top of page

წიგნები ფინალისთვის - 23 აპრილი

Updated: Apr 10, 2023

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის ფინალური ჩემპიონატისთვის .

სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია.

შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშზე 2 შეკითხვა, სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება, რაც თამაშის სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე ხელიდან არ გასაშვები შესაძლებლობაა .



U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

პამელა ტრავერსი: მერი პოპინსი


რვა წიგნისგან შემდგარი საბავშვო წიგნების სერია, დაწერილი პამელა ტრევერსის მიერ,

“მერი პოპინსი” ფანტასტიკური მოთხრობა-ზღაპარია არაჩვეულებრივ გადიაზე, რომელიც კეთილი ჯადოქარივით სწორედ იმ დროს გამოჩნდება, როდესაც ბავშვებს მისი მზრუნველობა და ხელი სჭირდება. წიგნის მთავარი პერსონაჟია ინგლისელი გადია, მერი პოპინსი. იგი ყოველთვის ჩნდება ალუბლების ქუჩის 17 ნომერთან, როდესაც აღმოსავლეთის ქარი უბერავს და უვლის ბენქსების ოჯახის შვილებს.


იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია











U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი


ბრიტანელი მწერლის, ართურ კონან დოილის1887 წლის დეტექტიური რომანი. 1886 წელს დაწერილი ისტორია არის პირველი ადგილი, სადაც შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი გამოჩნდებიან და მოიპოვებენ პოპულარობას მკითხველში. ნაწარმოების სათაური მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც შერლოკმა, მოყვარულმა დეტექტივმა წარმოთქვა, თავისი მეგობრისა და ისტორიის მემატიანის, უოტსონისადმი. სიტყვა შეეხება სამუშაოს ბუნებას, რომელშიც ის აღწერს ამბავში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, როგორც მის „ალისფერ კვალს“: „მკვლელის კვალი ალისფერი ძაფივით გასდევს ცხოვრების დახლართულ ქსელს, და ჩვენი ვალია მივყვეთ ამ ძაფს, აღმოვაჩინოთ იგი და გამოვამჟღავნოთ ძაფის უწვრილესი ნაწილაკები.“


იხილეთ წიგნის PDF ვერსია










U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

ჯემალ ქარჩხაძე- ანტონიო და დავითი


ომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.


იხილეთ PDF ვერსია:









3,305 views0 comments

Comentários


bottom of page