top of page

დაანონსებული წიგნები - 5 ივნისი

Updated: May 23, 2022

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს "ტვინების ბრძოლის" რეგიონული თამაშისთვის.

სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.



შეგახსენებთ, რეგიონული ეტაპის თამაშზე ორი შეკითხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.





U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

ასტრიდ ლინდგრენი - ბულერბიელი ბავშვები



ლასე, ულე, ბოსე, ლიზა, ანა და ბრიტა შვედეთის ერთ პატარა სოფელში, ბულერბიში, ცხოვრობენ. ამ სოფელში სულ ექვსი ბავშვია და ექვსივე ერთმანეთის მეგობარია – ისინი ერთად თამაშობენ, ერთად დადიან სკოლაში მეზობელ სოფელში, ერთად ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში... მოკლედ, ჩვეულებრივი ბავშვებივით ცხოვრობენ, თუმცა მათი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი სულაც არ არის: თვითონ იგონებენ უამრავ მხიარულ თამაშსა და გასართობს და ამ თავგადასავლების მთავარი პერსონაჟებიც თავადვე არიან. ბულერბიელი ბავშვების ყოველდღიური, მაგრამ საინტერესო ამბები ნამდვილად დააინტერესებს პატარა მკითხველებს, მათი მეგობრობა…





U8 ასაკობრივი კატეგორია: 6, 7, 8 კლასი


ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი - ჰობიტი



„რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, რომ არ არსებულიყო ზღაპარი, რომელიც სულაც არ არის ზღაპარი – იქნებოდა თუ არა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდით თუ არა ჩვენ უფრო უკეთესები ან უარესები, ვიდრე ვართ? მართლაც კარგი იქნებოდა, ეს ზღაპარი გვექცია ცხადად, ახალი ენები გვესწავლა და ახლიდან დაგვეწყო კაცობრიობის თავგადასავალი.“ – დეილი მირორი. ~












U12 ასაკობრივი კატეგორია: 9, 10, 11, 12 კლასი

ჯორჯ ორუელი - 1984





ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.






2,405 views0 comments
bottom of page