საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში 2022



გაინტერესებს, რატომ არის ტვინების ბრძოლის ბანაკი საუკეთესო არჩევანი საზაფხულო არდადეგების ერთი კვირის გასატარებლად? იმიტომ, რომ ამ ბანაკში იდეალურადაა შერწყმული რეკრეაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და არაფორმალური განათლება.


ბანაკში ყოველი დღე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და სასარგებლო გამოცდილებას გპირდება. თითოეული საათი საინტერესო აქტივობებისგან შედგება, რომელთა შესახებ დღის დასაწყისში შეიტყობ. აქტივობათა ნაწილი შენთვის კარგადაა ნაცნობი, ნაწილი კი - სრულად ინოვაციურია. დაესწრები რობოტიკის გაკვეთილებს, ჩაერთვები გუნდურ ღონისძიებებში, ითამაშებ ინტელექტუალურ თამაშებს, შეხვდები საინტერესო სტუმრებს, და მონაწილეობას მიიღებ სპორტულ ჩემპიონატებში. თანმიმდევრულმა გრაფიკმა არ შეგაშინოს - ყოველთვის შეგიძლია, გამოიჩინო ინიციატივა და შემოგვთავაზო, რისი გაკეთება გსურს. თითოეულ ჯგუფს მეგობრული და გამოცდილი ლიდერი ეყოლება; ჩვენი ლიდერების გუნდი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენი ინიციატივა სისრულეში მოვიყვანოთ.


ტვინების ბრძოლის ბანაკი სხვადასხვა რეკრეაციულ აქტივობას აერთიანებს. შენს ჯგუფთან ერთად ჩაერთვები კულტურულ, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და იუმორისტულ ღონისძიებებში; ითამაშებ ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, ბილიარდსა და სამაგიდო თამაშებს. კვირის განმავლობაში დავგეგმავთ ლაშქრობასაც.


ჩვენი გუნდი განსაკუთრებით ზრუნავს ბანაკის შემეცნებით-გასართობ მხარეზე და მოსწავლეების ინტეგრირებაზე საერთო ინტერესების მქონე, ინტელექტუალ თანატოლებთან. ყოველდღე იმართება ტვინების ბრძოლის, ბრეინშტორმისა და სხვა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატები, ეწყობა კინოჩვენება და ლიტერატურული განხილვები, ტარდება მასტერკლასები სხვადასხვა თემატიკაზე. "ტვინების ბრძოლის" ინტელექტუალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე, ისე ფესტივალის შემეცნებით-გასართობ მხარეზე. ბაკურიანში დასვენების გარდა, ბავშვები სამომავლოდ სასარგებლო გამოცდილებსა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ფესტივალის მონაწილეებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვპირდებით!

მომსახურება მოიცავს:

  • მგზავრობა 1 თბილისი - ბაკურიანი - თბილისი.

  • მგზავრობა 2 ბათუმი - ქუთაისი - ბაკურიანი; ბაკურიანი - ქუთაისი - ბათუმი.

  • მგზავრობა 3 თელავი - ბაკურიანი - თელავი.

  • მაღალი კლასის სასტუმროში განთავსება.

  • სამჯერადი კვება.

  • დახურული შიდა აუზი, სავარჯიშო დარბაზი.

  • წიგნების, მხატვრული ლიტერატურის, ჯგუფური განხილვა.

  • მოწვეული სტუმრები - მასტერკლასები წარმატებული საზოგადო მოღვაწეებისგან.

  • კულტურული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები.

  • სხვადასხვა სახეობის სპორტული ჩემპიონატები.

  • „ტვინების ბრძოლა“ - 4-თამაშიანი ჩემპიონატი.

  • “ბრეინშტორმი” - ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატი.

  • ტრენინგი თემებზე: “ლიდერობა”, “დებატების ხელოვნება და საჯარო გამოსვლა”, “პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა”

  • გამოცდილი და მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელები.

  • ექიმი, სამედიცინო შემოწმება, ჯამრთელობის მონიტორინგი.


რას შეგმატებს ეს ბანაკი?

  • ჩამოგიყალიბებს და განგივითარებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს.

  • შეგძენს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებში.

  • დაგეხმარება, უკეთ შეისწავლო საკუთარი ინტერესები და შეაფასო შესაძლებლობები, შედეგად, უფრო ნაყოფიერად დაგეგმო შენი მომავალი.

  • განგივითარებს ტვინების ბრძოლის ტიპის ინტელექტუალური თამაშებისთვის საჭირო უნარებსა და თვისებებს.

  • რაც მთავარია, შეგძენს დაუვიწყარ მოგონებებს, ახალ მეგობრებსა და საერთო ინტერესების მქონე თანატოლების წრეს!

1,680 views