ტვინიკოსები ზღვის დონიდან 560 მეტრზე
- Anna Shalikiani
- 2 days ago
- 2 min read
მერჯევის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, მერჯევის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თექვსმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ჭკვიანები”, კაპიტანი -თამარი ამყოლაძე
U8 კატეგორია: “ფრანკენშტეინი”, კაპიტანი - ლექსო ენუქიძე
U12 კატეგორია: “ძლიერები”, კაპიტანი - ანი დეკანოიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მაკა დიაკონიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ხათუნა დეკანოიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით მერჯევის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ტვინიკოსები | თეკლა დეკანოიძე | დათო დეკანოიძე | ელენე გამგებელი | ანასტასია ციცქიშვილი | ნიკოლოზ ფალავანდიშვილი |
U5 | არწივები | იოსებ საყვარელიძე | დათო საყვარელიძე | ელენე გოგატიშვილი | ბესო ჩხიტუნიძე | ლიკა |
U5 | ლომები | მიხეილ გოგატიშვილი | ჯეკო დეკანოიძე | ბარბარე მაჭარაშვილი | ერეკლე სადუნიშვილი | ნატა გამგებელი |
U5 | ჭკვიანები | თამარი ამყოლაძე | ლილე დეკანოიძე | გაბრიელ ენუქიძე | ანა ბელანიძე | თამარი ფალავანდიშვილი |
U8 | ფრანკენშტეინი | ლექსო ენუქიძე | გიორგი სადუნიშვილი | ჯეკო კაპანაძე | ანა ენუქიძე | ნინო ჭიღლაძე |
U8 | შევარდენი | აკაკი სისვაძე | თამარ იაკობიძე | ელენე საყვარელიძე | საბა ბედიანიძე | ლიკა დეკანოიძე |
U8 | ტვინები | ნია დეკანოიძე | მარი კაპანაძე | თამარ დეკანოიძე | ზურაბ მაისურაძე | გიორგი ფიჩხაური |
U8 | მებრძოლები | სესილი დეკანოიძე | ანასტასია მაჭარაშვილი | ბარბარე გაბარაევი | მაიკო გამეზარდაშვილი | გაბრიელ ენუქიძე |
U8 | შავი ოქრო | მიხეილ სადუნიშვილი | ანასტასია დეკანოიძე | ზურაბ დეკანოიძე | ბიძინა ჭილაძე | ავთანდილ ჩხიტუნიძე |
U12 | თავები | ირინე ტაბატაძე | ცოტნე დეკანოიძე | გიორგი დეკანოიძე | ნინო წიგნაძე | ნიკა სადუნიშვილი |
U12 | ვარსკვლავები | გიორგი მუმლაძე | ანასტასია კაპანაძე | ბარბარე მუმლაძე | ნინო სადუნიშვილი | საბა დეკანოიძე |
U12 | პირველები | ვიტალი დეკანოიძე | თამარ ენუქიძე | თამარ ჭილაძე | მევლუდ | საბა გაფრინდაშვილი |
U12 | უსახელოები | ნიკა სადუნიშვილი | გიორგი ენუქიძე | თაზო დეკანოიძე | დავით დეკანოიძე | აკაკი ენუქიძე |
U12 | ფენიქსი | თომა ენუქიძე | ტაბატაძე | მაგდა საყვარელიძე | მარიამ | გიორგი დეკანოიძე |
U12 | შავი ლომები | მარიამ ჭილაძე | სანდრო დეკანოიძე | ლაშა სადუნიშვილი | ლაშა მწყერიშვილი | ანზორ სამხარაძე |
U12 | ძლიერები | ანი დეკანოიძე | ანი ენუქიძე | გიორგი დეკანოიძე | ირაკლი სადუნიშვილი | ნათია კაპანაძე |
Comments