top of page

"წიგნების ბრძოლა" : როგორი იქნება ახალი ტურნირი?



ტვინების ბრძოლის გუნდი გთავაზობთ ახალ ონლაინ ტურნირს "წიგნების ბრძოლა"! ონლაინ ტურნირი აგვისტოს თვეში, ორ ეტაპად გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გაჟღერდება 20 ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული შეკითხვა, რომელთაც საერთო ლიტერატურული თემატიკა ექნებათ. ტურნირი გაიმართება თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში:

U5 (მე-3, მე-4, მე-5 კლასები)

U8 (მე-6, მე-7, მე-8 კლასები)

U12 (მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები)

პირველი, შესარჩევი ეტაპი 21 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნული ეტაპისთვის "ტვინების ბრძოლის" გუნდმა შეარჩია სამი ფავორიტი წიგნი (თითოეული ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში). ფინალურ თამაშში გაჟღერებული შეკითხვების ნაწილი სწორედ ამ წიგნებზე იქნება დაფუძნებული. "წიგნების ბრძოლის" მიზანი, შემოდგომის დიდი სეზონისთვის მზადებასთან ერთად, არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაა. არ გამოტოვო წიგნების ბრძოლა, წაიკითხე წიგნი და უპასუხე შეკითხვებს!


წიგნის ელექტრონული ვერსიები იხილე ბმულზე

460 views0 comments
bottom of page