top of page

შუა ამაღლების სკოლის smart-ები

შუა ამაღლების საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შუა ამაღლების საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი - ილონა ლოლიძე

U8 კატეგორია: “Six Seven”, კაპიტანი - ნიკოლოზ ჯიბუტი

U12 კატეგორია: “უცნობი”, კაპიტანი - ალექსი სიხარულიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ სამსონ ჯიბუტს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — მარინა სიხარულიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით შუა ამაღლების სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მართვე

დაჩი ზამბახიძე

ლაზარე ყაჭეიშვილი

მარიამ აყაჭეიშვილი

რატი შველიძე

ანასტასია სიხარულიძე

U5

ლომები

ილონა ლოლიძე

ტარიელ სიხარულიძე

ბარბარე სიხარულიძე

ალექსი გიგალაშვილი

მათე ყაჭეიშვილი

U8

Six Seven

ნიკოლოზ ჯიბუტი

საბა ჯიბლაძე

ანდრია სიხარულიძე



U8

4 მეფე

ნიკოლოზ ჯიბლაძე

მარიამ ზამბახიძე

ლუკა კობიძე

ანამარია მუხაშავრია

ანდრია ბერძენიშვილი

U8

mega mind

გიორგი კაპანაძე

ხატია დოლიძე

ლანა ყაჭეიშვილი

საბა სიხარულიძე


U12

სმარტები

ლიზი ყაჭეიშვილი

ირაკლი რაზმაძე

გიორგი ქამადაძე

კობა ქამადაძე


U12

უცნობი

ალექსი სიხარულიძე

ანიტა ლოლიძე

მარი სიხარულიძე

დოდო სიხარულიძე

ტასო სიხარულიძე


Comments


bottom of page