top of page

ქიმერიონი

ტვინების ბრძოლა - ვეკუას სკოლა

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას “გაიცანი გუნდი”!


პირველი გუნდი კი გახლავთ ამჟამად U9 ასაკობრივი კატეგორიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე, ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული გუნდი “ქიმერიონი”!


“ტვინების ბრძოლას” უკვე 2 წელია აქტიურად თამაშობენ!

თავდაპრველად საპრიზო ადგილების მოპოვება უჭირდათ, თუმცა მომდევნო სეზონიდან საკმაოდ ხშირად იყვნენ გამარჯვებულთა რიგებში.

მიმდინარე სეზონში “ქიმერიონი” პირველი სამი ოფიციალური თამაშის გამარჯვებულია!

გუნდის რეკორდი 14 სწორი პასუხია 15 შეკითხვიდან, რომელიც თბილისის ჩემპიონატზე დააფიქსირეს!


გუნდის სახელი ინტელექტუალურ კაფე “ქიმერიონს” უკავშირდება.

გუნდის წევრების თქმით, მათთვის “ტვინების ბრძოლა”, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკისა და განათლების გამოცდის საუკეთესო საშუალებაა! ასევე, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა.


ჩვენი თამაშის მუდმივი მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ “ტვინების ბრძოლა” მათ წიგნიერებაზე ზრუნავს - გუნდის წევრებმა არაერთი მანამდე უცნობი წიგნი აღმოაჩინეს და წაიკითხეს!


დაბოლოს, გაიცანით “ქიმერიონელები”, ვეკუას სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე გუნია, დაჩი მაისურაძე, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ჭიკაიძე და გუნდის კაპიტანი - ანა ჯაფარიძე.

მადლობა ჩვენს ერთგულ მონაწილეებს, წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

ქიმერიონი
bottom of page