მესამე ეტაპი-რეგიონული პირველობა
- Nina Dolidze
- Apr 23
- 2 min read
.

რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს.
რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები.
გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.
სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.
იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.
შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები
კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები
თბილისი: გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის სკოლის გუნდები
განრიგი: ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით
11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია U5 - III, IV და V კლასი
14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი
17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი
მისამართები: თამაშების ჩატარების ადგილები ქვეყნდება მისამართზე: brains.ge/adress
ჩემპიონატის წესები
თითოეული გუნდი შედგება ხუთი მონაწილისგან (დასაშვებია მე-6 სათადარიგო წევრი)
თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით
თამაშში დაისმება 15 შეკითხვა (მარტივი = 5 ქულა; საშუალო = 6 ქულა; რთული = 7 ქულა)
N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან
თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი
რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 50% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე,სადაც გუნდურად მოასპარეზე წარმატებული მოაზროვნეები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის შეერკინებიან.
ტვინების ბრძოლის ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივი კატეგორიიდან.
მთავარი პრიზთან ( ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ბანაკი) ერთდ გამარჯვებულებს ,ასევე დააჯილდოვებს კომპანიის ადმინისტრაცია და პარტნიორი ორგანიზაციები.
Comments