
ბრეინსის ინტელექტუალური ფესტივალი 2026
ზამთრის ბანაკში
ტვინების ბრძოლის ეკრანიზაცია იწყება!
"ტვინიკოსი" ახალი TV შოუ
#აქრივი
მოემზადე წლის ყველაზე შთამბეჭდავი თავგადასავლისთვის! ❄️
მოგესალმები! ძალიან მიხარია, რომ სწორედ შენ ხარ იმ რჩეულთა შორის, ვისაც წილად ხვდა შესაძლებლობა, შემოუერთდეს „ტვინების ბრძოლის“ ზამთრის ბანაკს. წინ დაუვიწყარი 6 დღე გველოდება!
სად და როდის? ჩვენს მასპინძლობას საკუთარ თავზე იღებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ახალციხე INN“.
14-დან 19 იანვრამდე შენ გელოდება უმაღლესი კლასის დასვენება, ინტელექტუალური გამოწვევები და რაც მთავარია – „ტვინების ბრძოლის“ ტელევერსიის ჩაწერაში მონაწილეობა! ეს არის შენი შანსი, მოხვდე ეკრანებზე და გახდე ახალი შოუს ნაწილი.
ვინ ვიქნებით? ბანაკში სულ 55 მონაწილეა: სეზონის 30 საუკეთესო გამარჯვებული რომელიც ფლობს უფასო საგზურს და კიდევ 25 მოტივირებული მოსწავლე, რომლებმაც თავისუფალი ადგილების დაკავება მოახერხეს.
დაფინანსება და გრანტი:
ვიცი, რომ შრომა და შედეგები დაგიფასდა – „ტვინების ბრძოლის“ ყველა მონაწილე ფლობს ინდივიდუალურ თანადაფინანსებას, რომელიც სეზონზე შენი წარმატების მიხედვით გამოითვლება.
-
ბანაკის სრული ღირებულებაა 1750 ლარი (დაფინანსების გარეშე).
-
გახსოვდეს, რომ შენი კუთვნილი გრანტით სარგებლობის ბოლო ვადაა 30 იანვარი, ამიტომ ნუ გადადებ რეგისტრაციას!
შეავსე ფორმა, დაიკავე შენი ადგილი და შევხვდეთ ახალციხეში წლის მთავარ ინტელექტუალურ ივენთზე!





