ტვინების ბრძოლის ფინალი 11 მაისს გაიმართება!
- Nina Dolidze
- May 6
- 2 min read
ახლოვდება სეზონის კულმინაცია 2025 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალური შეხვედრა. გუნდურად მოასპარეზე წარმატებული მოაზროვნეები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის შეერკინებიან.
გუნდებმა ფინალში მოსახვედრად თავგადასავლებითა და წარმატებებით დატვირთული გზა გაიარეს
რეგიონული ეტაპი 27 აპრილს გაიმართა
ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ “საბრძოლო დარბაზებში“ შეკრებილი გუნდები იდენტურ შეკითხვებს პასუხობდნენ, ხოლო რეიტინგულ ცხრილში ქვემოთ მოცემული რეგიონული დაყოფის პრინციპით გაერთიანდნენ .
პირველადგილოსან გუნდებს რეგიონის ჩემპიონის ტიტული მიენიჭათ, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის შესაძლებლობა
სამივე ასაკობრივი კატეგორიის შედეგები იხილეთ აქ www.brains.ge/results ცხრილი დაყოფილია რეგიონების მიხედვით
2025 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალური ეტაპი 11 მაისსს თბილისში, ქუთაისში,ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება, სადაც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, შეგახსენებთ, რომ დაანონსებული წიგნების ნახვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი, საიდანაც თამაშზე ორი შეკითხვა გაჟღერდება.
წესები
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.(შეიძლება მე-6 სათაადარიგო წევრიც)
თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.
თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
ტურნირში მონაწილეობა ფასიანია და საჭიროა რეგისტრაციის გავლა :https://shorturl.at/aF4rl
თუ თხუთმეტი კითხვის შემდეგ ვერ გამოვლინდა პირველადგილოსანი გუნდი, გაიმართება სუპერფინალი, (დამატებითი შეკითხვა - ჩემპიონის გამოვლენამდე)
ჩატარების ადგილები და განრიგი:
U5 ასაკობრივი კატეგორია (3,4,5 კლასები): 11:00
U8 ასაკობრივი კატეგორია (6,7,8 კლასები): 14:00
U12 ასაკობრივი კატეგორია (9,10,11,12 კლასები): 17:00
ქუთაისი-N34 საჯარო სკოლა, შერვაშიძის N51
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 3 ქალაქის: მარტვილის, აბაშისა და სენაკის გუნდები იასპარეზებენ
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 3 ქალაქის: მარტვილის, აბაშისა და სენაკის გუნდები იასპარეზებენ
ზუგდიდი-რესტორანი მეგაპოლისი, რუსთაველის N361
სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქებიდან: ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის, ფოთის, ხობის და ჩხოროწყუს გუნდები იასპარეზებენ
ბათუმი- N25 საჯარო სკოლა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N102ა
აჭარის და გურიის გუნდები იასპარეზებენ
თბილისი-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის N1
თბილისის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის გუნდები იასპარეზებენ
რა უნდა გავითვალისწინოთ?
გუნდი თამაშზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს 30 წუთით ადრე!
არ დაგავიწყდეს დაარეგისტრირო გუნდი აქ: https://shorturl.at/aF4rl
არ გამოტოვო ONLINE სავარჯიშო შეკრება რომელიც 9 მაისს 21:00 საათზე გაიმართება
აუცილებლად გაეცანი ტვინების ბრძოლის გასულ სეზონებზე გამოყენებულ შეკითხვათა პაკეტებს, რომელიც ჩვენს საიტზეა განთავსებული.
დაამუშავეთ დაანონსებული წიგნი, რადგან ფინალზე წიგნიდან გაჟღერებული ორი შეკითხვით სულ მცირე 10 ქულა გათამაშდება!
ტვინების ბრძოლის ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივი კატეგორიიდან.
მთავარ პრიზთან ერთად, გუნდები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვა პრიზების მოსაპოვებლადაც იბრძოლებენ.
გისურვებთ წარმატებას!
Comments