top of page

2022 გაზაფხულის სეზონი დასრულდა



დასრულდა 2022 წლის ტვინების ბრძოლის სასკოლო ოლიმპიადა. გაზაფხულის სეზონის სამივე ეტაპი ფინურ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ჩატარდა.


ონლაინ-ვიქტორინისა და რეგიონული ეტაპების დაძლევის შემდეგ შეირჩა გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ჰაკათონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


ტვინების ბრძოლის ოლიმპიადის დიდი ფინალი - ჰაკათონი - 11 ივნისს გაიმართა.

ჰაკათონის პრინციპი მოიაზრებდა როგორც ინდივიდუალური გამარჯვებულების, ისე საქართველოს საუკეთესო ნაკრები გუნდის გამოვლენას. ნაკრები გუნდი კი აერთიანებდა თითოეული რეგიონის ფინალისტებს ყველა კლასიდან.


აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მეორე სესია ჩატარდა პლატფორმა კაჰუთის (Kahoot) მეშვეობით, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში.


საშუალო 54 ქულით, იმერეთის ნაკრებმა გუნდმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის სკოლების ნაკრები გუნდი, რომელიც იმერეთს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გურიის ნაკრები გუნდი გახდა საშუალო 48 ქულით.


Რაც შეეხება ინდივიდუალურ შედეგებს, ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი შედეგი ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, რევაზ ხაბურზანიამ, დააფიქსირა - 71.5.


ერთობ საინტერესო და კონკურენტული ჰაკათონის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:


მე-3 კლასი:

1. ანდრია ბიგვავა

2. მაჰირ დარზიევი

3. იაკობ კალანდაძე

მე-4 კლასი:

1. სიდონია ჯაფარიძე

2. საბა ცაბაძე

3. ნიკოლოზ არტემიძე

მე-5 კლასი:

1. თეკლა მურვანიძე

2. მაიკო თოფჩიშვილი

3. გიორგი კვარაცხელია

მე-6 კლასი:

1. ლუკა კობერიძე

2. დემეტრე ნიკოლაიშვილი

3. ნათია ქიტიაშვილი

მე-7 კლასი:

1. ირაკლი ბაინდურაშვილი

2. გიორგი ჯანელიძე

3. ლუკა ცირეკიძე

მე-8 კლასი:

1. რევაზ ხაბურზანია

2. დავით კილაძე

3. ლუკა ორუჯაშვილი

მე-9 კლასი:

1. ანა სალდაძე

2. მარიამ კილასონია

3. ნია უსტიაშვილი

მე-10 კლასი:

1. ნიკა კვაშილავა

2. ნიკა ქარქაშაძე

2. საბა გიორგაძე

3. თეკლა ავსაჯანიშვილი

მე-11 კლასი:

1. ალექსანდრე ხელაშვილი

2. მათე გიორბელიძე

მე-12 კლასი:

1. ნიკა ვარდოშვილი

2. ზაზა ელიზბარაშვილი


ინდივიდუალური და ნაკრები გუნდები შედეგების ხილვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე: brains.ge/results


“ტვინების ბრძოლის” გუნდი წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს!




709 views0 comments
bottom of page