top of page

ტვინების ბრძოლა - შემოდგომა 2025

ree

"ტვინების ბრძოლის" ყველაზე მასშტაბური და ამაღელვებელი, 2025 წლის შემოდგომის სეზონი დაიწყო!


ეს დაუვიწყარი ინტელექტუალური თავგადასავალი კვლავ გააერთიანებს ათასობით მოსწავლეს მთელი საქართველოდან. გუნდური მუხტი, ლოგიკური თავსატეხები, მოულოდნელი შეკითხვები და გამარჯვების ჟინი - ეს ყველაფერი წელსაც თქვენი მეგზური იქნება ტვინების ბრძოლის თითოეულ ტურზე!


შემოდგომის სეზონი, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იღებს სტარტს, უკვე დაიქოქა და მალე თქვენს სკოლამდეც მოვა. 5 ოქტომბრიდან ტვინების ბრძოლის წარმომადგენლები პარტნიორ სკოლებს ეწვევიან და შიდა სასკოლო ტურის ჩატარების თარიღებს დაადგენენ, ასევე, თამაშისათვის საჭირო მასალებსა და დიპლომებს დაარიგებენ.


შემოდგომის სეზონი ოთხ ეტაპად ტარდება:


I ეტაპი: შიდა სასკოლო პირველობა (5 ოქტომბერი - 6 ნოემბერი)

  • ეს არის პირველი ნაბიჯი დიდი თავგადასავლისკენ! საჯარო და კერძო სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ შიდა ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში.

  • გამოვლინდება სკოლის ჩემპიონი გუნდი და საუკეთესო 50%, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას, ქალაქის პირველობაზე საკუთარი სკოლის სახელი დაიცვან.

    სკოლის პირველობის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან შესაბამისი დიპლომებით.


II ეტაპი: საქალაქო პირველობა (22-23 და 29-30 ნოემბერი)

  • ინტელექტუალური ბრძოლა ქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის 50-ზე მეტ ლოკაციაზე ერთდროულად გაიმართება.

  • გამოვლინდებიან ქალაქის ჩემპიონები. საუკეთესო გუნდები მოიპოვებენ რეგიონულ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას, ხოლო I ადგილის მფლობელები საზეიმოდ დაჯილდოვდებიან მედლებით და სერტიფიკატებით.


III ეტაპი: რეგიონული პირველობა (7 დეკემბერი)

  • დაძაბულობა პიკს აღწევს! ამ ეტაპზე გამოვლინდებიან რეგიონების უძლიერესი გუნდები, რომლებიც ფინალური ბრძოლისთვის მოემზადებიან.

  • რეგიონის I ადგილოსანი გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით და სერტიფიკატებით.


IV ეტაპი: გრანდიოზული ფინალი (21 დეკემბერი)

  • ფინალური შეხვედრა სინქრონულ რეჟიმში რამდენიმე ქალაქში გაიმართება, სადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს საუკეთესო გუნდები იბრძოლებენ!

  • გამოვლინდება "ტვინების ბრძოლის" 2025 წლის შემოდგომის სეზონის აბსოლუტური ჩემპიონი!


თქვენ გელოდებათ


  • მეგობრული და კომფორტული სათამაშო გარემო.

  • აზარტული ტურები, რომელთა შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია!

  • წიგნიერებაზე და ლიტერატურულ გემოვნებაზე ზრუნვა - ყოველ ტურზე დაისმება ორი შეკითხვა წინასწარ "დაანონსებული წიგნებიდან".

    დაანონსებული ლიტერატურის გაცნობა შესაძლებელია ჩვენს ONLINE ბიბლიოთეკაში: brains.ge/library

  • ახალი სპონსორები და პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლევანდელ სეზონს უფრო მეტი და მრავალფეროვანი პრიზით კიდევ უფრო აზარტულს გახდიან!


ყველაფერი, რაც სატურნირო დღეებზე უნდა იცოდეთ


რეგისტრაცია: საქალაქო ეტაპზე მონაწილეობისთვის გუნდის კაპიტანმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: brains.ge/reg.

თამაშების განრიგი:

  • 22-23-29-30 ნოებერი - საქალაქო ტურები საქართველოს ქალაქებში

  • 6 დეკემბერი - რეგიონული ტური

  • 21 დეკემბერი - ფინალი

სატურნირო დღის განრიგი:

  • 11:00 – I ასაკობრივი კატეგორია (III, IV, V კლასები)

  • 14:00 – II ასაკობრივი კატეგორია (VI, VII, VIII კლასები)

  • 17:00 – III ასაკობრივი კატეგორია (IX, X, XI, XII კლასები)


მისამართები: თამაშების ჩატარების ზუსტი ლოკაციები გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე: brains.ge/adress


თამაშის წესები და სტრუქტურა


  • გუნდი: შედგება 5 ძირითადი და 1 სათადარიგო წევრისგან.

  • შეკითხვები: თითოეულ თამაშში დაისმება 15 შეკითხვა.

  • ქულები: მარტივი – 5 ქულა; საშუალო – 6 ქულა; რთული – 7 ქულა.

  • კაპიტნების ტური: მე-8 შეკითხვაზე სათამაშო მაგიდასთან მხოლოდ კაპიტანი რჩება!

  • დრო: თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებლად გუნდს 90 წამი ეძლევა.


ვინ გახდება ჩემპიონი?


ამას მხიარულებით და აზარტით სავსე კვირები გვიჩვენებს. იქამდე კი - შეკრიბე გუნდი, მოემზადე, ჩაერთე ბრძოლაში და დაამტკიცე, რომ შენი გუნდი საუკეთესოა!

Comments


bottom of page