ოლიმპიადის შემქმნელებს გვსურდა, მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა ორიგინალური კონკურსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, გამოემჟღავნებინათ არამხოლოდ სასკოლო პროგრამული მასალის ცოდნა, არამედ ზოგადი განათლება და ლოგიკური აზროვნების უნარიც. ამიტომ, ოლიმპიადის პრინციპი უნიკალურია და სრულიად განსხვავდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აქამდე ცნობილი ოლიმპიადებისგან.

 მოსწავლეს თითოეული დავალების დასაძლევად შეიძლება დასჭირდეს ერთზე მეტი საგნის ცოდნა. ტესტში წარმოდგენილი დავალებები აერთიანებს რამდენიმე საგანს:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;

  • მათემატიკა;

  • ინგლისური ენა;

  • ზოგადი განათლება და ლოგიკური აზროვნება.

 მეორე ტურში მოსწავლე მოხვდება საკუთარი რეგიონის რეიტინგულ სიაში (თბილისის სკოლის მოსწავლე - თბილისის სიაში, იმერეთის სკოლის მოსწავლე - იმერეთის სიაში, კახეთის სკოლის მოსწავლე - კახეთის სიაში...) მეორე ტურში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გამოვლინდებიან რეგიონული ჩემპიონები - რეგიონის მასშტაბით I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები. წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ შესაბამის დიპლომებსა და სიგელებს. ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100.

ოლიმპიადის უნიკალური პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ტესტში არსებული თითოეული დავალების დაძლევა ერთზე მეტი გზითაა შესაძლებელი. თუ მოსწავლეს არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა კონკრეტული საკითხის ირგვლივ, მას შეუძლია, ალტერნატიული ამოხსნის გზითა და ლოგიკური აზროვნებით მივიდეს პასუხამდე. ქულის მოპოვება ორივე შემთხვევაშია შესაძლებელი. ქულით ფასდება არამხოლოდ პასუხი, არამედ ამოხსნის გზაც.

თითოეული კლასის ტესტში წარმოდგენილი დავალებები ეფუძნება ამავე კლასის სასკოლო პროგრამულ მასალას და გათვლილია მოსწავლის ასაკზე. ტესტის დაძლევა მოითხოვს როგორც პროგრამულ ცოდნას, ისე ზოგად განათლებას; თითოეული დავალება შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც მონაწილეებს ცოდნას გაუღრმავებს დავალების საკითხთან დაკავშირებით.

რეგიონულ ჩემპიონებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ტვინების ბრძოლის პრესტიჟულ ჰაკათონში, რომელიც მაისში გაიმართება.

Glasses and Music Sheet
cover 3.png

მე-3 კლასის ტესტი

ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა

Online ვიქტორინას ტესტები