top of page

დაანონსებული წიგნები - 10 ნოემბერი

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის 10 ნოემბრის თამაშისათვის,

სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია





U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი - ჰობიტი

„რომ არ ყოფილიყო ტოლკინი, რომ არ არსებულიყო ზღაპარი, რომელიც სულაც არ არის ზღაპარი – იქნებოდა თუ არა სამყარო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდით თუ არა ჩვენ უფრო უკეთესები ან უარესები, ვიდრე ვართ? მართლაც კარგი იქნებოდა, ეს ზღაპარი გვექცია ცხადად, ახალი ენები გვესწავლა და ახლიდან დაგვეწყო კაცობრიობის თავგადასავალი.“ – დეილი მირორი. ~

იხილეთ წიგნის PDF ვერსია



U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

რობერტ ლუის სტივენსონი - განძის კუნძლი


მე-19 საუკუნის დიდი შოტლანდიელი მწერლის რობერტ ლუის სტივენსონის ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია მეკობრეების მიერ უკაცრიელ კუნძულზე გადამალული განძის მაძიებელთა თავგადასავალი.

იხილეთ წიგნის PDF ვერსია


U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

უილიამ გიბსონი - ნეირომანსერი



მომავლის სამყაროს მიწისქვეშეთში ერთი გზააბნეული კოვბოი ცხოვრობს, სახელად ქეისი. ის დეპრესიაშია, რადგან მატრიციდან გათიშეს. ღამღამობით კაფსულაში სძინავს, დღისით კი ჩიბაქალაქის პაბებში სვამს. ერთ დღეს მას უცნობი ადამიანები ეწვევიან და ერთი სამსახურის სანაცვლოდ ვირტუალურ სამყაროსთან დასაკავშირებელი ნერვის აღდგენას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ქეისი თანხმდება. ის მიდის და ჩვენც თან მივყავართ ამ სახიფათო, გამაოგნებელ, მოულოდნელობებით აღსავსე ვირტუალურ თავგადასავალში. კანადელი მწერლის, უილიამ გიბსონის „ნეირომანსერში“ ჩვენ თვალწინ ახალი ჟანრი იბადება. რომანს დამსახურებულად მიიჩნევენ კიბერპანკის ბიბლიად – ჟანრისა, რომელმაც ყველაზე ნათლად და რეალისტურად დაგვანახვა მომავლის საზოგადოების ფსკერი. წიგნი ჟანრული ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – „ნებულას“, ფილიპ კ. დიკისა და ჰუგოს პრემიების მფლობელია. ქეისის ისტორია თქვენს სენსორიუმშიც შემოაღწევს და, მიუხედავად იმისა, რა სახის ყინული დახვდება იქ, სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი წიგნებთან გაკავშირებთ.

5,794 views0 comments

Comments


bottom of page