top of page

ინოვაციური ინდივიდუალური ტურნირი

ტვინების ბრძოლის "ჰაკათონი" ახალი სიტყვაა ქართული სასკოლო საგანმანათლებლო ტურნირების ასპარეზზე. ორიგინალურობა განპირობებულია ამოცანათა "ალტერნატიული" ამოხსნის პრინცით - რამდენიმე საგნის ერთ ტესტში გაერთიანებითა და თანამედროვე პლატფორმა/ინსტრუმენტების გამოყენებით (kahoot, GoogleQuizz) შედგენილი სავარჯიშოები შთამბეჭდავი გამოცდილებაა მოსწავლეთათვის.


საახალწლო ჰაკათონი 3 ეტაპიანია:

I საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება ონლაინ 13-25 დეკემბრის შუალედში, მონაწილის მიერ რეგისტრაციის დროს დამოუკიდებლად არჩეულ დროს.


რეგისტრაცია: https://www.brains.ge/register

  •  წერისათვის განკუთვნილი დრო არის 60 წუთი.

  •  ქვიზში სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის 5 დავალებაა

  •  სირთულის მიხედვით, დავალებები ფასდება სხვადასხვა ქულით

  • მაქსიმალური ქულაა 100

  •  მონაწილე ქულათა 30%-ის (30 და მეტი ქულა) გადალახვის შემთხვევაში მოიპოვებს რეგიონულ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას

  • სავარჯიშო მასალა: https://www.brains.ge/training


თითოეული დავალების დაძლევა მონაწილეს შეეძლება ამოხსნის ალტერნატიული გზებით. მაგალითად, თუ მონაწილემ არ იცის პასუხი ფაქტობრივ ლიტერატურულ შეკითხვაზე, ამ პასუხამდე მისვლა შეეძლება საინტერესო მინიშნებებით, მათემატიკური მაგალითებით, თუ ლოგიკური აზროვნებით.




II ეტაპი - ჯადოსნური, საახალწლო ჰაკათონი 31 დეკემბერს 15:00 საათზე

  • ტვინების ბრძოლის საახალწლო ჰაკათონი გაიმართება 31 დეკემბერს განსაკუთრებული, საახალწლო ფორმატით ონლაინ რეჟიმში

  • ჰაკათონში მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ მოსწავლეებს მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით.

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია: 1) ადგილის დარეზერვება 2) საკვალიფიკაციო (online) ქვიზის დაძლევა

  • პროექტში მონაწილეობა ფასიანია, საფასური შეადგენს 35 ლარს.

  • შედეგები გამოქვეყნდება 12 სამუშაო დღის შემდეგ.​

  • მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან რეგიონების მიხედვთ.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).




III დასკვნითი ეტაპი - ფინალი (რეალურ გარემოში)

  • ჰაკათონი ჩატარდება მხოლოდ რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის(I, II, III ადგილი)ღ

  • საუკეთესო სამეულისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს.

  • ჰაკათონის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება 2 დღის განმავლობაში.

  • მთავარი დავალება შეფასების კრიტერიუმებთან ერთად გამოცხადდება გახსნის დღეს.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).

1,539 views0 comments

Comments


bottom of page