პი
ტვინების ბრძოლა - 21 ესაჯარო სკოლა
მოგესალმებით, მეგობრებო! ტრადიციული რუბრიკა "გაიცანი გუნდი" დღეს მასპინძლობს ჩვენს ერთ–ერთ გამორჩეულს გუნდს –„პი“ ისინი U 9 ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ უკვე წელიწადნახევარზე მეტია.
გუნდის კაპიტნის თქმით, სახელზე ბევრი იფიქრეს,იფიქრეს და უკეთესი რომ ვერ მოიფიქრეს საბოლოოდ დატოვეს
"ტვინების ბრძოლაში" როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძალიან დიდი ხანია მონაწილეობენ და თამაში ძალიან მოსწონთ! ბევრი სასიამოვნო ფაქტიც ახსოვთ, განსაკუთრებით თამაშის პროცესი და შემდეგ ერთობლივად „ვენდისში“ წასვლა ასევე ძალიან კარგად ახსოვთ ზამთრის ბანაკი, პირადად კაპიტნისთვის საუკეთესო ერთი კვირა იყო ბაკურიანში გატარებული დრო
"პი " მომავალშიც აპირებს ჩვენს თამაშებში აქტიურად მონაწილეობას,მართალია,როგორც კაპიტანი აღნიშნავს, ზოგჯერ უფროსი მონაწილეებისთვის დასმულ კითხვებს უკეთ პასუხობენ, ვიდრე უ9 კატეგორიისას, და „მთლად კარგადაც“ ვერ ითამაშეს საკვალიფიკაციო თამაში, თუმცა ის ფაქტი, რომ,უკვე უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობენ ბევრის აღმნიშვნელია. ბოლოს კი, გაიცანით კომაროვის სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები: ნატალი ჩიტაია, ილია მახარაძე,ელენე კვიციანი, თევდორე ყარაგვეზაშვილი და კაპიტანი - საბა საბაშვილი! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აქტიურ და ჭკვიან მონაწილეებს !