top of page

ნიგვზარის ორნიტოლოგიური ცენტრი :)

ნიგვზარის  საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ნიგვზარის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ინა ბიწაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — მაკა შუბითიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ნიგვზარის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანის ნიგვზარის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

არწივები

ნიკოლოზ ჭყოიძე

ნიკოლოზ კაპანაძე

მათე კაპანაძე

გაბრიელ მაჭარაშვილი

დავით ტაბატაძე

U5

ლომები

ერეკლე ტაბატაძე

ნოდარი ხარაიშვილი

ნია ხარშილაძე

მარიამ აფაქიძე

ნიკოლოზ ხითარიშვილი

U8

შევარდენი

ნინო დეკანოიძე

ელენე ხარშილაძე

ილია ტაბატაძე

ტატო ტაბატაძე

ნიკოლოზ ლაბაძე

U8

მტრედები

სანდრო ლაბაძე

ჟორა გოგოლაძე

დათო გაფრინდაშვილი

ანასტასია გოგსაძე


U12

გვრიტები

ლიზი ლაბაძე

მარიამ ხარაიშვილი

ნინი ხარაიშვილი

ანასტასია მაჭარაშვილი

ივანე ლაბაძე

U12

ვარსკვლავები

ლილე გოგსაძე

ეკა ლაბაძე

ანრი ხარშილაძე

გვანცა სამხარაძე

ერეკლე ფოფხაძე



Comments


bottom of page