top of page

Search Results

76 items found for ""

  • წიგნები ფინალისთვის - 23 აპრილი

    გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის ფინალური ჩემპიონატისთვის . სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია. შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშზე 2 შეკითხვა, სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება, რაც თამაშის სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე ხელიდან არ გასაშვები შესაძლებლობაა . U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი პამელა ტრავერსი: მერი პოპინსი რვა წიგნისგან შემდგარი საბავშვო წიგნების სერია, დაწერილი პამელა ტრევერსის მიერ, “მერი პოპინსი” ფანტასტიკური მოთხრობა-ზღაპარია არაჩვეულებრივ გადიაზე, რომელიც კეთილი ჯადოქარივით სწორედ იმ დროს გამოჩნდება, როდესაც ბავშვებს მისი მზრუნველობა და ხელი სჭირდება. წიგნის მთავარი პერსონაჟია ინგლისელი გადია, მერი პოპინსი. იგი ყოველთვის ჩნდება ალუბლების ქუჩის 17 ნომერთან, როდესაც აღმოსავლეთის ქარი უბერავს და უვლის ბენქსების ოჯახის შვილებს. იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი არტურ კონან დოილი- ალისფერი კვალი ბრიტანელი მწერლის, ართურ კონან დოილის1887 წლის დეტექტიური რომანი. 1886 წელს დაწერილი ისტორია არის პირველი ადგილი, სადაც შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი გამოჩნდებიან და მოიპოვებენ პოპულარობას მკითხველში. ნაწარმოების სათაური მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც შერლოკმა, მოყვარულმა დეტექტივმა წარმოთქვა, თავისი მეგობრისა და ისტორიის მემატიანის, უოტსონისადმი. სიტყვა შეეხება სამუშაოს ბუნებას, რომელშიც ის აღწერს ამბავში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, როგორც მის „ალისფერ კვალს“: „მკვლელის კვალი ალისფერი ძაფივით გასდევს ცხოვრების დახლართულ ქსელს, და ჩვენი ვალია მივყვეთ ამ ძაფს, აღმოვაჩინოთ იგი და გამოვამჟღავნოთ ძაფის უწვრილესი ნაწილაკები.“ იხილეთ წიგნის PDF ვერსია U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი ჯემალ ქარჩხაძე- ანტონიო და დავითი ომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი. იხილეთ PDF ვერსია:

  • 2 აპრილი - ტვინების ბრძოლა

    აქტიურ ფაზაში შედის ტვინების ბრძოლის 2023 წლის საგაზაფხულო სეზონი. გთავაზობთ ამომზწურავ მიმოხილვას, ყველა საჭირო ტექნიკურ ინფორმაციას 2 აპრილის დიდი ინტელექტუალური შერკინებისთვის დასასრულს უახლოვდება პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი! “შიდა სასკოლო პირველობების” სერია ადგილობრივი ჩემპიონების გამოსავლენად ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით მასში დღეის მონაცემებით 646 სკოლა და 3500 გუნდი, შესაბამისად 17500 სკოლის მოსწავლეა ჩართული. აქვე აღსაღნიშნია - მასშტაბის ზრდა! ტვინების ბრძოლაში ჩართულ ქალაქებს საპილოტე რეჟიმში შემოუერთდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხისა და ადიგენის სკოლის გუნდები. შეკთხვები ქართული ენიდან ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე ჩვენს გუნდს შემოუერთდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი თანამემამულეები, შესაბამისად სკოლებთან დამყარდა კოორდინირებული და ორგანიზებული თანამშრომლობა. მომდევნო სეზონებზე იგეგმება ტვინების ბრძოლის “კავკასიის ჩემპიონატის” ჩატარება სადაც ქართველი მოსწავლეები მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებს დაუპირისპირდებიან. სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეს შეეხო “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერიას, რაც განპირობებულია გასულ სეზონზე ჩვენს პროექტებში სკოლების აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებული ურთიერთთანამშრომლობით. ამიერიდან შიდა პირველობების ჩატარებას ყოველთვიური ფორმატით, სისტემატიურად შეძლებენ აქრტიური სკოლები! ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსი - სრულიად უფასოდ (შეკითხვათა პაკეტები, წამახალისებელი პრიზები, დაანონსებული წიგნების ელ.ვერსია საჩუქრად და ა.შ), სკოლა უზრუნველყობს საკონტაქტო პირსა და ადგილზე შეჯიბრის ორგანიზებას. სიახლის ფარგლებში შიდა პირველობებზე დაინერგება პროექტის მთავარი ხიბლი - “დაანონსებული წიგნის”.წესი, რაც ავტომატურად ნიშნავს წიგნიერებისა და კთხვის მოყვარულ მოსწავლეთა მასშტაბით მნიშვნელოვან ზრდას. შიდა ჩემპიონატის სისტემატიური რეჟიმით ჩატარება უკვე დაგეგმილია 150 მდე სკოლაში.თუ გსურთ თქვენი სკოლაც ჩაერთოს შეავსეთ ანკეტა: https://forms.gle/UCQdm5snFs2tnAUZ7 2 აპრილი რეგიონული ჩემპიონატი განაწილება: აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და ქედის სკოლის გუნდები. გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, ადიგენის, თეთრიწყაროსა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში საქართველოს 30 ქალაქში გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ “საბრძოლო დარბაზებში“ შეკრებილი გუნდები იდენტურ შეკითხვებს უპასუხებენ, ხოლო რეიტინგულ ცხრილში ზემოთ მოცემული რეგიონული დაყოფის პრინციპით გაერთიანდებიან. პირველადგილოსან გუნდებს რეგიონის ჩემპიონის სტატუსი მიენიჭებათ, ხოლო საუკეთესო 30%-ს ექნება შესაძლებლობა იასპარეზოს ფინალურ ეტაპზე. გაითვალისწინეთ, ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია დაანონსებული წიგნის წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდება" . რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვინების ბრძოლის ONLINE ბიბლიოთეკით:https://www.brains.ge/library წიგნების დასახელება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იხილეთ წინა სიახლეში, აქვე შეგიძლიათ იხილოთ მოცემული წიგნების ვიდეოგანხილვა https://www.brains.ge/post/books2 წესები: ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რეგისტრაცია უფასოა https://www.brains.ge/register ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს. ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი. 2 პრილისთვის მოაზროვნეების უკეთესად მომზადებითვის იმართება ONLINE სავარჯიშო ჩართვები შეკითხვების ავტორებთან და პროექტის ორგანიზატორებთან ერთად. მომდევნო ასეთი შეხვედრა 1 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება https://forms.gle/BbFQwFvtEDJgCo6x5 რეგიონული ჩემპიონატის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 3 აპრილს. აპელაციების განხილვა იწარმოებს 8 აპრილისჩათვლით. ჩემპიონ გუნდის წევრებს გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. რეგიონულ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები. პრიზების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად ჩვენს FB გვერდზე გამცნობთ სეზონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მთავარი პრიზია საგზური საზაფხულო ბანაკში, იგივე "ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალზე", რომელიც სისტემატიურად იმართება სასკოლო არდადეგებებზე და გახლავთ ინტელექტუალი მოსწავლეების საყვარელი პროექტი www.brains.ge/camp 23 აპრილს ფინალი საქართველოს მასშტაბით 4 ძირითად ქალაქში გაიმართება. ფინალი უფასოა და დამატებით რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მომდევნო ნიუსში.

  • თუ 2 აპრილს მოგებას აპირებ ეს წიგნი უნდა წაიკითხო!

    გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული ჩემპიონატისთვის, სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია და გადაცემის ჩანაწერი სადაც განხილულია ავტორი და წიგნი. შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი მარკ ტვენი: ტომ სოიერის თავგადასავალი მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნი - ”ტომ სოიერის თავგადასავალი”. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მსვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს. იხილეთ წიგნის PDF ვერსია U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი ჟიულ ვერნი - 80 000 კილომეტრი წყალქვეშ საიდუმლოებით მოცული კაპიტანი ნემო, მის მიერვე აგებულ ხომალდზე ბუნებისმეტყველების პროფესორს დაატყვევებს და წყალქვეშა სამყაროში ამოგზაურებს: აქ წაიკითხავთ წყალქვეშა სამყაროს მკვიდრთა გასაოცარ ამბებს, მრავალი ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ამოხსნის მოწმეც გახდებით, ზოგს დაიჯერებთ, ზოგს - არა, ფიზიკა-მათემატიკისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში გადამოწმების სურვილიც გაგიჩნდებათ აქ მოთხრობილი ამბებისა და წიგნის დასასრულს, თქვენვე უპასუხებთ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას: „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“ იხილეთ წიგნის PDF ვერსია U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა რით ჰგვანან „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟები - ღორი ნაპოლეონი, ძაღლი პინჩერი, თვინიერი ცხვარი, დამონებული ცხენები, იხვის ჭუჭულები და მათი მეგობრები ადამიანებს; რატომ უნდა გამოცემულიყო გაცილებით ადრე ჯორჯ ორუელის ეს მინირომანი; რა დაეხმარება ძველ თაობას იმისთვის, რომ არასოდეს დაივიწყოს, საიდან მოდიან და რატომ არ უნდა გაუჩნდეთ ახალგაზრდებს ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი... - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაზეც პასუხებს ამ წიგნში ამოიკითხავთ. ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ - აკრძალული რომანი, ანუ ვინ აშენებს უტოპიურ სახელმწიფოს! იხილეთ წიგნის PDF ვერსია

  • ტვინების ბრძოლა! საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში

    პირველი ეტაპი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, 20 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინსის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, რეგიონულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც 2 აპრილს ერთდროულად ტარდება საქართველოს მასშტაბით 30 ლოკაციაზე 2 აპრილი - “რეგიონული პირველობა” რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. სკოლის/უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდები რაიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან განაწილების შემდეგი პრინციპით: აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და ქედის სკოლის გუნდები. გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, ადიგენის, თეთრიწყაროსა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები „გაერთიანებული ცხრილის პრინციპით“ გუნდები კონკურენციაშია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი განაწილების პრინციპით, მაგალითად: ქალაქ ბათუმში და ქალაქ ქობულეთში სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები ერთიანდებიან საერთო ცხრილში და იბრძვიან აჭარის რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. შეგახსენებთ თამაშები პარალელურად და იდენტური კითხვებით ჩატარდება. 2 აპრილი - კვირა: ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი. წესები: ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან/უნივერსიტეტიდან შეზღუდული არ არის. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს.

  • ინსტრუქცია სკოლის წარმომადგენლებს გაზაფხული 2023

    2023 წლის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს 56 ქალაქის სკოლებში, ჩემპიონატის ფარგლებში, თებერვლისა და მარტის თვეები დაეთმობა "ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო ჩემპიონატების" ჩატარებას. 2 აპრილს რეგიონული პირველობა გაიმართება, ხოლო 23 აპრილს - ფინალი. აქვე გაცნობებთ, რომ 2023 წელს ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს მრავალ სასიამოვნო სიახლეს, რაც განპირობებულია წინა ,,შემოდგომის სეზონის” ნაყოფიერებითა და სკოლების აქტიური ჩართულობით ჩვენს პროექტებში. გთავაზობთ, თქვენს სკოლაში “ტვინების ბრძოლის” შიდა ჩემპიონატების სისტემატიურად ჩატარებას, სრულიად უფასოდ. თვეში ერთხელ ჩვენი მხრიდან სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსით (შეკითხვათა პაკეტები, წამახალისებელი პრიზები, დაანონსებული წიგნების ელ.ვერსია საჩუქრად და ა.შ), სკოლის მხრიდან საჭირო იქნება მხოლოდ საკონტაქტო პირი. სისტემატიურად ჩატარებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ანკეტა მისამართზე: https://forms.gle/UCQdm5snFs2tnAUZ7 სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ სკოლაში უწევენ ორგანიზებას ტვინების ბრძოლის ჩატარებას გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებისთვის. ზოგადი წესები: ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება: 1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები 2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები 3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. • გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან შეზღუდული არ არის. • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი (პასუხის არქონის შემთხვევაში - ცარიელ ფურცელს). • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. აქვე შეგიძლიათ იხილოთ პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდის: გუნდის პასუხებისათვის განკუთვნილი: შედეგების აღსანუსხი: ორგანიზება / თამაშის მიმდინარეობა: შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალისწინეთ მომდევნო რჩევები: • თამაშის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად საჭიროა 3 ადამიანი: 1) წამყვანი; 2) ქულების დამთვლელი კომისარი; 3) იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები. • თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე უნდა იყოს: 1) სარეგისტრაციო ბლანკი, 2) მინიმუმ ერთი კალამი, 3) 15 ც პასუხის ფურცელი: თამაშის პროცესის დაწყებამდე დაავალეთ გუნდის კაპიტანს თითოეულ პასუხის ფურცელზე დააწეროს გუნდის სახელი. ასევე შეავსოს სარეგისტრაციო ბლანკი. • ახალი შეკითხვის გამოცხადებისთვის, წამყვანი არ უნდა დაელოდოს კომისარს და პასუხების გადატანას ცხრილში. უმჯობესია მიმდინარე შედეგები გამოვაცხადოთ პერიოდულად ყოველი 3 ან 5 შეკითხვის შემდეგ. • პასუხების ნაადრევად ჩაბარებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შესაბამისად გააფრთხილეთ მოთამაშეები და პასუხები ჩამოკრიბეთ მხოლოდ მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ხმაურსა და არეულობას. პროცესი გახდება უფრო მოწესრიგებული. • ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ: 1) შედეგების ცხრილი; 2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი; 3) ფოტომასალა; 4) ტექსტი - თამაშის აღწერა მნიშნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.

  • ინოვაციური ინდივიდუალური ტურნირი

    ტვინების ბრძოლის "ჰაკათონი" ახალი სიტყვაა ქართული სასკოლო საგანმანათლებლო ტურნირების ასპარეზზე. ორიგინალურობა განპირობებულია ამოცანათა "ალტერნატიული" ამოხსნის პრინცით - რამდენიმე საგნის ერთ ტესტში გაერთიანებითა და თანამედროვე პლატფორმა/ინსტრუმენტების გამოყენებით (kahoot, GoogleQuizz) შედგენილი სავარჯიშოები შთამბეჭდავი გამოცდილებაა მოსწავლეთათვის. საახალწლო ჰაკათონი 3 ეტაპიანია: I საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება ონლაინ 13-25 დეკემბრის შუალედში, მონაწილის მიერ რეგისტრაციის დროს დამოუკიდებლად არჩეულ დროს. რეგისტრაცია: https://www.brains.ge/register  წერისათვის განკუთვნილი დრო არის 60 წუთი.  ქვიზში სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის 5 დავალებაა  სირთულის მიხედვით, დავალებები ფასდება სხვადასხვა ქულით  მაქსიმალური ქულაა 100  მონაწილე ქულათა 30%-ის (30 და მეტი ქულა) გადალახვის შემთხვევაში მოიპოვებს რეგიონულ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას სავარჯიშო მასალა: https://www.brains.ge/training თითოეული დავალების დაძლევა მონაწილეს შეეძლება ამოხსნის ალტერნატიული გზებით. მაგალითად, თუ მონაწილემ არ იცის პასუხი ფაქტობრივ ლიტერატურულ შეკითხვაზე, ამ პასუხამდე მისვლა შეეძლება საინტერესო მინიშნებებით, მათემატიკური მაგალითებით, თუ ლოგიკური აზროვნებით. II ეტაპი - ჯადოსნური, საახალწლო ჰაკათონი 31 დეკემბერს 15:00 საათზე ტვინების ბრძოლის საახალწლო ჰაკათონი გაიმართება 31 დეკემბერს განსაკუთრებული, საახალწლო ფორმატით ონლაინ რეჟიმში ჰაკათონში მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ მოსწავლეებს მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით. მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია: 1) ადგილის დარეზერვება 2) საკვალიფიკაციო (online) ქვიზის დაძლევა პროექტში მონაწილეობა ფასიანია, საფასური შეადგენს 35 ლარს. შედეგები გამოქვეყნდება 12 სამუშაო დღის შემდეგ.​ მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან რეგიონების მიხედვთ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა). III დასკვნითი ეტაპი - ფინალი (რეალურ გარემოში) ჰაკათონი ჩატარდება მხოლოდ რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის(I, II, III ადგილი)ღ საუკეთესო სამეულისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს. ჰაკათონის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება 2 დღის განმავლობაში. მთავარი დავალება შეფასების კრიტერიუმებთან ერთად გამოცხადდება გახსნის დღეს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).

  • სეზონის შეჯამება - მნიშვნელოვანი ციფრები და ცნობები გამარჯვებულებზე

    ტვინების ბრძოლის 2022 წლის შემოდგომის სეზონი დასრულდა! ამ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ციფრები და ცნობები ყველაზე მასშტაბური სასკოლო ინტელექტუალური თამაშის შესახებ. 2022 წლის შემოდგომის სეზონზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. თითოეულ მასწავლებელს, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, მშობლებსა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს დიდ მადლობას ვუხდით ნდობისა და ჩართულობისთვის! შიდასასკოლო ჩემპიონატები: “ტვინების ბრძოლის” 2022 წლის სეზონი შიდასასკოლო ჩემპიონატების სერიით დავიწყეთ. ოქტომბრის თვე სრულად დავუთმეთ შიდასასკოლო ჩემპიონატების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პირადად ეწვივნენ თითეული რეგიონის სკოლების დიდ ნაწილს და გამართეს შეხვედრები საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. მოსამზადებელი სამუშოების ნაწილში, “ტვინების ბრძოლის” შემოდგომის სეზონისთვის სკოლების მიერ შერჩეულმა წამყვანებმა გაიარეს მოსამზადებელი/საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ჩვენი გუნდის რეგიონულ კოორდინატორებთან. შიდა სასკოლო ჩემპიონატების სტატისტიკური მონაცემები ასეთია: საქართველოს მასშტაბით სულ 1197 სკოლა, 4641 გუნდი (სამივე ასაკობრივი) და 23 255 მოსწავლე ჩაერთო) სკოლის ჩემპიონებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ასპარეზობა გაეგრძელებინათ რეგიონულ ეტაპზე, სადაც ისინი თავიანთი რეგიონის საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდნენ. რეგიონული პირველობა: 20 ნოემბერს საქართველოს 19 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა რეგიონული პირველობა. შეკითხვები პარალელურ რეჟიმში ჟღერდებოდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, რუსთავის, ქარელის, ხაშურის, ახალციხის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიაათურის, ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის სატურნირო სივრცეებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაძაბულ და საინტერესო ასპარეზობაში 755 გუნდი ჩაერთო: U5 კალათა: III, IV, V კლასები - 337 გუნდი U8 კალათა: VI, VII, VIII კლასები - 307 გუნდი U12 კალათა: IX, X, XI, XII კლასები - 111 გუნდი საფინალო საგზური ჯამში 320-მა მათგანმა მოიპოვა. რეგიონის ჩემპიონთა და ცხრილში მოწინავე პოზიციებზე გასულ გუნდთა სია ასე გამოიყურება #გერბი აღსაღნიშნავია გერბების კონკურსი, რომელსაც მებრძოლ გუნდთა დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა www.brains.ge/post/challenge გერბები უკვე განთავსებულია საპატიო კედელზე, ხოლო მათ შემქმნელებს სახალისო გამოწვევები ელოდებათ. ფინალი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სეზონის ფინალური ეტაპი, სადაც საქართველოს თითოეული რეგიონის საუკეთესო გუნდები საერთო ცხრილში გაერთიანდნენ. პარალელურ რეჟიმში თამაში ჩატარდა ოთხ ქალაქში ჩვენს პარტნიორ სასწავლო დაწესებულებებში, თბილისი: ალტე უნივერსიტეტი ზუგდიდი: ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია- GG ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმი: ქართულ- ამერიკული აკადემია "პროგრესი" ფინალში 314 გუნდი ჩაერთო: U5 კალათა: III, IV, V კლასები - 137გუნდი U8 კალათა: VI, VII, VIII კლასები - 119 გუნდი U12 კალათა: IX, X, XI, XII კლასები - 58 ფინალმა გამოავლინა ქვეყნის ჩემპიონი გუნდი თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელთაც გადაეცათ პრიზები როგორც ტვინების ბრძოლისგან, ისე - ჩვენი მთავარი პარტნიორის, ალტე უნივერსიტეტისაგან. U5 პირველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია 136-ე საჯარო სკოლის გუნდი "ჩემპიონები" დამრიგებელი თეა კობახიძე კაპიტანი ბარბარე გეწაძე წევრები: ლევან კაკუშაძე სალომე ებანოიძე ლევან ჯიქია ანასტასია ქისიშვილი U8 მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია 107-ე საჯარო სკოლის გუნდი "საუკეთესოები" დამრიგებელი მაკა იაგანაშვილი კაპიტანი ლიზი არდოტელი წევრები: თეკლა წიკლაური, ოთარი კობაია, ბეკურიშვილი დაჩი, ირაკლი მელაძე. U12 მესამე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია საერთაშორისო აკადემია სკოლა ლოგოსის გუნდი "დომინუსი" დამრიგებელი ლელა ელისაშვილი კაპიტანი ირაკლი ახვლედიანი წევრები: ლაშა ჯაფარიძე, რატი გოგიძე, გიორგი ყიფშიძე, ოთო ქარჩავა ფინალურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შესაბამისი თანრიგის სერტიფიკატი გადაეცემათ იმ გუნდებს რომლებმაც საუკეთესო ქულა მოიპოვეს საკუთარი რეგიონში. შედეგების ცხრილი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.brains.ge/results #პრიზები გათამაშების მთავარი პრიზი გახლდათ “ინტელექტუალური ფესტივალის საგზური” - იგივე ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკი, რომელიც წლებია სისტემატიურად იმართება და ტვინის ჭყლეტის მოყვარულ მოსწავლეთა თავშეყრის საუკეთესო ადგილია. ფინალისტებს თამაშებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემათ ზემოაღნიშნული ფესტივალის თანადაფინანსება. სხვადასხვა თანრიგის დიპლომით, სერტიფიკატითა და სიგელით დაჯილდოვდება ყველა ფინალისტი გუნდი და რეგიონულ პირველობაში საუკეთესო შედეგზე გასული გუნდები. თითოეული ასაკობრივი კატეგორიის საუკეთესო სამეულებს (გუნდებს) საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა, როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ისე, ალტე უნივერსიტეტის და რეგიონების მიხედვით შერჩეული ჩვენი სხვა პარტნიორი ორგანიზაციების სახელით. ალტე უნივერსიტეტმა დიდი საჩუქარი მოუმზადა აბიტურიენტ მონაწილეებს - უნივერსიტეტმა დაასახელა საუკეთესო აბიტურიენტი მოთამაშეები, რომელთაც 1000 ლარიანი საუნივერსიტეტო დაფინანსება გადაეცათ. აღნიშნული პრიზები მოსწავლეებს უშუალოდ მათ სკოლებში, ჩვენი წარმომადგენლების და სკოლის ადმინისტრაციის თანდასწრებით გადაეცემათ.

  • რეგიონული პირველობის შედეგები

    კვირას, 20 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი. თამაშმა გამოავლინა როგორც რეგიონული ჩემპიონები, ისე ფინალისტები. რეგიონული ეტაპი დაძაბული კონკურენციისა და გარდამავალი უპირატესობის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 800-მდე გუნდი შემოუერთდა (აქვე აღსაღნიშნავია, რომ პირველ-შიდასასკოლო ეტაპზე ტვინების ბრძოლაში ჩაერთო 4500-ზე მეტი გუნდი და 22500 მოსწავლე), რაც გასულ სეზონებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. თითოეული რეგიონის გუნდების 30%-მა კი ფინალის საგზური მოიპოვა. მოგეხსენებათ, ჩემპიონატი სამ ასაკობრივ (U5,U8,U12) კატეგორიაში მიმდინარეობს, ჩვენს ვებ-გვერდზე www.brains.ge/results გამოქვეყნებულია ყველა ცხრილი რეგიონების მიხედვით, სადაც მწვანე ფერით გამოყოფილია ფინალში გადასული გუნდები. მონაწილეები აპელაციებს აგზავნიან ჩვენს FB გვერდზე ჰეშთეგით #აპელაცია. აპელაციების განხილვა 24 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მიმდინარე ჩემპიონატზე მოაზროვნეები დიდი ხალისით ჩაერთნენ “გერბების კონკურსში” https://www.brains.ge/post/challenge გუნდების უმეტესობამ თამაშზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი “გუნდის საბრძოლო გერბი”. თითოეული გერბი განთავსდება საიტზე, მალე შემოგთავაზებთ ფოტორეპორტაჟს და კონკურსის პირობებს. თუ გსურს, შემოუერთდე კონკურსს, გამოგვიგზავნე ელ.ვერსია ან მოიტანე გერბი ფინალზე. აქვე გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ იმ მოაზროვნეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთა გუნდებმაც ვერ შეძლეს ასპარეზობა ზუგდიდში - სამეგრელოს პირველობისთვის. ჩვენი გუნდი და კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს შექმნილ შეფერხებაზე: მომავალი მჭიდრო მეგობრობისა და კეთილგანწყობის ნიშნად, პერსონალურად თამაშგარე დარჩენილი მოაზროვნეებისათვის გაიმართება სპეც-ფორმატის “ტვინების ბრძოლა”. ასევე, აღნიშნული ფაქტის საკომპენსაციოდ, ფინალის ჩატარების ადგილებს დაემატება ქალაქი ზუგდიდი. შეგახსენებთ ფინალი 27 ნოემბერს გაიმართება, ფინალი უფასოა და დამატებით რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. დეტალური ინფორმაცია ფინალის შესახებ გამოქვეყნდება მომდევნო ნიუსში

  • Challenge: გიწვევთ გერბების შეჯიბრში!

    რა არის გერბი? -განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. შექმენი შენი გუნდის მთავარი ღირებულებების მქონდე გერბი, დახატე ხელით ან ფოტოშოპში ამობეჭდე და მოიტანე 20 ნოემბერს რეგიონულ თამაშზე. თქვენი გერბი საპატიო ადგილს დაიკავებს როგორც ჩვენი კომპანიის მთავარ ოფისში, ასევე განთავსდება ვებ-გვერდზე სპეციალურად გამოყოფილ “დიდების დარბაზში” ხოლო ტვინების ბრძოლის FB და Instagram გვერდზე მოეწყობა კონკურსი: - ხმათა უმრავლესობით გამოვლინდებიან ნომინაციაში გამარჯვებული გერბის ავტორი გუნდები. Რათქმაუნდა გამრჯვებულებს გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები სასარგებლო სახატავი ინსტრუმენტები -web გვერდები (app პროგრამები) რომლებიც დაგეხმარებათ გერბის შექმნაში: https://www.canva.com/ https://pixlr.com/ https://play.google.com/store/apps/details?id=jp.ne.ibis.ibispaintx.app&hl=en&gl=US&pli=1 ინსპირაციისათვის გთავაზობთ საქართველოს ქალაქების გერბებსა და რამოდენიმე საინტერესო ლოგოს დიზაინს: 1) საქართველოს სახელმწიფო გერბი: 2) თბილისის გერბი 3) ქუთაისის გერბი 4) სამტრედიის გერბი 5) გორის მუნიციპალიტეტის გერბი 6) ახალციხეს გერბი 7) ბათუმის გერბი 8) ზუგდიდის გერბი 9) უკრაინის სახელმწიფო გერბი 10) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი 11) ეროვნული ნაკრების გერბი 12)

  • გახდი აბიტურიენტების კლუბის წევრი - "ალტე" და ტვინების ბრძოლა

    თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, გსურს, რომ აბიტურიენტობის მეტნაკლებად სტრესული პერიოდი შემეცნებითად და სახალისოდ გაატარო, გინდა ჩაერთო საგანმანათლებლო კონკურსებში, მონაწილეობა მიიღო ბანაკებში და გაიჩინო ბევრი ახალი მეგობარი, რომელიც სწორედ შენს მსგავსად, ახლა გადის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ეტაპს, მაშინ შემოგვიერთდი, შენც გახდი „აბიტურიენტების კლუბის“ წევრი. „აბიტურიენტების კლუბი“ ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტია და იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებთან მებრძოლ აბიტურიენტებს აერთიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთელი მასშტაბით. კლუბის მიზანია თითოეულ წევრს დაეხმაროს დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. რა გელოდება „აბიტურიენტების კლუბში?“ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელიმოკლევადიანი ვორქშოპები და ტრენინგები; პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები; პერსონალური კონსულტანტის სერვისი, რა თქმა უნდა, აბიტურიენტობასთან დაკავშირებულ საკითხებში; ციფრული უსაფრთხოებისა და მენტალური ჯანმრთელობის სესიები; ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები = პრიზები და საჩუქრები; ბანაკები; საგანმანათლებლო კონკურსები; შემოგვიერთდი, დაპატიჟე შენი აბიტურიენტი მეგობრები კლუბში და #შეიმსუბუქეაბიტურიენტობა: https://www.facebook.com/groups/491778306300661 ალტე უნივერსიტეტის შესახებ „ალტე უნივერსიტეტში“ 2100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. 20 წლიანმა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ დღეს, არამხოლოდ ჩვენი მომავალი სტუდენტების, არამედ ნებისმიერი აბიტურიენტების მეგობრად და მხარდამჭერად ვთვლით თავს. რას გთავაზობს „ალტე უნივერსიტეტი“? „უნივერსიტეტის ფონდის“ მიერ სწავლის სრულ დაფინანსებას მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში; დასაქმებისა და პრაქტიკის ხელშეწყობას „სტუდენტთა წარმატების სამსახურისა“ და 200-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის აქტიური ჩართულობით; მრავალმხრივ პარტნიორობას ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (Northeastern University, Confucius Institute, Erasmus Programme და სხვა.) აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას: კულტურულ და ხელოვნების კლუბებს, იდეების, ლიდერობის, ენების, დებატების, სამაგიდო თამაშების კლუბებსა და სხვა.

  • დაანონსებული წიგნები 20 ნოემბერი - რეგიონული პირველობა

    გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული პირველობისთვის სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. შეგახსენებთ, ოფიციალურ თამაშებზე 2 შეკითხვა 15 დან გაჟღერდება სწორედ წინასწარ წასაკითხი ლიტერატურიდან. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია მე-3, მე-4, მე-5 კლასები: ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის, არანაკლებ ცნობილი ზღაპარი, რომელიც ჯელსომინოს საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს. წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა მე-6, მე-7, მე-8 კლასები: ჟიულ ვერნი - 80 000 კილომეტრი წყალქვეშ სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი. წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები: ისმაილ კადარე გახლეჩილი აპრილი ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული.ჯილდოები: ჩინო დელ დუკას(1992), ბუკერის (2005 ), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო.წარდგენილი ნობელის პრემიაზე. წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა

  • ტვინების ბრძოლა - გუნდური ინტელექტუალური ჩემპიონატი

    2022 წლის შემოდგომის სეზონზე ყველაზე ფართომასშტაბიან ტურნირს 12 ახალი ქალაქი დაემატა! პირველი ეტაპი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, ასევე უნივერსიტეტები “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, 3 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინსის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, რეგიონულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც 13 ნოემბერს ერთდროულად ტარდება საქართველოს მასშტაბით 56 ლოკაციაზე 20 ნოემბერი - “რეგიონული პირველობა” რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. სკოლის/უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდები რაიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან განაწილების შემდეგი პრინციპით: აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და ქედის სკოლის გუნდები. გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, ადიგენის, თეთრიწყაროსა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები ისათბილისი 3ნი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები „გაერთიანებული ცხრილის პრინციპით“ გუნდები კონკურენციაშია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი განაწილების პრინციპით, მაგალითად: ქალაქ ბათუმში და ქალაქ ქობულეთში სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები ერთიანდებიან საერთო ცხრილში და იბრძვიან აჭარის რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. შეგახსენებთ თამაშები პარალელურად და იდენტური კითხვებით ჩატარდება. 20 ნოემბერი - კვირა: ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი. წესები: ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან/უნივერსიტეტიდან შეზღუდული არ არის. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს.

bottom of page