top of page

შემოდგომის სეზონი - რეგიონალური ეტაპი

Updated: Nov 4, 2019

10 ნოემბერს, ტვინებს ბრძოლის საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება “რეგიონალური პირველობა”

2019-20 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი 1 ოქტომბერს აიღებს სტარტს.


პირველი ეტაპია“შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია,

პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ოქტომბრის თვის განმავლობაში ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინს.ჯის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, საქალაქო სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით.


რეგიონალური ჩემპიონატები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.

რეგიონალურ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

1 ჯგუფი - აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის სკოლის გუნდები
2 ჯგუფი - გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთის ჩოხატაურის სკოლის გუნდები
3 ჯგუფი სამეგრელო 1: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხისა და მესტიის სკოლის გუნდები
4 ჯგუფი სამეგრელო 2: სენაკის, მარტვილის, აბაშის სკოლის გუნდები
5 ჯგუფი სამეგრელო 3: ქალაქ ფოთის სკოლის გუნდები 
6 ჯგუფი იმერეთი 1: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის ,სამტრედიის და ხონის სკოლის გუნდები
7 ჯგუფი იმერეთი 2: ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერეს, ჭიათურის, ტყიბულისა და ამბროლაურის სკოლის გუნდები 
8 ჯგუფი შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
9 ჯგუფი ქვემო ქართლი:  ქალაქ რუსთავის  სკოლის გუნდები
10 ჯგუფი კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის საგარეჯოს სკოლის გუნდები
11 ჯგუფი: თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა და მცხეთის რაიონის სკოლის გუნდები
12 ჯგუფი: თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
13 ჯგუფი: თბილისი 3 ისანი-სამგორისა და საგარეჯოს სკოლის გუნდები
14 ჯგუფი: თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები

ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ

თამაშების ჩატარების განრიგი საკობრივი ჯგუფების მიხედვით:

10 ნოემბერი - კვირა:

11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;

14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;

17:00 საათიმესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.


 

წესები:

ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებია.

გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის.

თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთ მოსწავლეზე შეადგენს 17 ლარს.

6,899 views0 comments
bottom of page