"მე-6 საყვირი"
- Anna Shalikiani
- 10 hours ago
- 2 min read

ქობულეთის N6 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქობულეთის N6 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 8 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ინტელექტი", კაპიტანი - ნინი ტაკაშვილი
U8 კატეგორია: "IQ მაფია", კაპიტანი - მარიამ ლეჟავა
U12 კატეგორია: "ტეტრაქია +2", კაპიტანი - ანრი ხინიკაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ნატო შამილიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ინტელექტი | ნინი ტაკაშვილი | ილია ოქროპირიძე | ნიკოლოზ კოჩალიძე | თაკო შავაძე | მათე თავბერიძე | ელენე სიხარულიძე |
U5 | IV კლასი/ ტვინიკოსები | ელიზაბედ კახიშვილი | მათე მამულაიშვილი | ელისაბედ თავართქილაძე | დანიელ შარაშიძე | დემეტრე შარაშიძე | ილია ბლიაძე |
U8 | IQ მაფია | მარიამ ლეჟავა | ნიკოლოზ კვინიკაძე | ლუკა ბაბუნაშვილი | ანდრია პაპიძე | მარიამ ხუქნიშვილი | თოფურიძე ნინი |
U8 | 8 ბ | ნიკა ნაკაიძე | თემურ შავაძე | სანდრო ჩალაბიანი | სერგო ჯაფარიძე | ნიკოლოზ ბოტკოველი | გოგა მეფარიშვილი |
U8 | ტვინიკოსები | დემეტრე შავიშვილი | გიორგი გოგიტაური | ნიკოლოზ სეფერთელაძე | თენგო გრძელიძე | ანრი ჯინჭარაძე | თომა ქარცივაძე |
U8 | მე-6 საყვირი | დავით ჯიშკარიანი | დემეტრე ცინცაძე | სოფია ეცადაშვილი | ალექსანდრე | მათე ბაუჟაძე | თამთა ქანთალაძე |
U12 | ტეტრაქია +2 | ანრი ხინიკაძე | ნინი ბერიძე | მარიამ თოფურიძე | ლიზი ბერიძე | სანდრო შავაძე | ანდრია ჯაფარიძე |
U12 | ვახო შავაძე | თომა ცხომელიძე | დავით ტაკიძე | ნიკა ხალვაში | რატი მგელაძე | საბა მადოიშვილი |












Comments