კვირას, 20 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტვინების ბრძოლის რეგიონული ეტაპი. თამაშმა გამოავლინა როგორც რეგიონული ჩემპიონები, ისე ფინალისტები.
რეგიონული ეტაპი დაძაბული კონკურენციისა და გარდამავალი უპირატესობის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 800-მდე გუნდი შემოუერთდა (აქვე აღსაღნიშნავია, რომ პირველ-შიდასასკოლო ეტაპზე ტვინების ბრძოლაში ჩაერთო 4500-ზე მეტი გუნდი და 22500 მოსწავლე), რაც გასულ სეზონებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. თითოეული რეგიონის გუნდების 30%-მა კი ფინალის საგზური მოიპოვა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონატი სამ ასაკობრივ (U5,U8,U12) კატეგორიაში მიმდინარეობს, ჩვენს ვებ-გვერდზე www.brains.ge/results გამოქვეყნებულია ყველა ცხრილი რეგიონების მიხედვით, სადაც მწვანე ფერით გამოყოფილია ფინალში გადასული გუნდები. მონაწილეები აპელაციებს აგზავნიან ჩვენს FB გვერდზე ჰეშთეგით #აპელაცია. აპელაციების განხილვა 24 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
მიმდინარე ჩემპიონატზე მოაზროვნეები დიდი ხალისით ჩაერთნენ “გერბების კონკურსში” https://www.brains.ge/post/challenge გუნდების უმეტესობამ თამაშზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი “გუნდის საბრძოლო გერბი”. თითოეული გერბი განთავსდება საიტზე, მალე შემოგთავაზებთ ფოტორეპორტაჟს და კონკურსის პირობებს. თუ გსურს, შემოუერთდე კონკურსს, გამოგვიგზავნე ელ.ვერსია ან მოიტანე გერბი ფინალზე.
აქვე გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ იმ მოაზროვნეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთა გუნდებმაც ვერ შეძლეს ასპარეზობა ზუგდიდში - სამეგრელოს პირველობისთვის. ჩვენი გუნდი და კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს შექმნილ შეფერხებაზე: მომავალი მჭიდრო მეგობრობისა და კეთილგანწყობის ნიშნად, პერსონალურად თამაშგარე დარჩენილი მოაზროვნეებისათვის გაიმართება სპეც-ფორმატის “ტვინების ბრძოლა”. ასევე, აღნიშნული ფაქტის საკომპენსაციოდ, ფინალის ჩატარების ადგილებს დაემატება ქალაქი ზუგდიდი.
შეგახსენებთ ფინალი 27 ნოემბერს გაიმართება, ფინალი უფასოა და დამატებით რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. დეტალური ინფორმაცია ფინალის შესახებ გამოქვეყნდება მომდევნო ნიუსში
Comments