წიგნები ფინალისთვის - 11 მაისი
- Nina Dolidze
- 4 hours ago
- 2 min read
გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის ფინალური ჩემპიონატისთვის .
სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია.
შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშზე 2 შეკითხვა, სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება, რაც თამაშის სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე ხელიდან არ გასაშვები შესაძლებლობაა .

U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი
ლურჯი ისარი – ჯადოსნური მატარებელი

ბეფანას სათამაშოების მაღაზია მთელი წლის განმავლობაში ღია იყო, მხოლოდ ნათლისღების ღამეს იკეტებოდა და ცოცხზე ამხედრებული ბეფანა, მოახლე ტერეზასთან ერთად, ბავშვებს სასურველ საჩუქრებს ურიგებდა.
ერთ დღესაც, როდესაც ბეფანამ მაღაზია ახალი სათამაშოებით შეავსო, დარაბები ასწია და ვიტრინა მზის შუქმა გააჩახჩახა, ლურჯად შეღებილი სათამაშო მატარებლის მემანქანის მზერას ბავშვის ფართოდ გახელილი, უჩვეულო სევდით სავსე თვალები შეეჩეხა. ეს ბავშვი ფრანჩესკო იყო; ბავშვი, რომელსაც სათამაშო არ აჩუქეს…
სათამაშოები დასევდიანდნენ. აქამდე ეგონათ, რომ ამქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი იყო; თურმე ასე არ ყოფილა… ფრანჩესკოს გასაბედნიერებლად რამე უნდა ეღონათ.
იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია
U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი
ნუ მოკლავ ჯაფარას

ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
იხილეთ წიგნის PDF ვერსია
U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი
ენტონი ბერჯისი
მექანიკური ფორთოხალი

ეს გამოცემა ახალი და არაორდინალურია. ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობარომანის სრულ ვერსიას. მთავარი გმირის წინაარმდეგობრივი ხასიათის, ნაწარმოების სათაურისა და თხრობის რთული ენის გასაგებად, წიგნში შესულია ენტონი ბერჯესის წერილები, სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ბრიტანეთის ლიტერატურულ ჟურნალებში. ეს წერილები სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაზეა და იმ არჩევანზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს.
იხილეთ წიგნის PDF ვერსია
ომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
იხილეთ PDF ვერსია:
Comments