top of page

Search Results

167 items found for ""

Blog Posts (76)

  • რატომ ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკი?

    ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკს, რომელიც ჩვენი თამაშების ტრადიციული და მთავარი პრიზია, ბევრი თქვენგანი იცნობს და მაინც რამდენად ღირს ბრძოლა ამ ჯილდოსთვის? რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმ შემთხვევაში თუ გახდებით ჩვენი შემეცნებით-ინტელექტუალური თავგადასავლების მეგზურები. ვფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაში მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ. ტვინების ბრძოლის შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკი, წლებია ბრეინსელებისთვის გამარჯვების მთავარი მოტივატორია, ეს არის საშუალება შეიძინო ახალი მეგობრები, გახდე კიდევ უფრო სოციალური, თავდაჯერებული, ისწავლო, განამტკიცო, გამოავლინო და გააზიარო შენი შესაძლებლობები. მოკლედ დაწერო შენი წარმატების ახალი ისტორია! ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ბანაკში ცხოვრება ერთ კვირას მოიცავს. პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ მოსწავლეები დასვენებისა და განტვირთის პარალელურად აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ეს არის ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების და არაფორმალური განათლებას მიღების საუკეთესო შესაძლებლობა. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან რობოტიკის გაკვეთილები, გუნდური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები, ღია გაკვეთილები მოწვეულ სტუმრებთან, წამახალისებელი შიდა კონკურსები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ჩვენს ბანაკში გელოდებათ. გაწერილი პროგრამის პარალელურად, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება გააჟღეროს და გაგვიზიაროს კრეტიული იდეები, რაც ცხოვრებას ბანაკში, კიდევ უფრო ინტერაქციულს გადხის. ბანაკის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ბანაკში მონაწილეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე. ამისთვის კომპანიას ჰყავს კვალიფიციური და გადამზადებული კადრები, რომლებიც ორგანიზაციის დამფუძნებლებლებთან ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნებიან ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან. ტვინების ბრძოლის ფინალური ტურის, გამარჯვებული გუნდები სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ჩვენთან ყველა ქულა ფასდება! რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური შეთავაზებით და პირობებით ისარგებლებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე მოხვდებიან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბანაკში გატარებული ყოველი დღე, თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს.

  • წიგნები საქალაქო ჩემპიონატისთვის

    გაინტერესებს რა წიგნი უნდა წაიკითხო საქალაქო ტურში წარმატებული ასპარეზობისთვის ? აი ისინიც: U5 (3,4,5 კლასი)- ,,ლიონებერგელი ემილი’’ ავტორი-ასტრიდ ლინდგრე U8 (6,7,8 კლასი)- ,,ჰელადოსი’’ ავტორი-ნოდარ დუმბაძე U12 (9,10,11,12კლასი) - ,,ანტონიო და დავითი’’ ავტორი-ჯემალ ქარჩხაძე

  • რა უნდა ვიცოდეთ ,,ტვინების ბრძოლის" შესახებ

    არსი ,,ტვინების ბრძოლა“ არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის. მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.ასევე ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება. თამაშის წესები გუნდი შესაძლოა დაკომპლექტდეს 6 წევრისგან, თუმცა სათამაშო მაგიდასთან ერთდროულად შესაძლებელია განთავსდეს არუმეტეს 5 მონაწილე.  მე-6 წევრი არის სათადარიგო, რომელიც ჩანაცვლების პრინციპით უერთდება თამაშს. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5,6,7 ქულიანი. თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდგომ მონაწილეებს აქვთ 90-წამი პასუხების დასაფიქსირებლად. განზღვრული  დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში, თითოეული გუნდის კაპიტანმა, პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი,  დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. კაპიტნის ტური თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რა დროსაც სათამაშო მაგიდასთან რჩება, მხოლოდ ერთი მონაწილე. გუნდის დანარჩენი წევრები კი დროებით ტოვებენ სათამაშო დარბაზს. დაანონსებული წიგნები ტვინების ბრძოლის ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე (საქალაქო, რეგიონული, ფინალი) წინასწარ ანონსდება წასაკითხი ლიტერატურა. ამავე წიგნებიდან, მოსწავლეებს შეხვდებათ 2 შეკითხვა, უშუალოდ თამაშის პროცესში.ასაკობრივი კატეგორიებიტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: .u5-(მე-3,4,5 კლასები) .u8- (მე-6,7,8 კლასები) .u-12 (მე-9,10,11,12 კლასები) გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია მხოლოდ  ერთი და იგივე სკოლის, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოსწავლეებისგან. ჩემპიონატის პრინციპი ჩემპიონატი ტარდება 4-ეტაპად.პირველ ეტაპზე, სკოლებში  იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. აღნიშნული ტური უფასოა.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.მეორე ეტაპია- საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს.აღნიშნული ტური ფასიანია და თითოეული მოსწავლისთვის შეადგენს  20 ლარს.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის.მესამე ეტაპია- რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდებიკონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს.აღნიშნული ეტაპი, ისევე როგორც შიდა სასკოლო ტური არის უფასო.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები, იასპარეზებენ  მეოთხე ფინალურ ეტაპზე.ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე.სწორედ დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სამ სხავადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. განსაკუთრებული პირობები ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა,ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე.ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად.სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა,ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს.“ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან. აპელაცია ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით, აღნიშნული თანხა უბრუნდება გადამხდელს, სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ტვინების ბრძოლა გისურვებთ წარმატებებს და გელით 2024 წლის გაზაფხულის მასშტაბურ სეზონზე.

View All

Other Pages (50)

  • გადახდა | Brains.ge

    რეგისტრაცია გადახდა გადახდა ასევე შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით ან მოცემული ბანკების ნებისმიერ ფილიალში, ანგარიშის ნომრებზე: ​ საქართველოს ბანკის BOG: GE08BG0000000541032037 თიბისი ბანკის TBC: GE94TB7906836080100010 ​ მიმღები - შპს "ტვინების ბრძოლა" ს/კ 412772487 ​ დანიშნულებაში ვუთითებთ გუნდის ID-ს და მოსწავლის სახელ-გვარს, სკოლის დასახელებას. ​ ​ ტვინების ბრძოლაში მონაწილეობის საფასურია 20 ლარი (ერთ მოსწავლეზე) ​ წესები და პირობები: 1) შპს "ტვინების ბრძოლა", სკ 412772487 2) საკონტაქტო ინფორმაცია - 032 2 121250, info@brains.ge 3) მომხმარებელთან კომუნიკაციისათვის დათმობილია 10:00 - 19:00 შუალედი 4) საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებლებთან თანამშრომლობის წესები და პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია კონფიდენციალურია 5) მომხმარებელს მომსახურება მიეწოდება შესაბამის პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში 10 დან ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით

  • ნინი დოლიძე

    < Back ნინი დოლიძე პროექტის მენეჯერი ninadolidze111@gmail.com 571082591 ninadolidze111@gmail.com 571082591

  • choose chess| Brains.ge

    აირჩიე ასაკობრივი კატეგორია: საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად და ლოგიკურ შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია. კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი. წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილები ფინალისთვის 1.2.3 კლასი - Kahoot U3 4.5.6 კლასი - Kahoot U6 7,8,9,10,11,12 კლასი - Kahoot U12 შედეგები გამოქვეყნდება ეტაპობრივად ,აღნიშნულ ლინკზე:https://www.brains.ge/resultschess ​​ ​ “ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში. ​ ​

View All
bottom of page