top of page

ტვინების ბრძოლა დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთათვის - გაზაფხულის სეზონის შეჯამება / 2022



12 ივნისს დასრულდა ტვინების ბრძოლის 2022 წლის გაზაფხულის სეზონი. ტვინების ბრძოლის დიდი დაბრუნება საინტერესო და დაძაბული თამაშების თანხლებით შედგა და ძალზე სანახაობრივი ფინალით დაგვირგვინდა.

სეზონის პირველი ეტაპის ფარგლებში, მაისის განმავლობაში საქართველოს ასეულობით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი. 5 ივნისს, რეგიონულ პირველობას შემოუერთდა 323 გუნდი. 12 ივნისის ფინალურ თამაშში კი თითოეული რეგიონის საუკეთესო 30% იღებდა მონაწილეობას. სამივე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონმა გუნდებმა ზაფხულში გასამართი ინტელექტუალური ფესტივალის სრული დაფინანსება მოიპოვეს.






U5 ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა გუნდი "ყვავილები" თბილისის 174-ე საჯარო სკოლიდან, რომელმაც ბათუმის გუნდებს - "სალამურასა" და "პინგ-პონგის თეორიას" ერთი ქულით გადაუსწრო და 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის კაპიტანი: დავით მანჯავიძე თამარ ლომსაძე თათია კრავჩენკო ელენე იოსავა ამირან სადუნიძე





არანაკლებ დრამატული გამოდგა ფინალი U8 ასაკობრივ კატეგორიაშიც, სადაც გუნდმა "ნადირი" ასევე ერთი ქულით აჯობა ვანის "ლეგიონს". 54 ქულით, ქუთაისის N1 გოქაძის სკოლის გუნდი "ნადირი" საქართველოს ჩემპიონია! გუნდის კაპიტანი: მათე შოთაძე ილია მანდარია რობი კოხრეიძე გიორგი შუბითიძე ნიკა კახიძე





უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა U12 ასაკობრივი კატეგორიის ფინალში, სადაც გამარჯვებულმა გუნდმა ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა და მდევრებს რეიტინგის სათავეში ადგილის დაკავების შანსი არ დაუტოვა. ამერიკული აკადემიის გუნდმა "უეჭველი კუში" ასპარეზობა მაქსიმალური შესაძლო ქულით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონი გახდა! გუნდის კაპიტანი: ირაკლი ბეგიაშვილი ალექსანდრე კობახიძე სანდრო ობგაიძე ბექა რამიშვილი ანდრო ჯანაშია


ფინალის შედეგები იხილეთ აქ: შედეგები

"ტვინების ბრძოლის" გუნდი ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს!

433 views0 comments

Comments


bottom of page