top of page

ინფორმაცია ოლიმპიადის ფინალის შესახებ

Updated: Jun 3, 2022



ინდივიდუალური ოლიმპიადის ფინალური ეტაპი - ჰაკათონი - 11 ივნისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ჰაკათონში გადასული მოსწავლეები თავიანთი რეგიონის ინტერესებს დაიცავენ.


ჰაკათონში თითოეული რეგიონის ყველაზე მაღალქულიანი (I,II,III ადგილი) მოსწავლეები მოხვდნენ. ინდივიდუალურ ტურებში დაძაბული კონკურენციის დაძლევის შემდეგ, ისინი გუნდურად დაიცავენ რეგიონის ღირსებას, თითოეული რეგიონის გუნდი დაკომპლექტებულია მე-3 დან მე-12 კლასის მოსწავლეებით.




ჰაკათონი ჩატარდება ზუმის მეშვეობით, პლატფორმა კაჰუთზე (kahoot). თითოეულ კლასში ჰაკათონი გაიმართება სამ ეტაპად, მცირე შესვენებებით. ჰაკათონი გამოავლენს თითოეულ კლასში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომელთაც გადაეცემათ პრიზები. მონაწილეებს გადაეცემათ ფინალისტის დიპლომი, გამარჯვებულ გუნდს კი - საჩემპიონო თასი, რომელთა გადაცემაც საზეიმო ვითარებაში შედგება გამარჯვებულთა სკოლებში.


რა უნდა გავითვალისწინოთ?

  • ჰაკათონში ჩასართავად საჭიროა ზუმის (Zoom) ექაუნთი;

  • სასურველია, გქონდეთ სტაბილური ინტერნეტის კავშირი.

ჰაკათონი დაიწყება 11 ივნისს, 11:00 საათზე. გისურვებთ წარმატებას!

895 views0 comments
bottom of page