top of page

ესპრიტი

ტვინების ბრძოლა - 71 საჯარო სკოლა

მაშ ასე, "გაიცანი გუნდის" დროა!


ამჯერად გაგაცნობთ U12 ასაკობრივი კატეგორიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდს "ესპრიტი"!

"ტვინების ბრძოლას" 2014 წლიდან თამაშობენ და წინა სეზონის გამარჯვებულები არიან!


გუნდს სახელი "ესპრიტი" რამდენიმე მიზეზის გამო შეურჩიეს. პირველ რიგში, მახვილგონიერს ნიშნავს. ამის გარდა, კარგად ჟღერს და ორიგინალური, არატრივიალური სახელწოდებაა.

გუნდის კაპიტანი, თორნიკე მესხი, ჩვენი ახალი ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის, "ბრეინშტორმის", გამარჯვებულია!


ძალიან მოსწონთ ჩვენი ახალი რუბრიკა, უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტ გუნდზე მომზადდეს მსგავსი პოსტები და ამბობენ, რომ გუნდებს სიამოვნებთ ჩვენი ყურადღება!

მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და "ესპრიტი" გამარჯვებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს!


ახლა კი გაიცანით გუნდი "ესპრიტის" წევრები, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები: გაბრიელ მრელაშვილი, ბეშქენ ჭითანავა, სალომე ბაბუციძე, ცოტნე მოწონელიძე და გუნდის კაპიტანი - თორნიკე მესხი.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ერთგულ მონაწილეებს!

ესპრიტი
bottom of page