top of page

ინსტრუქცია სკოლის წარმომადგენლებს 2022 შემოდგომა



2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონზე დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში, ოქტომბრის თვე დაეთმობა საქართველოს 56 ქალაქის სკოლებში "ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატების" ჩატარებას .


სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ სკოლაში უწევენ ორგანიზებას ტვინების ბრძოლის ჩატარებას გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებისთვის


ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება.


პირველადგილოსანი გუნდი მოიპოვებს სკოლის ჩემპიონის ტიტულს. გამარჯვებულს Brains.ge - სგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით.


ზოგადი წესები:


• ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

• გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან შეზღუდული არ არის.

• თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

• რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

• თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

• მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

• გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.




გუნდების დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად:

პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი;

მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი;

მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XIIკლასი.


ორგანიზება / თამაშის მიმდინარეობა:


შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალიწინეთ მომდევნო რჩევები:


• თამაშის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად საჭიროა 3 ადამიანი: 1) წამყვანი. 2) ქულების დამთვლელი კომისარი 3) იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები.


• თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე უნდა იყოს: 1) სარეგისტრაციო ბლანკი 2) მინიმუმ ერთი კალამი 3) 15 ც პასუხის ფურცელი: თამაშის პროცესის დაწყებამდე დაავალეთ გუნდის კაპიტანს თითოეულ პასუხის ფურცელზე დააწეროს გუნდის სახელი. ასეე შეავსოს სარეგისტრაციო ბლანკი.


• ახალი შეკითხვის გამოცხადებისთვის, წამყვანი არ უნდა დაელოდოს კომისარს და პასუხების გადატანას ცხრილში. უმჯობესია მიმდინარე შედეგები გამოვაცხადოთ პერიოდულად ყოველი 3 ან 5 შეკითხვის შემდეგ.


• პასუხების ნაადრევად ჩაბარებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შესაბამისად გააფრთხილეთ მოთამაშეები და პასუხები ჩამოკრიბეთ მხოლოდ მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ხმაურსა და არეულობას. პროცესი გახდება უფრო მოწესრიგებული.


ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე:1) შედეგების ცხრილი 2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი 3) ფოტომასალა. 4) ტექ სტი - თამაშის აღწერა მნიშნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.

488 views0 comments
bottom of page