადასხვა რეკრეაციულ აქტივობას აერთიანებს. შენს ჯგუფთან ერთად ჩაერთვები კულტურულ, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და იუმორისტულ ღონისძიებებში; ითამაშებ ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, ბილიარდსა და სამაგიდო თამაშებს. კვირის განმავლობაში დავგეგმავთ ლაშქრობასაც. ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ზრუნავს ბანაკის შემეცნებით-გასართობ მხარეზე და მოსწავლეების ინტეგრირებაზე საერთო ინტერესების მქონე, ინტელექტუალ თანატოლებთან. ყოველდღე იმართება ტვინების ბრძოლის, ბრეინშტორმისა და სხვა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატები, ეწყობა კინოჩვენება და ლიტერატურული განხილვები, ტარდება მასტერკლასები სხვადასხვა თემატიკაზე. "ტვინების ბრძოლის" ინტელექტუალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე, ისე ფესტივალის შემეცნებით-გასართობ მხარეზე. ბაკურიანში დასვენების გარდა, ბავშვები სამომავლოდ სასარგებლო გამოცდილებსა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ფესტივალის მონაწილეებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვპირდებით! მომსახურება მოიცავს: მგზავრობა 1 თბილისი - ბაკურიანი - თბილისი. მგზავრობა 2 ბათუმი - ქუთაისი - ბაკურიანი; ბაკურიანი - ქუთაისი - ბათუმი. მგზავრობა 3 თელავი - ბაკურიანი - თელავი. მაღალი კლასის სასტუმროში განთავსება. სამჯერადი კვება. დახურული შიდა აუზი, სავარჯიშო დარბაზი. წიგნების, მხატვრული ლიტერატურის, ჯგუფური განხილვა. მოწვეული სტუმრები - მასტერკლასები წარმატებული საზოგადო მოღვაწეებისგან. კულტურული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები. სხვადასხვა სახეობის სპორტული ჩემპიონატები. „ტვინების ბრძოლა“ - 4-თამაშიანი ჩემპიონატი. “ბრეინშტორმი” - ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატი. ტრენინგი თემებზე: “ლიდერობა”, “დებატების ხელოვნება და საჯარო გამოსვლა”, “პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა” გამოცდილი და მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელები. ექიმი, სამედიცინო შემოწმება, ჯამრთელობის მონიტორინგი. რას შეგმატებს ეს ბანაკი? ჩამოგიყალიბებს და განგივითარებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. შეგძენს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებში. დაგეხმარება, უკეთ შეისწავლო საკუთარი ინტერესები და შეაფასო შესაძლებლობები, შედეგად, უფრო ნაყოფიერად დაგეგმო შენი მომავალი. განგივითარებს ტვინების ბრძოლის ტიპის ინტელექტუალური თამაშებისთვის საჭირო უნარებსა და თვისებებს. რაც მთავარია, შეგძენს დაუვიწყარ მოგონებებს, ახალ მეგობრებსა და საერთო ინტერესების მქონე თანატოლების წრეს!

  • 2022 გაზაფხულის სეზონი დასრულდა

    დასრულდა 2022 წლის ტვინების ბრძოლის სასკოლო ოლიმპიადა. გაზაფხულის სეზონის სამივე ეტაპი ფინურ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ჩატარდა. ონლაინ-ვიქტორინისა და რეგიონული ეტაპების დაძლევის შემდეგ შეირჩა გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ჰაკათონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტვინების ბრძოლის ოლიმპიადის დიდი ფინალი - ჰაკათონი - 11 ივნისს გაიმართა. ჰაკათონის პრინციპი მოიაზრებდა როგორც ინდივიდუალური გამარჯვებულების, ისე საქართველოს საუკეთესო ნაკრები გუნდის გამოვლენას. ნაკრები გუნდი კი აერთიანებდა თითოეული რეგიონის ფინალისტებს ყველა კლასიდან. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მეორე სესია ჩატარდა პლატფორმა კაჰუთის (Kahoot) მეშვეობით, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში. საშუალო 54 ქულით, იმერეთის ნაკრებმა გუნდმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის სკოლების ნაკრები გუნდი, რომელიც იმერეთს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გურიის ნაკრები გუნდი გახდა საშუალო 48 ქულით. Რაც შეეხება ინდივიდუალურ შედეგებს, ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი შედეგი ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, რევაზ ხაბურზანიამ, დააფიქსირა - 71.5. ერთობ საინტერესო და კონკურენტული ჰაკათონის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 კლასი: 1. ანდრია ბიგვავა 2. მაჰირ დარზიევი 3. იაკობ კალანდაძე მე-4 კლასი: 1. სიდონია ჯაფარიძე 2. საბა ცაბაძე 3. ნიკოლოზ არტემიძე მე-5 კლასი: 1. თეკლა მურვანიძე 2. მაიკო თოფჩიშვილი 3. გიორგი კვარაცხელია მე-6 კლასი: 1. ლუკა კობერიძე 2. დემეტრე ნიკოლაიშვილი 3. ნათია ქიტიაშვილი მე-7 კლასი: 1. ირაკლი ბაინდურაშვილი 2. გიორგი ჯანელიძე 3. ლუკა ცირეკიძე მე-8 კლასი: 1. რევაზ ხაბურზანია 2. დავით კილაძე 3. ლუკა ორუჯაშვილი მე-9 კლასი: 1. ანა სალდაძე 2. მარიამ კილასონია 3. ნია უსტიაშვილი მე-10 კლასი: 1. ნიკა კვაშილავა 2. ნიკა ქარქაშაძე 2. საბა გიორგაძე 3. თეკლა ავსაჯანიშვილი მე-11 კლასი: 1. ალექსანდრე ხელაშვილი 2. მათე გიორბელიძე მე-12 კლასი: 1. ნიკა ვარდოშვილი 2. ზაზა ელიზბარაშვილი ინდივიდუალური და ნაკრები გუნდები შედეგების ხილვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე: brains.ge/results “ტვინების ბრძოლის” გუნდი წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს!

  • ტვინების ბრძოლა დასრულდა

    საქართველოს ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთათვის - გაზაფხულის სეზონის შეჯამება / 2022 12 ივნისს დასრულდა ტვინების ბრძოლის 2022 წლის გაზაფხულის სეზონი. ტვინების ბრძოლის დიდი დაბრუნება საინტერესო და დაძაბული თამაშების თანხლებით შედგა და ძალზე სანახაობრივი ფინალით დაგვირგვინდა. სეზონის პირველი ეტაპის ფარგლებში, მაისის განმავლობაში საქართველოს ასეულობით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი. 5 ივნისს, რეგიონულ პირველობას შემოუერთდა 323 გუნდი. 12 ივნისის ფინალურ თამაშში კი თითოეული რეგიონის საუკეთესო 30% იღებდა მონაწილეობას. სამივე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონმა გუნდებმა ზაფხულში გასამართი ინტელექტუალური ფესტივალის სრული დაფინანსება მოიპოვეს. U5 ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა გუნდი "ყვავილები" თბილისის 174-ე საჯარო სკოლიდან, რომელმაც ბათუმის გუნდებს - "სალამურასა" და "პინგ-პონგის თეორიას" ერთი ქულით გადაუსწრო და 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის კაპიტანი: დავით მანჯავიძე თამარ ლომსაძე თათია კრავჩენკო ელენე იოსავა ამირან სადუნიძე არანაკლებ დრამატული გამოდგა ფინალი U8 ასაკობრივ კატეგორიაშიც, სადაც გუნდმა "ნადირი" ასევე ერთი ქულით აჯობა ვანის "ლეგიონს". 54 ქულით, ქუთაისის N1 გოქაძის სკოლის გუნდი "ნადირი" საქართველოს ჩემპიონია! გუნდის კაპიტანი: მათე შოთაძე ილია მანდარია რობი კოხრეიძე გიორგი შუბითიძე ნიკა კახიძე უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა U12 ასაკობრივი კატეგორიის ფინალში, სადაც გამარჯვებულმა გუნდმა ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა და მდევრებს რეიტინგის სათავეში ადგილის დაკავების შანსი არ დაუტოვა. ამერიკული აკადემიის გუნდმა "უეჭველი კუში" ასპარეზობა მაქსიმალური შესაძლო ქულით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონი გახდა! გუნდის კაპიტანი: ირაკლი ბეგიაშვილი ალექსანდრე კობახიძე სანდრო ობგაიძე ბექა რამიშვილი ანდრო ჯანაშია ფინალის შედეგები იხილეთ აქ: შედეგები "ტვინების ბრძოლის" გუნდი ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს!

  • ტვინების ბრძოლის ფინალი - 12 ივნისი

    ტვინების ბრძოლის საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალი 12 ივნისს გაიმართება! ტვინების ბრძოლის ფინალი 12 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ თითოეულ რეგიონში უმაღლესი შედეგების მქონე გუნდები (საუკეთესო 30%), რომლებმაც მოიპოვეს ფინალის საგზური. დაანონსებული წიგნებისა და ფილმის შესახებ ინფორმაციის ნახვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი. ფინალისტ გუნდებს საშუალება ექნებათ, მოპოვებული ქულების მიხედვით დამატებითი დაფინანსება მოიპოვონ ზაფხულში გასამართი ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალისთვის. თითოეულ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გუნდი კი ფესტივალის სრულ დაფინანსებას მიიღებს! ჩატარების ადგილები და განრიგი: U5 ასაკობრივი კატეგორია (3,4,5 კლასები): 11:00 U8 ასაკობრივი კატეგორია (6,7,8 კლასები): 14:00 U12 ასაკობრივი კატეგორია (9,10,11,12 კლასები): 17:00 თბილისი: ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქუჩა 1. ქუთაისი: წერეთლის უნივერსიტეტი, თამარ მეფის 59. ბათუმი : ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა, გრიბოედოვის 35. გისურვებთ წარმატებას!

  • 5 ივნისი - შეჯამება

    კვირას, 5 ივნისს, საქართველოს მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი. თამაშმა გამოავლინა როგორც რეგიონული ჩემპიონები, ისე ფინალისტები. რეგიონული ეტაპი დაძაბული კონკურენციისა და გარდამავალი უპირატესობის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატს საქართველოს 323 გუნდი შემოუერთდა, თითოეული რეგიონის გუნდების 30%-მა კი ფინალის საგზური მოიპოვა. ტვინების ბრძოლის გუნდი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს. გისურვებთ წარმატებას! ფინალი 12 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალისტების შესახებ ინფორმაცია ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. ფინალისტების გარდა, გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონებიც: U5 ასაკობრივი კატეგორია: • აჭარა - გუნდი "სალამურა", კაპიტანი მიქაელ ალელიშვილი • გლდანი-ნაძალადევი - "თანამედროვე ბავშვები", ნუცა შავდია • გურია - "ჭალიკონი", იაკობ კალანდაძე • ვაკე-საბურთალო - GAS super team, ლელუკა ელბაქიძე • იმერეთი - "ტვინიკოსები 1", ანდრია ბიგვავა • ისანი-სამგორი - "ტვინიკოსები 2", რუსო დონაძე • კახეთი - "ტვინიკოსები", ანასტასია ბლუიშვილი • სამეგრელო - "არწივები2", ზაურ კვარაცხელია • სამცხე-ჯავახეთი - "გვირილები", მარიამ ჯამასპიშვილი • სვანეთი - "ავაზა", ანა ნიგურიანი • ქვემო ქართლი - "ენგური", ნუცა კახაძე • შიდა ქართლი - "პირველები", ნინო ლოხიაური • ძველი თბილისი - "უბრალოდ ჭკვიანები", გიორგი პერანიძე U8 ასაკობრივი კატეგორია: • აჭარა - გუნდი "ლეგიონი", კაპიტანი დავით კილაძე • გლდანი-ნაძალადევი - "ჩადები", ნია გოგბერაშვილი • გურია - "მყინვარწვერი", გიორგი ბარამიძე • დიდუბე-ჩუღურეთი - "ცნობილი ხუთეული", ბარბარე გოლეთიანი • ვაკე-საბურთალო - "მებრძოლთა კლუბი", მარიამ ალავიძე • იმერეთი - "ლეგიონი", მირიან სვანაძე • ისანი-სამგორი - "ოქროს ვარსკვლავები", ნიკოლოზ ქეშელაშვილი • კახეთი - "თაობა", კესო სესიაშვილი • სამეგრელო - "ტორნადო", სანდრო მამალაძე • სვანეთი - "ევერესტი", დემეტრე ანსიანი • ქვემო ქართლი - "ოპტიმისტი", ანი კამკამიძე • შიდა ქართლი - "მომავლის იმედი", ირაკლი ბაინდურაშვილი • ძველი თბილისი - "ბეტა მეორედი", ალექსანდრე სუჯაშვილი U12 ასაკობრივი კატეგორია: • აჭარა - "ფრანციუმი", გიორგი ინაიშვილი • გლდანი-ნაძალადევი - "მეგატვინი", გიორგი ქარდავა • გურია - "ტრანკაცუნკები", ლუკა ბარამიძე • დიდუბე-ჩუღურეთი - "Endspiel", გივი ჭუმბურიძე • ვაკე-საბურთალო - "უეჭველი კუში", ირაკლი ბეგიაშვილი • იმერეთი - "კუნგ ფუ გრიზლი", მარიამ გელაშვილი • ისანი-სამგორი - "ისტორია და ახალი თაობა", ლიზი ყარალაშვილი • კახეთი - "ხეკორძულას წყალი", გიორგი ქაიხოსროშვილი • სამეგრელო - "ფუძიამა", სალომე ქირია • სამცხე-ჯავახეთი - "ოქროს ლომები", სალომე მაისურაძე • ქვემო ქართლი - "ცნობილი ხუთეული", დავით გუმაშვილი • შიდა ქართლი - "პეგასი", გიორგი გამგებელი • ძველი თბილისი - "Undersky", სანდრო მამამთავრიშვილი

  • 12 ივნისი - დაანონსებული წიგნები & ფილმები

    5 ივნისს გაიმართა ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი , საიდანაც ფინალში რეგიონის საუკეთესო ქულის მქონე გუნდების 30% გადავიდა. მესამე ეტაპი გაიმართება თბილისსა და ქუთაისში. გთავაზობთ სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის დაანონსებულ წიგნებსა და ფილმებს U5 -3,4,5 კლასი დაანონსებული წიგნი : "ავრორა Z კორპუსიდან", ანე-კატარინე ვესტლი წიგნის ელექტრონული ვერსია: დაანონსებული ფილმი: მანქანები U8 - 6,7,8 კლასი დაანონსებული წიგნი : "მე ვხედავ მზეს", ნოდარ დუმბაძე დაანონსებული ფილმი: მეგატვინი U12 - 9,10,11,12 კლასი დაანონსებული წიგნი : "სასაკლაო N5", კურტ ვონეგუტი წიგნის ელექტრონული ვერსია: დაანონსებული ფილმი: მწვანე წიგნი შეგახსენებთ, რომ დაანონსებული წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გაჟღერდება 2 კითხვა, ხოლო ფილმიდან 1.

  • საქართველოს ჩემპიონატი - “რეგიონული პირველობა” 5 ივნისი

    რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. სკოლის სახელით მოასპარეზე გუნდები რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან განაწილების შემდეგი პრინციპით: აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები. გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები ისათბილისი 3ნი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები „გაერთიანებული ცხრილის პრინციპით“ გუნდები კონკურენციაშია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი განაწილების პრინციპით, მაგალითად: ქალაქ ბათუმში და ქალაქ ქობულეთში სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები ერთიანდებიან საერთო ცხრილში და იბრძვიან აჭარის რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. შეგახსენებთ თამაშები პარალელურად და იდენტური კითხვებით ჩატარდება. 5 ივნისი - კვირა: ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი. წესები: ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან/უნივერსიტეტიდან შეზღუდული არ არის. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს.

  • ინფორმაცია ოლიმპიადის ფინალის შესახებ

    ინდივიდუალური ოლიმპიადის ფინალური ეტაპი - ჰაკათონი - 11 ივნისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ჰაკათონში გადასული მოსწავლეები თავიანთი რეგიონის ინტერესებს დაიცავენ. ჰაკათონში თითოეული რეგიონის ყველაზე მაღალქულიანი (I,II,III ადგილი) მოსწავლეები მოხვდნენ. ინდივიდუალურ ტურებში დაძაბული კონკურენციის დაძლევის შემდეგ, ისინი გუნდურად დაიცავენ რეგიონის ღირსებას, თითოეული რეგიონის გუნდი დაკომპლექტებულია მე-3 დან მე-12 კლასის მოსწავლეებით. ჰაკათონი ჩატარდება ზუმის მეშვეობით, პლატფორმა კაჰუთზე (kahoot). თითოეულ კლასში ჰაკათონი გაიმართება სამ ეტაპად, მცირე შესვენებებით. ჰაკათონი გამოავლენს თითოეულ კლასში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომელთაც გადაეცემათ პრიზები. მონაწილეებს გადაეცემათ ფინალისტის დიპლომი, გამარჯვებულ გუნდს კი - საჩემპიონო თასი, რომელთა გადაცემაც საზეიმო ვითარებაში შედგება გამარჯვებულთა სკოლებში. რა უნდა გავითვალისწინოთ? ჰაკათონში ჩასართავად საჭიროა ზუმის (Zoom) ექაუნთი; სასურველია, გქონდეთ სტაბილური ინტერნეტის კავშირი. ჰაკათონი დაიწყება 11 ივნისს, 11:00 საათზე. გისურვებთ წარმატებას!

  • დაანონსებული წიგნები - 5 ივნისი

    გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს "ტვინების ბრძოლის" რეგიონული თამაშისთვის. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. შეგახსენებთ, რეგიონული ეტაპის თამაშზე ორი შეკითხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი ასტრიდ ლინდგრენი - ბულერბიელი ბავშვები ლასე, ულე, ბოსე, ლიზა, ანა და ბრიტა შვედეთის ერთ პატარა სოფელში, ბულერბიში, ცხოვრობენ. ამ სოფელში სულ ექვსი ბავშვია და ექვსივე ერთმანეთის მეგობარია – ისინი ერთად თამაშობენ, ერთად დადიან სკოლაში მეზობელ სოფელში, ერთად ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში... მოკლედ, ჩვეულებრივი ბავშვებივით ცხოვრობენ, თუმცა მათი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი სულაც არ არის: თვითონ იგონებენ უამრავ მხიარულ თამაშსა და გასართობს და ამ თავგადასავლების მთავარი პერსონაჟებიც თავადვე არიან. ბულერბიელი ბავშვების ყოველდღიური, მაგრამ საინტერესო ამბები ნამდვილად დააინტერესებს პატარა მკითხველებს, მათი მეგობრობა… U8 ასაკობრივი კატეგორია: 6, 7, 8 კლასი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი - ჰობიტი „რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, რომ არ არსებულიყო ზღაპარი, რომელიც სულაც არ არის ზღაპარი – იქნებოდა თუ არა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდით თუ არა ჩვენ უფრო უკეთესები ან უარესები, ვიდრე ვართ? მართლაც კარგი იქნებოდა, ეს ზღაპარი გვექცია ცხადად, ახალი ენები გვესწავლა და ახლიდან დაგვეწყო კაცობრიობის თავგადასავალი.“ – დეილი მირორი. ~ U12 ასაკობრივი კატეგორია: 9, 10, 11, 12 კლასი ჯორჯ ორუელი - 1984 ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

bottom of page