4,5 ზანათელი ტვინოზავრი
- Anna Shalikiani
- 10 hours ago
- 2 min read

ზანათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ზანათის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 11-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "მერცხლები", კაპიტანი - ლაზარე ბოკუჩავა
U8 კატეგორია: "black mamba", კაპიტანი - ანდრია განგავა
U12 კატეგორია: "4,5ზანათელი", კაპიტანი - ლუკა გვაზავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ზურაბ უჩანეიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ზანათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ზანათის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | მერცხლები | ლაზარე ბოკუჩავა | გაბრიელ ჭაავა | ლონდა ფიფია | ანი ბარათელია | მარი ბარათელია | იზა რუსია |
U5 | ვარსკვლავები | გეგა გუნია | მარიამ მატკავა | ელენე ქობალავა | გიორგი გუნია | ლაზარე ჭაავა | ელენე მაკალათია |
U5 | არწივები | მარიამი ასკურავა | მართა კობუჩავა | გაბრიელ ქობალავა | ოთიკო გაბელაია | ნიკოლოზ მაკალათია | გიორგი ახობაძე |
U8 | black mamba | ანდრია განგავა | დიტო ფიფია | ნიკა რუსია | მათე მარუაშვილი | ||
U8 | არწივები | დავით დანელია | გიორგი ჯანჯღავა | გიგი გუნია | ლიკა კოკაია | ანდრია ოდიშარია | ნია გუნია |
U8 | ტინიკოსები | მარიამ მიმინოშვილი | ანამარია ოდიშარია | ანა ნოდია | ნია რუხაძე | ბარბარე ჭაავა | მარიამ ტყებუჩავა |
U8 | ლიდერები | ბარბარე რევია | თაკო გუნია | ანა ქობოლავა | ლანა ნოდია | დათო გუნია | ლუკა არობაძე |
U12 | 4,5ზანათელი | ლუკა გვაზავა | მათე თურქია | თამარ ტყებუჩავა | გიორგი გაბუნია | დემეტრე დანელია | გიორგი ჭაავა |
U12 | შურისმაძიებლები | მარიამ ჟორდანია | სალომე დანელია | მარიამ მარუაშვილი | გიორგი გუნია | ლიკა გუნია | ლუკა ხოშტარია |
U12 | ტვინოზავრები | მარიამ იგაპოვი | ანა მიმინოშვილი | ნინო მარუაშვილი | თორნიკე უჩანეიშვილი | პაპუნა ლუხავა | |
U12 | განგსტერები | თეკლა რევია | დათო მიმინოშვილი | ლინდა ფიფია | ლიზი მარუაშვილი | ზუკა ნოდია | ლიზი კოკაია |














Comments