top of page

დეზოქსირიბონუკლეინი, მჟავა არა და გუნდი :)

Updated: 23 hours ago

ლანჩხუთის მართლმადიდებლურმა სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის შიდა სასკოლო ტურში თერთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: III კლასი გენიოსები, კაპიტანი - ნიკოლოზ რკინაული

U8 კატეგორია: “ტვინიკოსები”, კაპიტანი - მართა წულაძე

U12 კატეგორია:X-1 დეზოქსირიბონუკლეინი”, კაპიტანი - ნიკოლოზ თავდიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ბატონ გივი კიკვაძეს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში, ბატონ ლევან გიორგაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს ქალბატონ ინგა აფხაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით მართლმადიდებლური სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

III კლასი გენიოსები

ნიკოლოზ რკინაული

სარა წულაძე

დემეტრე იმედაიშვილი

ბერიძე გიორგი

დავით გოგუაძე

U5

IV კლასი

ნატა ჩხაიძე

საბა ქიქავა

სერგი მოისწრაფიშვილი

ილია ჩხაიძე

ნინი ლომთათიძე

U5

V კლასი

თამარ აბუსერიძე

გიორგი ტუღუში

ნია ნადირაშვილი

თამარ ჩხაიძე

ანა იმნაძე

U5

ლეგენდები 67

დანიელ ხინთიბიძე

რამაზ კაპანაძე

ბარბარე ტუღუში

მარიამ იმნაძე

მარიამ

U8

ტვინიკოსები

მართა წულაძე

ზურა ჩხაიძე

ანდრია გოგიშვილი

თიკა კვიტაიშვილი

ნიკოლოზ გოგუაძე

U12

IX-ა ,,46"

ნინი ქუქჩიშვილი

ერეკლე პატარაია

ბარბარე ღინღაძე

ილია მშვიდობაძე


U12

IX-ბ

მარიამ წილოსანი

ქეთი ზენაიშვილი

ლელა წერეთელი

ტასო ჭყონია

გენადი ჯიბლაძე

U12

X-1 დეზოქსირიბონუკლეინი

ნიკოლოზ თავდიშვილი

ლილე ფირცხალაიშვილი

ლანა ჯიბლაძე

ელენე წულაძე

ლუკა ჩხაიძე

U12

X-2 ხუთკუნჭულა

ლუკა ასკურავა

თათა შენგელია

საბა ვადაჭკორია

თამარ ჩხაიძე

თეკლა ცინცაძე

U12

XI

დათო ჩხაიძე

ლუკა გოგეშვილი

დიმიტრი კობალავა

ლუკა მალაზონია

ავთო დვალიშვილი

U12

XII აბიტურიენტები

ნიკოლოზ წულაძე

ვატო თავდიშვილი

ბეჟან ყიფშიძე

ილია ჩხაიძე

ნუკრი ვანაძე



Comments


bottom of page