top of page

გახდი აბიტურიენტების კლუბის წევრი - "ალტე" და ტვინების ბრძოლა

თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, გსურს, რომ აბიტურიენტობის მეტნაკლებად სტრესული პერიოდი შემეცნებითად და სახალისოდ გაატარო, გინდა ჩაერთო საგანმანათლებლო კონკურსებში, მონაწილეობა მიიღო ბანაკებში და გაიჩინო ბევრი ახალი მეგობარი, რომელიც სწორედ შენს მსგავსად, ახლა გადის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ეტაპს, მაშინ შემოგვიერთდი, შენც გახდი „აბიტურიენტების კლუბის“ წევრი.





„აბიტურიენტების კლუბი“ ალტე უნივერსიტეტის ახალი პროექტია და იგი ერთიან ეროვნულ გამოცდებთან მებრძოლ აბიტურიენტებს აერთიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთელი მასშტაბით. კლუბის მიზანია თითოეულ წევრს დაეხმაროს დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში.

რა გელოდება „აბიტურიენტების კლუბში?“

  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელიმოკლევადიანი ვორქშოპები და ტრენინგები;

  • პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები;

  • პერსონალური კონსულტანტის სერვისი, რა თქმა უნდა, აბიტურიენტობასთან დაკავშირებულ საკითხებში;

  • ციფრული უსაფრთხოებისა და მენტალური ჯანმრთელობის სესიები;

  • ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები = პრიზები და საჩუქრები;

  • ბანაკები;

  • საგანმანათლებლო კონკურსები;

შემოგვიერთდი, დაპატიჟე შენი აბიტურიენტი მეგობრები კლუბში და #შეიმსუბუქეაბიტურიენტობა: https://www.facebook.com/groups/491778306300661

ალტე უნივერსიტეტის შესახებ

  • „ალტე უნივერსიტეტში“ 2100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. 20 წლიანმა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ დღეს, არამხოლოდ ჩვენი მომავალი სტუდენტების, არამედ ნებისმიერი აბიტურიენტების მეგობრად და მხარდამჭერად ვთვლით თავს.

  • რას გთავაზობს „ალტე უნივერსიტეტი“?

  • „უნივერსიტეტის ფონდის“ მიერ სწავლის სრულ დაფინანსებას მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში;

  • დასაქმებისა და პრაქტიკის ხელშეწყობას „სტუდენტთა წარმატების სამსახურისა“ და 200-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის აქტიური ჩართულობით;

  • მრავალმხრივ პარტნიორობას ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (Northeastern University, Confucius Institute, Erasmus Programme და სხვა.)

  • აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას: კულტურულ და ხელოვნების კლუბებს, იდეების, ლიდერობის, ენების, დებატების, სამაგიდო თამაშების კლუბებსა და სხვა.



229 views0 comments

Comments


bottom of page