ლანჩხუთის "მერცხლები"
- Anna Shalikiani
- 1 day ago
- 2 min read

ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლანჩხუთის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 13-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ყოჩაღები", კაპიტანი - ნათია როყვა
U8 კატეგორია: "ფენიქსი 1", კაპიტანი - ნიკოლოზ ქურიძე
U12 კატეგორია: "პირველი", კაპიტანი - ნინო ჩიკაშუა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ირინე შარაბიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ყოჩაღები | ნათია როყვა | ნინო აბაზაძე | ნატალია მსხილაძე | ანდრია ზუნაიშვილი | ||
U5 | ფენიქსი | ნიკოლოზ ქურიძე | თამარ კვაჭაძე | ალექსანდრე ფირცხალიშვილი | ალექსანდრე დავითაძე | ერეკლე მოისწრაფეშვილი | |
U5 | ცოდნა დიდი ძალაა | ირმა კუკოციძე | ნინი ჩხაიძე | ელისაბედ როყვა | ბარბარე ნუცუბუძე | ანასტასია ლომაძე | |
U5 | ჭკვიანები | იოსებ ფირცხალაშილი | იოანე ქურიძე | სოფიკო ჩხაიძე | მარიამ ხუსენიშვილი | ||
U5 | გენიოსები | ანასტასია ფირცხალიშვილი | დემეტრე გოგუა | თამაზ ჟღენტი | თამარ ჯინჭარაძე | გაბრიელ დოლიძე | |
U5 | მერცხლები | ბარბარე ფირცხალაშვილი | მაგდა ცეცხლაძე | ელენე თიბილაშვილი | ანასტასია ებრალიძე | სოფიო ჯინჭარაძე | |
U5 | ბლექ მამბა | ნიკოლოზ ბერიძე | ანდრია ხურციძე | აკაკი აფხაძე | |||
U8 | ფენიქსი 1 | ნიკოლოზ ქურიძე | ვლადიმერ ტაბიძე | ნინი ჯაფარიძე | ირაკლი ენდელაძე | ||
U8 | ფენიქსი 2 | ნიკო მეკეიძე | ლიზი წილოსანი | თეკლა ვერულიძე | გიორგი ურუშაძე | ||
U8 | ლომები | მათე მაჭავარიანი | ელისაბედ განვი | კესარია ურუშაძე | ანასტასია დათეშიძე | ||
U8 | არწივები | სანდრო სამიშველი | დემეტრე ბიწაძე | გიორგი თიბელაშვილი | თორნიკე დოდუჩავა | ანდრია მახარაძე | |
U12 | პირველი | ნინო ჩიკაშუა | ოთარ თოდუა | ნოდარ ჩიკაშუა | ანამარია ფირცხალიშვილი | ||
U12 | მეორე | ქეთევან ფირცხალიშვილი | ელენე გვარჯალაძე | საბა ჩხაიძე | ეთუნა ენდელაძე |














Comments