top of page

ტვინების ბრძოლა! საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში




პირველი ეტაპი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია


პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, 20 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.


გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინსის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, რეგიონულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც 2 აპრილს ერთდროულად ტარდება საქართველოს მასშტაბით 30 ლოკაციაზე


2 აპრილი - “რეგიონული პირველობა”


რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.

სკოლის/უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდები რაიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან განაწილების შემდეგი პრინციპით:


აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და ქედის სკოლის გუნდები.
გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.
სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.
იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.
შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, ადიგენის, თეთრიწყაროსა და მარნეულის სკოლის გუნდები
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის სკოლის გუნდები
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები
კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები
თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები
თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები



გაერთიანებული ცხრილის პრინციპით“ გუნდები კონკურენციაშია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი განაწილების პრინციპით, მაგალითად: ქალაქ ბათუმში და ქალაქ ქობულეთში სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები ერთიანდებიან საერთო ცხრილში და იბრძვიან აჭარის რეგიონის ჩემპიონის ტიტულისათვის. შეგახსენებთ თამაშები პარალელურად და იდენტური კითხვებით ჩატარდება.


2 აპრილი - კვირა:


ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ

თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

  • 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;

  • 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;

  • 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.

წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის/უნივერსიტეტის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან/უნივერსიტეტიდან შეზღუდული არ არის.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა (სტუდენტურ ლიგაში 30). (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

  • ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს.

3,131 views0 comments
bottom of page