top of page

ინსტრუქცია სკოლის წარმომადგენლებს გაზაფხული 2023

Updated: Feb 20, 2023



2023 წლის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს 56 ქალაქის სკოლებში, ჩემპიონატის ფარგლებში, თებერვლისა და მარტის თვეები დაეთმობა "ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო ჩემპიონატების" ჩატარებას. 2 აპრილს რეგიონული პირველობა გაიმართება, ხოლო 23 აპრილს - ფინალი.


აქვე გაცნობებთ, რომ 2023 წელს ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს მრავალ სასიამოვნო სიახლეს, რაც განპირობებულია წინა ,,შემოდგომის სეზონის” ნაყოფიერებითა და სკოლების აქტიური ჩართულობით ჩვენს პროექტებში. გთავაზობთ, თქვენს სკოლაში “ტვინების ბრძოლის” შიდა ჩემპიონატების სისტემატიურად ჩატარებას, სრულიად უფასოდ. თვეში ერთხელ ჩვენი მხრიდან სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსით (შეკითხვათა პაკეტები, წამახალისებელი პრიზები, დაანონსებული წიგნების ელ.ვერსია საჩუქრად და ა.შ), სკოლის მხრიდან საჭირო იქნება მხოლოდ საკონტაქტო პირი.

სისტემატიურად ჩატარებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ანკეტა მისამართზე: https://forms.gle/UCQdm5snFs2tnAUZ7

სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ სკოლაში უწევენ ორგანიზებას ტვინების ბრძოლის ჩატარებას გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებისთვის.


ზოგადი წესები:

ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:

1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები

2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები

3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები

• ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. • გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან შეზღუდული არ არის. • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი (პასუხის არქონის შემთხვევაში - ცარიელ ფურცელს). • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდის:

სარეგისტრაციო_ფორმაpdf
.
Download • 4.36MB

გუნდის პასუხებისათვის განკუთვნილი:

პასუხების_ფურცელი
.pdf
Download PDF • 6.82MB

შედეგების აღსანუსხი:


შედეგების ცხრილი
.pdf
Download PDF • 232KB

ორგანიზება / თამაშის მიმდინარეობა:

შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალისწინეთ მომდევნო რჩევები:

• თამაშის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად საჭიროა 3 ადამიანი: 1) წამყვანი; 2) ქულების დამთვლელი კომისარი; 3) იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები.

• თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე უნდა იყოს: 1) სარეგისტრაციო ბლანკი, 2) მინიმუმ ერთი კალამი, 3) 15 ც პასუხის ფურცელი: თამაშის პროცესის დაწყებამდე დაავალეთ გუნდის კაპიტანს თითოეულ პასუხის ფურცელზე დააწეროს გუნდის სახელი. ასევე შეავსოს სარეგისტრაციო ბლანკი.


• ახალი შეკითხვის გამოცხადებისთვის, წამყვანი არ უნდა დაელოდოს კომისარს და პასუხების გადატანას ცხრილში. უმჯობესია მიმდინარე შედეგები გამოვაცხადოთ პერიოდულად ყოველი 3 ან 5 შეკითხვის შემდეგ.

• პასუხების ნაადრევად ჩაბარებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შესაბამისად გააფრთხილეთ მოთამაშეები და პასუხები ჩამოკრიბეთ მხოლოდ მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ხმაურსა და არეულობას. პროცესი გახდება უფრო მოწესრიგებული.


ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ:

1) შედეგების ცხრილი;

2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი;

3) ფოტომასალა;

4) ტექსტი - თამაშის აღწერა მნიშნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.



888 views0 comments
bottom of page