top of page

Search Results

51 items found for ""

  • შედეგები | Brains.ge

    U5 - 3,4,5 კლასი U8 - 6,7,8 კლასი U12 - 9,10,11,12 კლასი U5 - 3,4,5 კლასი U8 - 6,7,8 კლასი U12 - 9,10,11,12 კლასი U5 - 3,4,5 კლასი U8 - 6,7,8 კლასი U12 - 9,10,11,12 კლასი ტვინების ბრძოლა - რეგიონული პირველობა 2 აპრილი საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხულის სეზონი 2023 U5 - 3,4,5 კლასი U8 - 6,7,8 კლასი U12 - 9,10,11,12 კლასი

  • choose chess| Brains.ge

    ჭადრაკის ფინალისტთა სია “ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში.ჩატარების ადგილები და განრიგი გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე:https://www.brains.ge/adress მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით.კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO), ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results. U3 - 1,2,3 კლასი U6 - 4,5,6 კლასი U12 - 7,8,9,10,11,12 კლასი

  • Log in | Brains.ge

    პირად პროფილში შესვლა დაანონსებული წიგნების განხილვა Public · 7 members Join შესვლა

  • პი | Brains.ge

    < უკან პი ტვინების ბრძოლა - 21 ესაჯარო სკოლა მოგესალმებით, მეგობრებო! ტრადიციული რუბრიკა "გაიცანი გუნდი" დღეს მასპინძლობს ჩვენს ერთ–ერთ გამორჩეულს გუნდს –„პი“ ისინი U 9 ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ უკვე წელიწადნახევარზე მეტია. გუნდის კაპიტნის თქმით, სახელზე ბევრი იფიქრეს,იფიქრეს და უკეთესი რომ ვერ მოიფიქრეს საბოლოოდ დატოვეს "ტვინების ბრძოლაში" როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძალიან დიდი ხანია მონაწილეობენ და თამაში ძალიან მოსწონთ! ბევრი სასიამოვნო ფაქტიც ახსოვთ, განსაკუთრებით თამაშის პროცესი და შემდეგ ერთობლივად „ვენდისში“ წასვლა ასევე ძალიან კარგად ახსოვთ ზამთრის ბანაკი, პირადად კაპიტნისთვის საუკეთესო ერთი კვირა იყო ბაკურიანში გატარებული დრო "პი " მომავალშიც აპირებს ჩვენს თამაშებში აქტიურად მონაწილეობას,მართალია,როგორც კაპიტანი აღნიშნავს, ზოგჯერ უფროსი მონაწილეებისთვის დასმულ კითხვებს უკეთ პასუხობენ, ვიდრე უ9 კატეგორიისას, და „მთლად კარგადაც“ ვერ ითამაშეს საკვალიფიკაციო თამაში, თუმცა ის ფაქტი, რომ,უკვე უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობენ ბევრის აღმნიშვნელია. ბოლოს კი, გაიცანით კომაროვის სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები: ნატალი ჩიტაია, ილია მახარაძე,ელენე კვიციანი, თევდორე ყარაგვეზაშვილი და კაპიტანი - საბა საბაშვილი! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აქტიურ და ჭკვიან მონაწილეებს !

  • თორნიკე მესხი

    < Back თორნიკე მესხი პროექტის მენეჯერი T.Meskhi2001@gmail.com 555002525 T.Meskhi2001@gmail.com 555002525

  • მირიან მაღლაკელიძე

    < Back მირიან მაღლაკელიძე WEB დეველოპერი mirianmaglakelidze7@gmail.com 571094094 mirianmaglakelidze7@gmail.com 571094094

  • Rules | Brains.ge

    ტვინების ბრძოლის წესები 1. პროექტის აღწერა 1.1. ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის. 2. პროექტის მიზნები 2.1. პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება. 2.2. პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება. 2.3. პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარის, გუნდური მუშაობის უნარისა და სხვა ღირებული უნარ-ჩვევების განვითარება. 3. თამაშის წესები 3.1. სასკოლო ტვინების ბრძოლას თამაშობენ არაუმეტეს 5 წევრისაგან დაკომპლექტებული გუნდები. 3.2. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5-, 6- და 7-ქულიანი. 3.2. წამყვანი თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდეგ მონაწილე გუნდებს აძლევს 90-წამიან მოსაფიქრებელ დროს, რომლის განმავლობაშიც თითოეულმა გუნდმა პასუხების ფურცელზე უნდა დაწეროს საკუთარი ვერსია. 3.3. 90-წამიანი მოსაფიქრებელი დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში თითოეულმა გუნდმა პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა. 3.4. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება შეფასებისას. 3.5. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 3.6. თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რომელშიც კაპიტანი ასახელებს ხუთი მოაზროვნიდან ერთ-ერთს, რომელიც მარტო ითამაშებს აღნიშნულ შეკითხვაზე. გუნდის დანარჩენი ნაწილი დროებით ტოვებს სათამაშო დარბაზს. 3.7. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე გაჟღერდება 2 შეკითხვა წინასწარ დაანონსებული წიგნის საფუძველზე. 3.8. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. 4. ასაკობრივი კატეგორიები 4.1. ტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U5 (III-IV-V კლასები), U8 (VI, VII, VIII კლასები) და U12 (IX, X, XI, XII კლასები). 4.2. გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია ერთი და იგივე სკოლის ერთსა და იმავე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისგან. 4. ჩემპიონატის პრინციპი 4.1. ტვინების ბრძოლა ტარდება 4-ეტაპიანი ჩემპიონატის სახით. 4.2. პირველ ეტაპზე სკოლაში იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. 4.3. შიდასასკოლო თამაშში მონაწილეობის მიღება უფასოა. 4.4. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის. 4.5. მეორე ეტაპზე იმართება საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს. 4.6. საქალაქო ტურში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე. 4.7. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის. 4.8. მესამე ეტაპზე იმართება რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს. 4.9. რეგიონულ პირველობაში მონაწილეობის მიღება უფასოა. 4.10. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეოთხე ეტაპისთვის. 4.11. მეოთხე ეტაპზე იმართება ფინალი, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საქართველოს მასშტაბით ფინალში გადასულ სხვა გუნდებს. 4.12. ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე. 4.13. გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. 5. განსაკუთრებული პირობები 5.1. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა, ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე. 5.2. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად. 5.3. სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს. 5.4. “ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან. 5.5. სააპელაციო განაცხადის დაფიქსირება ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით. 5.6. სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო თანხა უბრუნდება პირს, რომელმაც თანხა შემოიტანა. 5.7. სააპელაციო განაცხადზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სააპელაციო თანხა გადადის ორგანიზატორების განკარგულებაში.

  • სალომე ყურაშვილი

    < Back სალომე ყურაშვილი კახეთის რეგიონის მენეჯერი skurashvili55@gmail.com 593131383 skurashvili55@gmail.com 593131383

  • ანა შალიკიანი

    < Back ანა შალიკიანი პროექტის მენეჯერი annshalikiani@gmail.com 593171828 annshalikiani@gmail.com 593171828

  • გიორგი ვაშაძე | Brains.ge

    < უკან გიორგი ვაშაძე ბრეინშტორმი - 151 საჯარო სკოლა საღამო მშვიდობის, მეგობრებო! დროა, გაგაცნოთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ბიჭი, გიორგი ვაშაძე! გიორგი თბილისის 151-ე საჯარო სკოლის მე-10კლასის მოსწავლეა! აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი "ბრეინშტორმის" თბილისის ჩემპიონატის მონაწილეა, სადაც თავისზე უფროს მოსწავლეებსაც ეჯიბრებოდა! მას ძალიან უყვარს ინტელექტუალური თამაშები. თვლის,რომ დიდ გამოცდილებას მატებს და ეხმარება ცოდნის გაუმჯობესებაში, ამავდროულად გასართობი საშუალებაცაა. უყვარს წიგნების კითხვა და ინტელექტუალური თამაშები. ამასთანავე, დაინტერესებულია ფეხბურთით,მოსწონს როგორც თამაში, ასევე ყურებაც მისი საყვარელი გამონათქვამია " მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში. (და საერთოდაც ( შოთა is life))^_^ ამბობს,რომ "ბრეინშტორმი" არის ძალიან საინტერესო პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია,ძალიან სასიამოვნო გამოდგა და ისევ სიამოვნებით ითამაშებდა ყველას ურჩევს იყვნენ სწრაფები, ზუსტები და რაც მთავარია მონდომებულები. გიორგი უკვე წელიწადზე მეტია თამაშობს "ტვინების ბრძოლას. გვიხარია, რომ მას ჩვენი თამაში ძალიან მოეწონა და კიდევ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას! უამრავ წარმატებას ვუსურვებთ გიორგის

  • ალექსანდრე ბასილაძე

    < Back ალექსანდრე ბასილაძე გენერალური დირექტორი bbasiladze@gmail.com ​ bbasiladze@gmail.com ​

  • ინგლისურის ოლიმპიადა | Brains.ge

    შემოდი ზუმში: Meeting ID 320 224 8957 Passcode: 123 განრიგი - iნგლისური ენა: 12:00 საათი - მეორე კლასი 13:00 საათი - მესამე კლასი 14:00 საათი - მეოთხე კლასი 15:00 საათი - მეხუთე კლასი 16:00 საათი - მეექვსე კლასი 17:00 საათი - მეშვიდე კლასი 18:00 საათი - მერვე კლასი 19:00 საათი - U12 (9-12 კლასები) მომდევნო გასაუბრების თარიღია 4 თებერვალი 2 კლასი 4 კლასი 6 კლასი 8 კლასი 3 კლასი 5 კლასი 7 კლასი 10 11 12 კლასი

bottom of page