top of page

2018-19 სასწავლო წლის პირველი თამაში

ტვინების ბრძოლის 2018-19 სასწავლო წლის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ‘ტრადიციული წესებით’ 7 ოქტომბერს, თბილისა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში გაიმართება. 



ტვინების ბრძოლის 2018-19 სასწავლო წლის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ‘ტრადიციული წესებით’ 7 ოქტომბერს, თბილისა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში გაიმართება. 

ეს იქნება ბოლო თამაში, რომელიც ყველასათვის ნაცნობი წესებით ჩატარდება. ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომის სეზონზე “ტვინების ბრძოლის კავკასიის ღია ჩემპიონატი” აიღებს სტარტს. პირველობა გაფართოებული მასშტაბითა და განახლებული ფორმატით სამი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება! 

ჩატარების ლოკაცია:

  • თბილისი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ

  • ქუთაისი: აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1208 აუდიტორია

თამაშის წესები:

  • თამაშზე დასმული იქნება სხვადასხვა სირთულის (5ქ. 6ქ. 7ქ.) 15 კითხვა.

  • აქედან 2 კითხვა წინასწარ დაანონსებული წიგნიდან U8 : არტურ კლარკი - "ბავშვობის დასასრული" U12: ჰერბერტ უელსი - "დროის მანქანა"

  • გუნდის წევრები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ერთი და იმავე სკოლიდან.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის!

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თამაშზე მონაწილეობის მისაღებად გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია http://bit.ly/2QW89oQ

  • თამაშში მონაწილეობის ღირებულება ერთი გუნდისთვის შეადგენს 25 ლარს.

  • თამაშზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, გუნდებს გადაეცემათ კავკასიის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ასაკობრივი კატეგორია: შეიცვალა მოსწავლეთა განაწილება გუნდებში, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

  • U8: მე-6 მე-7 და მე-8 კლასი

  • U12: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასი


611 views0 comments
bottom of page