top of page

ნ.დ.ტ. ანუ ნინოშვილელი დაშიფრული ტვინიკოსები

ნინოშვილის  საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ნინოშვილის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “მზეები”, კაპიტანი - ს.სვანიძე

U8 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - ა.მარგალიტაძე

U12 კატეგორია: “ჭკუის კოლოფები”, კაპიტანი - რ.ღლონტი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ აკაკი დიასამიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — დავით ბოლქვაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

ნინოშვილის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ნინოშვილის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მზეები

ს.სვანიძე

მ.გუჯაბიძე

ნ.სარიშვილი

ა.დიასამიძე


U5

გენიოსები

გ.წერეთელი

ბ.გოგუაძე

ა.ჩხარტიშვილი

ა.მახარაძე


U5

მერცხალი

გ.ბერიტაშვილი

გ.ჩხარტიშვილი

ა.ანთაძე

დ.ჩხარტიშვილი

მ.დარჩია

U8

გენიოსები

ა.მარგალიტაძე

ნ.მარგალიტაძე

თ.მიქაბერიძე

მ.მიქაბერიძე

ა.დარჩია

U8

მეგატვინები

მ.ჩხარტიშვილი

ს.სვანიძე

ლ.ჭელიძე

გ.ღლონტი

ე.სარიშვილი

U8

ნინოშვილის ტვინები

ლ.ჩხარტიშვილი

ა.ღლონტი

ნ.დიასამიძე

მ.ჩხარტიშვილი

მ.დონდოლაძე

U12

ჭკუის კოლოფები

რ.ღლონტი

ნ.ღლონტი

ლ.წერეთელი

გ.დონდოლაძე


U12

ულტრატვინები

ს.ღლონტი

მ.დონდოლაძე

ს.ღლონტი

ხ.ჩხარტიშვილი



Comments


bottom of page