top of page

მოცვის გავლენა ინტელექტის განვითარებაზე :)

მოძვის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, მოძვის  საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ვარსკვლავები”, კაპიტანი -თამარ ნოზაძე

U8 კატეგორია:

“შურისმაძიებლები”, კაპიტანი - ეფრემ ნოზაძე

“ტვინიკოსები”, კაპიტანი - საბა ნოზაძე

U12 კატეგორია: “IQ მაფია”, კაპიტანი - ბარბარე ნოზაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ გოჩა ნოზაძე და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — გიორგი კიპაროიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


მოძვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით მოძვის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

სათადარიგო


წევრი

U5

გახსნილი გონება

ნუცა ნოზძე

ბარბარე ნოზაძე

დათო ხაჩიძე

საბა ნოზაძე

ლუკა ნოზაძე

სანდრო ნოზაძე

U5

ვარსკვლავები

თამარ ნოზაძე

ლაზარე ხარაიშვილი

ნიკა ნოზაძე

ლევანი ქიმაძე



U5

გონიერები

მარიამ ნოზაძე

მარიამ ნოზაძე

ანა ხარაიშვილი

მარიანა ნოზაძე

გურამი ნოზაძე

გაბრიელ ნოზაძე

U8

შურისმაძიებლები

ეფრემ ნოზაძე

ლიზი ნოზაძე

ლიკა გაზაევი

რამაზ აბაშიძე



U8

ტვინიკოსები

საბა ნოზაძე

გიორგი ნოზაძე

მირზა ხაჩიძე

გაბრიელ გაზაევი

ლუკა მაჭარაშვილი

ანი ნოზაძე

U12

I Q მაფია

ბარბარე ნოზაძე

ნინო ნოზაძე

მარიამ ნოზაძე

ანანო გაზაევი

სოფო აბაშიძე



Comments


bottom of page