ალექსანდრე ბასილაძე

Dec 4, 20222 min

სეზონის შეჯამება - მნიშვნელოვანი ციფრები და ცნობები გამარჯვებულებზე

Updated: Dec 7, 2022

ტვინების ბრძოლის 2022 წლის შემოდგომის სეზონი დასრულდა! ამ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ციფრები და ცნობები ყველაზე მასშტაბური სასკოლო ინტელექტუალური თამაშის შესახებ.

2022 წლის შემოდგომის სეზონზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. თითოეულ მასწავლებელს, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, მშობლებსა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს დიდ მადლობას ვუხდით ნდობისა და ჩართულობისთვის!

შიდასასკოლო ჩემპიონატები:

“ტვინების ბრძოლის” 2022 წლის სეზონი შიდასასკოლო ჩემპიონატების სერიით დავიწყეთ. ოქტომბრის თვე სრულად დავუთმეთ შიდასასკოლო ჩემპიონატების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პირადად ეწვივნენ თითეული რეგიონის სკოლების დიდ ნაწილს და გამართეს შეხვედრები საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. მოსამზადებელი სამუშოების ნაწილში, “ტვინების ბრძოლის” შემოდგომის სეზონისთვის სკოლების მიერ შერჩეულმა წამყვანებმა გაიარეს მოსამზადებელი/საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ჩვენი გუნდის რეგიონულ კოორდინატორებთან.

შიდა სასკოლო ჩემპიონატების სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
 

 
საქართველოს მასშტაბით სულ 1197 სკოლა, 4641 გუნდი (სამივე ასაკობრივი) და 23 255 მოსწავლე ჩაერთო)

სკოლის ჩემპიონებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ასპარეზობა გაეგრძელებინათ რეგიონულ ეტაპზე, სადაც ისინი თავიანთი რეგიონის საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდნენ.

რეგიონული პირველობა:

20 ნოემბერს საქართველოს 19 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა რეგიონული პირველობა. შეკითხვები პარალელურ რეჟიმში ჟღერდებოდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, რუსთავის, ქარელის, ხაშურის, ახალციხის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიაათურის, ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის სატურნირო სივრცეებში.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაძაბულ და საინტერესო ასპარეზობაში 755 გუნდი ჩაერთო:

U5 კალათა: III, IV, V კლასები - 337 გუნდი
 
U8 კალათა: VI, VII, VIII კლასები - 307 გუნდი
 
U12 კალათა: IX, X, XI, XII კლასები - 111 გუნდი

საფინალო საგზური ჯამში 320-მა მათგანმა მოიპოვა.

რეგიონის ჩემპიონთა და ცხრილში მოწინავე პოზიციებზე გასულ გუნდთა სია ასე გამოიყურება

#გერბი

აღსაღნიშნავია გერბების კონკურსი, რომელსაც მებრძოლ გუნდთა დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა www.brains.ge/post/challenge

გერბები უკვე განთავსებულია საპატიო კედელზე, ხოლო მათ შემქმნელებს სახალისო გამოწვევები ელოდებათ.

ფინალი

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სეზონის ფინალური ეტაპი, სადაც საქართველოს თითოეული რეგიონის საუკეთესო გუნდები საერთო ცხრილში გაერთიანდნენ. პარალელურ რეჟიმში თამაში ჩატარდა ოთხ ქალაქში ჩვენს პარტნიორ სასწავლო დაწესებულებებში,

თბილისი: ალტე უნივერსიტეტი

ზუგდიდი: ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია- GG

ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმი: ქართულ- ამერიკული აკადემია "პროგრესი"

ფინალში 314 გუნდი ჩაერთო:


 
U5 კალათა: III, IV, V კლასები - 137გუნდი
 
U8 კალათა: VI, VII, VIII კლასები - 119 გუნდი
 
U12 კალათა: IX, X, XI, XII კლასები - 58

ფინალმა გამოავლინა ქვეყნის ჩემპიონი გუნდი თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელთაც გადაეცათ პრიზები როგორც ტვინების ბრძოლისგან, ისე - ჩვენი მთავარი პარტნიორის, ალტე უნივერსიტეტისაგან.

U5
 
პირველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია 136-ე საჯარო სკოლის გუნდი "ჩემპიონები"
 
დამრიგებელი თეა კობახიძე

კაპიტანი ბარბარე გეწაძე წევრები: ლევან კაკუშაძე სალომე ებანოიძე ლევან ჯიქია ანასტასია ქისიშვილი

U8
 
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია 107-ე საჯარო სკოლის გუნდი "საუკეთესოები"
 
დამრიგებელი მაკა იაგანაშვილი

კაპიტანი ლიზი არდოტელი წევრები: თეკლა წიკლაური, ოთარი კობაია, ბეკურიშვილი დაჩი, ირაკლი მელაძე.

U12

მესამე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულია საერთაშორისო აკადემია სკოლა ლოგოსის გუნდი "დომინუსი"

დამრიგებელი ლელა ელისაშვილი

კაპიტანი ირაკლი ახვლედიანი წევრები: ლაშა ჯაფარიძე, რატი გოგიძე, გიორგი ყიფშიძე, ოთო ქარჩავა

ფინალურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შესაბამისი თანრიგის სერტიფიკატი გადაეცემათ იმ გუნდებს რომლებმაც საუკეთესო ქულა მოიპოვეს საკუთარი რეგიონში.

შედეგების ცხრილი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.brains.ge/results

#პრიზები

გათამაშების მთავარი პრიზი გახლდათ “ინტელექტუალური ფესტივალის საგზური” - იგივე ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკი, რომელიც წლებია სისტემატიურად იმართება და ტვინის ჭყლეტის მოყვარულ მოსწავლეთა თავშეყრის საუკეთესო ადგილია. ფინალისტებს თამაშებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემათ ზემოაღნიშნული ფესტივალის თანადაფინანსება.

სხვადასხვა თანრიგის დიპლომით, სერტიფიკატითა და სიგელით დაჯილდოვდება ყველა ფინალისტი გუნდი და რეგიონულ პირველობაში საუკეთესო შედეგზე გასული გუნდები.

თითოეული ასაკობრივი კატეგორიის საუკეთესო სამეულებს (გუნდებს) საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა, როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ისე, ალტე უნივერსიტეტის და რეგიონების მიხედვით შერჩეული ჩვენი სხვა პარტნიორი ორგანიზაციების სახელით.

ალტე უნივერსიტეტმა დიდი საჩუქარი მოუმზადა აბიტურიენტ მონაწილეებს - უნივერსიტეტმა დაასახელა საუკეთესო აბიტურიენტი მოთამაშეები, რომელთაც 1000 ლარიანი საუნივერსიტეტო დაფინანსება გადაეცათ.

აღნიშნული პრიზები მოსწავლეებს უშუალოდ მათ სკოლებში, ჩვენი წარმომადგენლების და სკოლის ადმინისტრაციის თანდასწრებით გადაეცემათ.

    6880
    1