top of page
  • Writer's pictureeko

რატომ ,,ტვინების ბრძოლის" ბანაკი?


,,ტვინების ბრძოლის" ბანაკს, რომელიც ჩვენი თამაშების ტრადიციული და მთავარი პრიზია, ბევრი თქვენგანი იცნობს და მაინც რამდენად ღირს ბრძოლა ამ ჯილდოსთვის? რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმ შემთხვევაში თუ გახდებით ჩვენი შემეცნებით-ინტელექტუალური თავგადასავლების მეგზურები. ვფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებაში მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ.


ტვინების ბრძოლის შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკი, წლებია ბრეინსელებისთვის გამარჯვების მთავარი მოტივატორია, ეს არის საშუალება შეიძინო ახალი მეგობრები, გახდე კიდევ უფრო სოციალური, თავდაჯერებული, ისწავლო, განამტკიცო, გამოავლინო და გააზიარო შენი შესაძლებლობები. მოკლედ დაწერო შენი წარმატების ახალი ისტორია!

ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან



ბანაკში ცხოვრება ერთ კვირას მოიცავს. პროგრამა დაგეგმილია იმგვარად, რომ მოსწავლეები დასვენებისა და განტვირთის პარალელურად აქტიურად ერთვებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ეს არის ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების და არაფორმალური განათლებას მიღების საუკეთესო შესაძლებლობა. 

ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან


რობოტიკის გაკვეთილები, გუნდური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები, ღია გაკვეთილები მოწვეულ სტუმრებთან, წამახალისებელი შიდა კონკურსები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ჩვენს ბანაკში გელოდებათ. გაწერილი პროგრამის პარალელურად, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება გააჟღეროს და გაგვიზიაროს კრეტიული იდეები, რაც ცხოვრებას ბანაკში, კიდევ უფრო ინტერაქციულს გადხის. ბანაკის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ფოტო ,,ტვინების ბრძოლის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის" ბანაკიდან



ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ბანაკში მონაწილეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე. ამისთვის კომპანიას ჰყავს კვალიფიციური და გადამზადებული კადრები, რომლებიც ორგანიზაციის დამფუძნებლებლებთან ერთად, ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნებიან ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან. ტვინების ბრძოლის ფინალური ტურის, გამარჯვებული გუნდები სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ჩვენთან ყველა ქულა ფასდება! რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური შეთავაზებით და პირობებით ისარგებლებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე მოხვდებიან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბანაკში გატარებული ყოველი დღე, თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს.

123 views0 comments
bottom of page