top of page

"არგონავტები" ზვარეს სკოლიდან

ზვარეს საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ზვარეს საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ელვა”, კაპიტანი - ნინო ჩხიკვაძე

U8 კატეგორია: “მეტეორი”, კაპიტანი - ბარბარე მჭედლიშვილი

U12 კატეგორია: “არგონავტები”, კაპიტანი - მზია ლაცაბიძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნატო შათირიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ზვარეს საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ზვარეს საჯარო  სკოლის ტვინიკოსები: 

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ელვა

ნინო ჩხიკვაძე

ლაზარე გაბუნია

სანდრო ღამბაშიძე



U5

შევარდენი

ნინო გოგნაძე

გაბრიელ ჩხაბერიძე




U8

მეტეორი

ბარბარე მჭედლიშვილი

ანდრია გოგნაძე

ტარიელ კიკნაძე

ბარბარე დალალიშვილი

ხატია ლაცაბიძე

U8

ელიტა

ოლიკო ტალახაძე

სანდრო გოგნაძე

საბა დალალიშვილი

თეკლა ჩაჩანიძე

ანდრია გუდაძე

U8

ბომბი

ბარბარე ტალახაძე

ნიკოლოზ გუგნაძე

ლუკა გაბუნია

მათე დალალიშვილი

სალომე გოგნაძე

U12

არგონავტები

მზია ლაცაბიძე

ანა გოცირიძე

ნინო კიკნაძე

ვეფხვია გოგნაძე


U12

დიოგენე

ნინო ტალახაძე

ნიკოლოზ კურტანიძე

ანა კიკნაძე

ირაკლი გველესიანი

შალვა მღებრიშვილი



Comments


bottom of page