top of page

Search Results

50 items found for ""

  • რეგისტრაცია | Brains.ge

    ტვინების ჭადრაკი 27 ივნისი სახელი, გვარი კლასი კატეგორია სკოლა თქვენი იმეილი (gmail, yahoo...) რეგიონი შენი მხარე ქალაქი მუნიციპალიტეტი მობილური ჭადრაკს ვთამაშობ აირჩიეთ გამოცდილება რეგისტრაცია თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია!პროექტის პირველი ეტაპია "საკვალიფიკაციო ტესტირება" რომელიც 21 მაისს, ONLINE გაიმართება. საჭირო ინფორმაციასა და ბმულს მითითებულ იმეილზე მიიღებ! Submission Time სახელი, გვარი ქალაქი სკოლა გამოცდილება 02/05/2024 გაბრიელ ოსაძე ხაშური ხაშურის რაიონის გომის საჯარო სკოლა 01/05/2024 სიმონი მიქაბერიძე ზესტაფონი ზესტაფონის #1საჯარო სკოლა კინგსსა და იზრუნე ჯი -ში ვიღებდი მონაწილეობას. 30/04/2024 ბარბარე ტალახაძე ხონი გუბის საჯარო სკოლა 24/04/2024 გიორგი გერაძე ქუთაისი ქუთაისი N13 საჯარო სკოლა ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა არსად Page 1 of 246

  • მაკა ხარაბაძე

    < Back მაკა ხარაბაძე აჭარა-გურიის რეგიონის მენეჯერი Kharabadzemaka2@gmail.com 598754548 Kharabadzemaka2@gmail.com 598754548

  • choose chess| Brains.ge

    აირჩიე ასაკობრივი კატეგორია: საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად და ლოგიკურ შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია. კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი. წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილები ფინალისთვის 1.2.3 კლასი - Kahoot U3 4.5.6 კლასი - Kahoot U6 7,8,9,10,11,12 კლასი - Kahoot U12 შედეგები გამოქვეყნდება ეტაპობრივად ,აღნიშნულ ლინკზე:https://www.brains.ge/resultschess ​​ ​ “ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში. ​ ​

  • ოლიმპიადა | Brains.ge

    ტვინების ოლიმპიადა Online კაბინეტი ტესტის ნიმუშები ინსტრუქცია და მასალები განრიგი და ადგილები ID აღდგენა დაგავიწყდა პირადი ID ? გაეჯიბრე ხელოვნურ ინტელექტს!​ ტესტის 50% სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI ასისტენტი) შექმნა, დანარჩენი ნაწილი კი შედგენილია მენტორი მასწავლებლების მიერ, ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით. ​ AI ოლიმპიადის აღწერა: ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა, უნიკალური პრინციპის წყალობით, მოსწავლეს უქმნის შესაძლებლობას, გამოავლინოს როგორც სკოლის პროგრამული მასალის ცოდნა, ისე - ზოგადი განათლებაც. კაჰუთ პლატფორმა, რაზეც მოსწავლეები ასრულებენ ტესტურ დავალებებს, მათ უქმნის მხიარულ და მეგობრულ გარემოს კონკურსისათვის დამახასიათებელი ღელვის მოსახსნელად. ამავდროულად, დავალებების მრავალფეროვნება და თითოეულ დავალებაზე გამოყოფილი ფიქსირებული დრო არ ადუნებს მოსწავლეს. კაჰუთ პლატფორმა, ოლიმპიადის მონაწილეს ადგილზევე აძლევს ინფორმაციას სწორი პასუხის შესახებ, რაც აძლიერებს ოლიმპიადის შემეცნებით მხარეს. ​ ​ ​ წესები : პირველი ეტაპი უფასოა, ტესტის წერისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა; რეგისტრაციაში არჩეულ დროს, მობილურ ნომერზე მოსწავლე იღებს კოდს, რომელიც მოსწავლეს დასჭირდება ტესტის გასახსნელად; ტესტი კაჰუთის პლატფორმაზეა შედგენილი, სადაც სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის 15 საკითხია მოცემული; ტესტის წერა გრძელდება 40 წუთამდე, თითოეულ დავალებას, სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვა დრო აქვს მინიჭებული; დავალებები მოცემულია როგორც ღია, ისე დახურული ტიპის კითხვებით; ტესტი შედგენილია იმგვარად, რომ მოსწავლეებმა შესაბამის საგანში დაგროვილი ცოდნა სახალისოდ და ნაკლებად სტრესულად დაადასტურონ; ტესტირების მაქსიმალური ქულაა 100; მომდევნო ეტაპზე ასპარეზობს მოსწავლე 50% ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. ​ ოლიმპიადა აერთიანებს სამ პროექტს : ტვინების მათემატიკა ტვინების ინგლისური ტვინების ქართული ოლიმპიადა განკუთვნი ლია: მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის. ​ ოლიმპიადის პირველი ეტაპი - შესარჩევი ონლაინ წერა - გაგრძელდება 28 იანვრამდე! ოლიმპიადის მეორე ეტაპი - გასაუბრება გასაუბრების ეტაპი გაიმართება 28 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში. Ხანგრძლივობა 10-15 წუთი. გასაუბრებაზე მოსწავლეები მოისმენენ საკონკურსო დავალებას, რომლის მიხედვით უპასუხებენ შეკითხვებს. შეხვედრას წარუძღვებიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია “ბრეინსის” დამფუძნებლები, AI ოლიმპიადის მენეჯერი და ტესტის შემქმნელები. ინგლისური ენა - მოსმენა ქართული ენა - წაკითხულის გააზრება მათემატიკა - მონაცემთა გაანალიზება. AI ოლიმპიადის ფინალური ეტაპი გაიმართება 3-დან 10 მარტის ჩათვლით, რეალურ გარემოში. ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 25 ლარს. ​ ფინალურ ეტაპზე დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე გამოვლინდებიან რეგიონში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები შესაბამისი კლასებიდან. AI ოლიმპიადის გამარაჯვებულები და სუპერ ფინალისტები ინგლისური მათემატიკა ქართული მათემატიკა ინგლისური ქართული

  • კონტაქტი | Brains.ge

    ცხელი ხაზი 032 2 121250 მისამართი ნ.ლორთქიფანიძის N17 მოგვწერე მადლობა, წერილი გაგზავნილია გაგზავნა bbasiladze@gmail.com

  • განრიგი ადგილები | Brains.ge

    ტვინების ბრძოლა 19 მაისი.საქალაქო პირველობა 2024 ​ 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია U5 - III, IV და V კლასი 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი ​ N1 - თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N1 N2 - ქუთაისი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N3 - ქობულეთი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N4 - ბათუმი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N5 - ოზურგეთი - N4 საჯარო სკოლა. გოგებაშვილის ქუჩა N8 N6 - ჩოხატაური - სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა. შუა ამაღლება N7 - ლანჩხუთი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N8 - ზესტაფონი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N9 - თერჯოლა - N2 საჯარო სკოლა. ოთხი ძმის ქუჩა N17 N10 - ხარაგაული - N3 საჯარო სკოლა. სოლომონ მეფის ქუჩა N11 N11 - სამტრედია ( გამოქვეყნდება 5 მაის) N12 - ხონი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N13 - საჩხერე - აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლა. თამარ მეფის ქუჩა N2 N14 - ჭიათურა - N2 საჯარო სკოლა. ტოლსტოის ქუჩა N4 N15- ქუთაისი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N16 - საგარეჯო - N3 საჯარო სკოლა. ლეონიძის ქუჩა N1 N17 - სიღნაღი - წნორის N3 საჯარო სკოლა. სოფელი წნორი N18 - ლაგოდეხი - ნინიგორის საჯარო სკოლა. სოფელი ნინიგორი N19 - თელავი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N20 - მცხეთა ( გამოქვეყნდება 5 მაის) N21 - ცაგერი - ცაგერის საჯარო სკოლა. თამარ მეფის ქუჩა N12 N22 - მარტვილი - ქვედა ხუნწის საჯარო სკოლა. ქვედა ხუნწი N23 - ჩხოროწყუ - ხაბუმეს N1 საჯარო სკოლა. სოფელი ხაბუმე N24 - აბაშა - N1 საჯარო სკოლა. ჯორჯიკიას ქუჩა N12 N25 - წალენჯიხა ( გამოქვეყნდება 5 მაის) N26 - სენაკი - N1 საჯარო სკოლა. რუსთაველის ქუჩა N22 N27 - ზუგდიდი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N28 - ფოთი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N29 - ხობი - ხობის N1 საჯარო სკოლა. ხობი N30 - ადიგენი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N31 - ახალციხე ( გამოქვეყნდება 5 მაის) N32 - ბორჯომი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N33 - მესტია ( გამოქვეყნდება 5 მაის) N34 - რუსთავი - N18 საჯარო სკოლა. მელიქიშვილის ქუჩა N7 N35 - მარნეული ( გამოქვეყნდება 5 მაის) N36 - თეთრიწყარო ( გამოქვეყნდება 5 მაის) N37 - ბოლნისი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N38 - გორი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N39 - ხაშური ( გამოქვეყნდება 5 მაის) N40 - ქარელი ( გამოქვეყნდება 5 მაის) N41 - ტყიბული (გამოქვეყნდება 5 მაის) ​ ​ ​

  • choose chess| Brains.ge

    ​ ​​ ტვინების ჭადრაკი-2023 ინსტრუქცია სკოლებს, შიდა სასკოლო ეტაპის ორგანიზებისთვის ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს "ტვინების ჭადრაკზე" - ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.​ ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება: U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები) U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები) U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები) შიდა სასკოლო ჩემპიონატი შესაძლებელია ჩატარდეს სკოლისთვის მორგებული ფორმატით ზოგადი წესები: ჩემპიონატი ჩატარდება სამ ეტაპად პირველი ეტაპი - სასკოლო პირველობების სერია, მეორე ეტაპი - საქალაქო პირველობა, შესარჩევი წერა(online), მესამე ეტაპი - საქართველოს ჩემპიონატის ფინალი (რეალურ გარემოში) თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე ავსებს სარეგისტრაციო ფორმას. ერთი პარტიისთვის განკუთვნილი სათამაშო დრო - 10 წუთი. კენჭისყრის მიხედვით დაწყვილებული მოთამაშეები ითამაშებენ 2 პარტიას. - თეთრი და შავი ფიგურების გაცვლით. კენტად დარჩენილ მოთამაშეს პირველ წრეში ეთვლება მოგება თუ წყვილში ორი პარტიის თამაშის შემდეგ ანგარიშია 1-1, გაიმართება მესამე, გადამწყვეტი პარტია. ორი გამარჯვებით წყვილში გამარჯვებული მოჭადრაკეები ასპარეზობას გააგრძელებენ მომდევნო რაუნდში. მეორე წრე თითოეულ რაუნდში წყვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ოლიმპიური პრინციპით - მხოლოდ ერთი პარტია. გამარჯვებული აგრძელებს ასპარეზობას მომდევნო რაუნდში დამარცხებული ეთიშება ტურნირს. ფინალში გასული მოჭადრაკეები ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ 2 პარტიას თეთრი და შავი ფიგურების გაცვლით. ანგარიშზე 1-1, წყვილი გამართავს მესამე გადამწყვეტ პარტიას. ორგანიზება/თამაშის მიმდინარეობა: შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალისწინეთ მომდევნო რჩევები: პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა 2 ადამიანი: 1) მთავარი მსაჯი (კენჭისყრა და შედეგების ცხრილის წარმოება) 2) დამკვირვებელი/მსაჯი (თამაშის პროცესის მონიტორინგი) სასკოლო პირველობა შეიძლება გაიმართოს ჭადრაკისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ან კომპიუტერულ ოთახში სადაც მონაწილეები შეერკინებიან პროგრამა chess.com ზე თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე ავსებს სარეგისტრაციო ფორმას. შევსებული სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით მთავარი მსაჯი ატარებს კენჭისყრას. (კენჭისყრის დამხმარე ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ჩვენ საიტზე www.brains.ge/chess) ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ: 1) შედეგების ცხრილი; 2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი; 3) ფოტომასალა; 4) ტექსტი - თამაშის აღწერა მნიშვნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე. სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც სკოლის ჩემპიონები, ასევე სკოლის პრიზიორი მოჭადრაკეები. სკოლის ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მონაწილეობის უფლება საქართველოს ჩემპიონატში. ​ ​ მონაწილეობის სეტიფიკატი.pdf სარეგისტრაციო ფორმა.pdf

  • რეგისტრაცია | Brains.ge

    საქალაქო პირველობა რეგისტრაციის ბოლო დღე 12 მაისი რეგისტრაცია გადახდა

  • ქიმერიონი | Brains.ge

    < უკან ქიმერიონი ტვინების ბრძოლა - ვეკუას სკოლა წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას “გაიცანი გუნდი”! პირველი გუნდი კი გახლავთ ამჟამად U9 ასაკობრივი კატეგორიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე, ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული გუნდი “ქიმერიონი”! “ტვინების ბრძოლას” უკვე 2 წელია აქტიურად თამაშობენ! თავდაპრველად საპრიზო ადგილების მოპოვება უჭირდათ, თუმცა მომდევნო სეზონიდან საკმაოდ ხშირად იყვნენ გამარჯვებულთა რიგებში. მიმდინარე სეზონში “ქიმერიონი” პირველი სამი ოფიციალური თამაშის გამარჯვებულია! გუნდის რეკორდი 14 სწორი პასუხია 15 შეკითხვიდან, რომელიც თბილისის ჩემპიონატზე დააფიქსირეს! გუნდის სახელი ინტელექტუალურ კაფე “ქიმერიონს” უკავშირდება. გუნდის წევრების თქმით, მათთვის “ტვინების ბრძოლა”, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკისა და განათლების გამოცდის საუკეთესო საშუალებაა! ასევე, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა. ჩვენი თამაშის მუდმივი მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ “ტვინების ბრძოლა” მათ წიგნიერებაზე ზრუნავს - გუნდის წევრებმა არაერთი მანამდე უცნობი წიგნი აღმოაჩინეს და წაიკითხეს! დაბოლოს, გაიცანით “ქიმერიონელები”, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე გუნია, დაჩი მაისურაძე, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ჭიკაიძე და გუნდის კაპიტანი - ანა ჯაფარიძე . მადლობა ჩვენს ერთგულ მონაწილეებს, წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

  • ესპრიტი | Brains.ge

    < უკან ესპრიტი ტვინების ბრძოლა - 71 საჯარო სკოლა მაშ ასე, "გაიცანი გუნდის" დროა! ამჯერად გაგაცნობთ U12 ასაკობრივი კატეგორიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდს "ესპრიტი"! "ტვინების ბრძოლას" 2014 წლიდან თამაშობენ და წინა სეზონის გამარჯვებულები არიან! გუნდს სახელი "ესპრიტი" რამდენიმე მიზეზის გამო შეურჩიეს. პირველ რიგში, მახვილგონიერს ნიშნავს. ამის გარდა, კარგად ჟღერს და ორიგინალური, არატრივიალური სახელწოდებაა. გუნდის კაპიტანი, თორნიკე მესხი, ჩვენი ახალი ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის, "ბრეინშტორმის", გამარჯვებულია! ძალიან მოსწონთ ჩვენი ახალი რუბრიკა, უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტ გუნდზე მომზადდეს მსგავსი პოსტები და ამბობენ, რომ გუნდებს სიამოვნებთ ჩვენი ყურადღება! მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და "ესპრიტი" გამარჯვებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს! ახლა კი გაიცანით გუნდი "ესპრიტის" წევრები, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები: გაბრიელ მრელაშვილი, ბეშქენ ჭითანავა, სალომე ბაბუციძე, ცოტნე მოწონელიძე და გუნდის კაპიტანი - თორნიკე მესხი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ერთგულ მონაწილეებს!

  • ჭადრაკი | Brains.ge

    ტვინების ჭადრ აკი ინდივიდუალური შეჯიბრი Online კაბინეტი შედეგები ინსტრუქცია და მასალები განრიგი და ადგილები ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია “ტვინების ბრძოლის” იმ მთავარ ფასეულობებთან, რომელსაც ჩვენი პროექტებით მოსწავლეებს ვუზიარებთ. ტვინების ჭადრაკი ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ჭადრაკის კლასიკური ვერსიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით. შექმნილი ტურნირი გამოავლენს საქართველოს ჩემპიონებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები) U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები) U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები) ​ ​ ​ ​ პირველი ეტაპი ,,შიდა სასკოლო პირველობების” სერია ადგილობრივი ჩემპიონების გამოსავლენად 10 ოქტომრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით ტვინების ჭადრაკი 1000 მდე სკოლაში ჩატარდება . სკოლის წარმომადგენელს ჩემპიონატის ჩატარება შეუძლია,როგორც სკოლის მიერ შერჩეული განსაზღვრული წესდებით ,ასევე ჩვენი ორგანიზაციიის მიერ შემუშავებული სპეც წესებით. ჩატარების თარიღს სკოლა ირჩევს ინდივიდუალურად ​ ​​მეორე ეტაპი (online) რეგიონული პირველობა, შესარჩევი წერა ​ საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად და ლოგიკურ შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია. შეჯიბრი გაიმართება ონლაინ Kahoot პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია www.brains.ge/reg კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი. წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილები ფინალისთვის ​ მესამე ეტაპი საქართველოს ჩემპიონატის ფინალი (რეალურ გარემოში) ​ “ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში. მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით, ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად. სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით. ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი) ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. პირადი შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 3. მოგებების რაოდენობა; 4. შავებით ნათამაშები პარტიები. ​ ​ ​ გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები. საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.

  • შესახებ | Brains.ge

    ჩვენს შესახებ Brains.ge არის შემეცნებით- საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმარული მეთოდებით განათლების დონის ამაღლება. Brains.ge-ს მთავარი პროექტებია: 1) გუნდური ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა”. 2) ინდივიდუალური საგნობრივი "ოლიმპიადა" ასევე: ზაფხულისა და ზამთრის შემეცნებით-დასასვენებელი ბანაკები. ინდივიდუალური ინტელექტუალური შეჯიბრი “ბრეინშტორმი” “სკოლიმპიადა” - სპორტული სასკოლო შეჯიბრი სხვადასხვა სპორტის სახეობებში

bottom of page