top of page

Search Results

76 items found for ""

  • "451º ფარენჰაიტით" რეი ბრედბერი/U8

    დაანონსებული წიგნი მეორე ასაკობრივი კატეგორიისთვის U8. 25 ნოემბერი ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. ყველაზე მეტად ცნობილია 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრის რომანით „451 ფარენჰეიტით“ და 1950 წლის რომანით „მარსის ქრონიკები“. ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად.წიგნში ჩვენ ვეცნობით ქალაქს, რომელიც ტექნიკური აღმასვლის პიკზე იმყოფება. მოსახლეობას, რომელიც გაბრუებულია რეკლამებით, ტელევიზიით, ამქვეყნიური სიამოვნებებით. ვეცნობით ასევე ქალაქის “მხსნელებს” – მეხანძრეებს. სახლები ცეცხლგაუმტარია, ადამიანები ერთმანეთს ძლივს ესაუბრებიან, შემოიფარგლებიან ერთი და იგივე სიტყვების ტრიალით, ფაქტობრივად “ხალხი არაფერზე საუბრობს”. ეს შედეგები იმით არის გამოწვეული, რომ წიგნების კითხვა არის აკრძალული. სახლს, სადაც ერთ წიგნს მაინც ნახავენ, მაშინვე ცეცხლს უკიდებენ. სწორედ ეს ევალებათ მეხანძრეებს. მხითხველის შეფასება: ხშირად ასახელებენ წიგნებს და მეკითხებიან წაკითხული მაქვს თუ არა. რაც არ ვიცი, იმაზე დამრიგებლური სახით მეუბნებიან, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო. მე კიდევ ეს “უნდა” წასაკითხი მაშინვე რიგის ბოლოს გადამაქვს. ამ მიზეზით მიჩქმალული მიდევს უკვე წელიწადია რეი ბრედბერის “451º ფარენჰაიტით”, წიგნი, რომელიც წიგნებს ეხება და “უნდა” წასაკითხი წიგნების სერიაში გამოიცა. მოქმედება არარეალურ ქალაქში ხდება, სადაც მეხანძრეებს ერთი ფუნქცია აქვთ – გააჩაღონ ცეცხლი და გაანადგურონ წიგნები. წიგნებს მათი მფლობელებიც ეწირებიან. სხვა სამყაროა და ადამიანებიც სხვანაირები არიან, ემოციაგამოცლილები, რობოტულები. “ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუნჭო, გადააგდო, მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო”. დაახლოებით ამ თემაზე უკვე იმდენი ფილმი გადაიღეს, ბევრიც დაიწერა, ამიტომ 2014 წლის გადასახედიდან 1985 წელს დაწერილი ეს წიგნი სიუჟეტის ორიგინალურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. არც მაინცადამაინც განსაკუთრებული წერის სტილი აქვს. ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული არ ვარ, მაგრამ წამიკითხავს რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც უფრო დამაჯერებლად, არაზღაპრულად იკითხება. საერთოდ მგონია, რომ გასულ საუკუნეში XXI საუკუნის ეშინოდათ და ელოდნენ რაღაც ცვლილებას, რაც ამ ორი საუკუნის ადამიანს მნიშვნელოვნად განასხვავებდა. ოღონდ ეს ცვლილება იქნებოდა უარყოფითი, რაც მეცნიერებების და შესაბამისად, ტექნიკის განვითარებას უნდა მოჰყოლოდა. ამ ნაწარმოებშიც ადამიანი წიგნს იმიტომ დაშორდა, რომ დრო აჩქარდა, ტექნიკა განვითარდა და მათ ეზარებოდათ კითხვისთვის დიდი დროის დათმობა. “თქვენ წიგნები კი არა, ის გაკლიათ, რაც ოდესღაც ეწერა მათში… წიგნები მხოლოდ ერთი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებაც გვეშინოდა” – ეუბნება ფაბერი მონტეგს და აღნიშნავს, რომ მთავარი ფურცლები კი არაა, არამედ ის ინფორმაცია, რაც იქ წერია და მთავარია, ეს ინფორმაცია იყოს გადაცემული, ამას რა ხერხით მოახერხებ, მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში ამ საკუნეშიც ჩვენ ადამიანებად დავრჩით, წიგნებსაც ვკითხულობთ და თან ვანადგურებთ კიდეც. ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - წიგნები გამოუვალი შემთხვევისათვის გთავაზობთ PDF ვერსიას :) 1. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ეკრანიზაცია: ფილმი 1966 წელი 2. საინტერესო ფრაზები ფილმიდან:

  • "პატარა პრინცი" ანტუან დე სენტ ეგზიუპერი /Junior

    დაანონსებული წიგნი პირველი ასაკობრივი კატეგორიისთვის. 25 ნოემბერი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება. ეკზიუპერის შედევრს ხშირად მიაკუთვნებენ საბავშვო წიგნების კატეგორიას, რაც მცდარი შეხედულებაა. ზოგადად, წიგნების ასეთი მკაცრი კლასიფიკაცია საბჭოთა პერიოდის საგანმანათლებლო სისტემიდან მომდინარეობს და ჯერ კიდევ ღრმად აქვს ჩენში ფესვები გადგმული. ეკზიუპერის რომ თავი დავანებოთ, ასეთი კლასიფიკაციის მსხვერპლნი გახდნენ „გულივერის მოგზაურობა“ (მწვავე პოლიტიკური სატირა, რომელიც საბავშვო ლიტერატურადაა მიჩნეული), „მობი დიკი“ (უდიდესი ნაწარმოები თავისუფლებასა და ჰუმანურობაზე), „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (კიდევ ერთი სატირა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია და საფრანგეთის მთავრობა აიგდო მასხრად) და მრავალი სხვა. ამ კლასიფიკაციაში მოხვდა პატარა პრინციც, მცირე ზომის შედევრი, რომელსაც ხშირად ზღაპრად მიიჩნევენ და არც ისე სერიოზულად აღიქვამენ. არადა, ეს ის წიგნია, რომელსაც არა ჰიპოთეტურად, არამედ ნამდვილად შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. წიგნი, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის და იმ დიდებისთვის, რომლებსაც თავიანთი ბავშვობის რაღაც ნაწილი არ დაუკარგავთ. ემოციური, ლირიკული, ლამაზი ამბავი უდაბნოში გზადაკარგული მფრინავისა და ციდან ჩამოვარდნილი პატარა ბიჭისა, უცნაური მეგობრობის ისტორია, ორი ადამიანის კავშირი, რომლებმაც ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლეს. ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" I. ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი. წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“. მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1. ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ - მომიგეს მათ. მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო: დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი. ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე. ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში. როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ - „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს. განაგრძეთ კითხვა: იხილეთ ელექტრონული ვერსია

  • შიდა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება

    ინსტრუქცია სკოლის წარმომადგენელთათვის მიმდინარე წლის შემოდგომის სეზონზე დაგეგმილი კავკასიის პირელი ღია ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს 13 ქალაქის სკოლებში აქტიურად იმართება "ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატები". პროექტში უკვე ჩართულია 400 ზე მეტი სკოლა. სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ სკოლაში უწევენ ორგანიზებას ტვინების ბრძოლის ჩატარებას გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, ღონისძიების ხარისხიანად ჩატარებისთვის ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად უფრო პრიორიტეტულია გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება. პირველადგილოსანი გუნდი მოიპოვებს სკოლის ჩემპიონის ტიტულს. გამარჯვებულს Brains.ge - სგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით. ზოგადი წესები: ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. გუნდების რაოდენობა ერთი კლასიდან შეზღუდული არ არის. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. გუნდების დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად: პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი; მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასი; მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XIIკლასი. . შიდა სასკოლო ჩემპიონატი შესაძებელია ჩატარდეს გაერთიანებული ფორმატით: მე-6, მე -7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასელთათვის. შეკითხვების სპეციალური პაკეტის საშუალებით, სადაც დაბალანსებულია საკითხების სირთულე და აქცენტი უმეტესად კეთდება ლოგიკურ გამჭრიახობაზე, ნაცვლად ფაქტობრივი ცოდნისა. ორგანიზება / თამაშის მიმდინარეობა: შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალიწინეთ მომდევნო რჩევები: თამაშის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად საჭიროა 3 ადამიანი: 1) წამყვანი. 2) ქულების დამთვლელი კომისარი 3) იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები. თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე უნდა იყოს: 1) სარეგისტრაციო ბლანკი 2) მინიმუმ ერთი კალამი 3) 15 ც პასუხის ფურცელი: თამაშის პროცესის დაწყებამდე დაავალეთ გუნდის კაპიტანს თითოეულ პასუხის ფურცელზე დააწეროს გუნდის სახელი. ასეე შეავსოს სარეგისტრაციო ბლანკი. ახალი შეკითხვის გამოცხადებისთვის, წამყვანი არ უნდა დაელოდოს კომისარს და პასუხების გადატანას ცხრილში. უმჯობესია მიმდინარე შედეგები გამოვაცხადოთ პერიოდულად ყოველი 3 ან 5 შეკითხვის შემდეგ. პასუხების ნაადრევად ჩაბარებას არანაირი უპირატესობა არ აქვს. შესაბამისად გააფრთხილეთ მოთამაშეები და პასუხები ჩამოკრიბეთ მხოლოდ მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ, ამით თავიდან ავიცილებთ ზედმეტ ხმაურსა და არეულობას. პროცესი გახდება უფრო მოწესრიგებული. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე:1) შედეგების ცხრილი 2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი 3) ფოტომასალა. 4) ტექ სტი - თამაშის აღწერა მნიშნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში) მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.

  • 2018-19 სასწავლო წლის პირველი თამაში

    ტვინების ბრძოლის 2018-19 სასწავლო წლის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ‘ტრადიციული წესებით’ 7 ოქტომბერს, თბილისა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში გაიმართება. ტვინების ბრძოლის 2018-19 სასწავლო წლის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ‘ტრადიციული წესებით’ 7 ოქტომბერს, თბილისა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში გაიმართება. ეს იქნება ბოლო თამაში, რომელიც ყველასათვის ნაცნობი წესებით ჩატარდება. ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომის სეზონზე “ტვინების ბრძოლის კავკასიის ღია ჩემპიონატი” აიღებს სტარტს. პირველობა გაფართოებული მასშტაბითა და განახლებული ფორმატით სამი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება! ჩატარების ლოკაცია: თბილისი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ ქუთაისი: აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1208 აუდიტორია თამაშის წესები: თამაშზე დასმული იქნება სხვადასხვა სირთულის (5ქ. 6ქ. 7ქ.) 15 კითხვა. აქედან 2 კითხვა წინასწარ დაანონსებული წიგნიდან U8 : არტურ კლარკი - "ბავშვობის დასასრული" U12: ჰერბერტ უელსი - "დროის მანქანა" გუნდის წევრები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ერთი და იმავე სკოლიდან. გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის! ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თამაშზე მონაწილეობის მისაღებად გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია http://bit.ly/2QW89oQ თამაშში მონაწილეობის ღირებულება ერთი გუნდისთვის შეადგენს 25 ლარს. თამაშზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, გუნდებს გადაეცემათ კავკასიის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ასაკობრივი კატეგორია: შეიცვალა მოსწავლეთა განაწილება გუნდებში, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: U8: მე-6 მე-7 და მე-8 კლასი U12: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასი #bloggingtips #Battleofbrains

bottom of page