top of page

"იაკუძას ფილიალი"

Updated: May 5


ზესტაფონის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ზესტაფონის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 29 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ფენიქსი", "ჭკუის კოლოფები"

U8 კატეგორია: "ტვინიკოსები"


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, გოჩა ღონღაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


გუნდი

კლასი

ფენიქსი

5

ჭკუის კოლოფები

5

მე5 ელემენტი

5

ინტელეტი X

5

არწივები

5

მეგობრობის ძალა

5

იმედი 2

5

ყოჩაღები

5

ლომები

5

დიდი ლომები

5

მოაზროვნეები

5

მამაცები

5

მერცხალი

5

გენიოსები

5

ტვინიკოსები

8

Chat Gpt

8

ტვინების რისხვა

8

პრესტატი

8

ოქროები

8

კოზირი

8

ახალგაზრდობა

8

Brain X

8

ელიტა

8

დოუნანა

8

invincible

8

კალატოზები

8

იაკუძა

8

ერუდიტი

8

ჭკუის კოლოფები

8


Comments


bottom of page