სამტრედიის "ჭკუის კოლოფები"
- Anna Shalikiani
- 4 hours ago
- 2 min read

სამტრედიის N10 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სამტრედიის N10 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 12-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ნიჭიერები", კაპიტანი - ლუკა ოდიკაძე
U8 კატეგორია: "წიგნის მეგობრები", კაპიტანი - ლილე ხუჭუა
U12 კატეგორია: "ფენიქსი", კაპიტანი - ალექსანდრე ხუჭუა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ხატია თევზაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
სამტრედიის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით სამტრედიის N10 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ნიჭიერები | ლუკა ოდიკაძე | დანიელ ჯოჯუა | ლიზი ადეიშვილი | ელისაბედ თალაკვაძე | მარი ხინევი | ნინი თევზაძე |
U5 | ჭკუის კოლოფები | ქეთი რუხაძე | მარიამ გოგიშვილი | ნინო დავითულიანი | ანამარია დგებუაძე | ნია მანაგაძე | ანდრეა ჯულაყიძე |
U5 | ვარსკვლავები | ქეთი შვანგირაძე | მარი ბარამიძე | თინა ადეიშვილი | იოანა ქორიძე | ნინი გოგია | ტასო ელიაძე |
U5 | გენიოსი ბიჭები | დემეტრე თევზაძე | გიორგი თვალაბეიშვილი | საბა უტაროვი | რეზი ხინევი | მათე ხინევი | |
U8 | წიგნის მეგობრები | ლილე ხუჭუა | მარიამ გოგიშვილი | ბარბარე მელქაძე | ბარბარე ერისთავი | თინათინ ლეჟავა | ილია მაქაცარია |
U8 | ლეგენდები | თემური თავაძე | მილანა მითინიკოვა | ალექსანდრე ხუჭუა | დავით დავითულიანი | მარიამ ნიქაბაძე | |
U8 | მეგობრები | ანასტასია შენგელია | თათია თავაძე | ბარბარე შარანგია | თეკლა ტაბიძე | ნია ქისიშვილი | გიორგი კახიანი |
U8 | ტვინიკოსები | ლაზარე ხუჭუა | თეკლა რუხაძე | ბარბარე ბერიძე | ანასტასია შვანგირაძე | სდათა კახიანი | ნიკოლოზ ადეიშვილი |
U8 | ოქროს ლოგიკა | ნიკოლოზ თვალაბეიშვილი | გიორგი ადეიშვილი | საბა შამუგია | ანდრია ხურცილავა | მერაბ საკანდელიძე | |
U12 | ფენიქსი | ალექსანდრე ხუჭუა | დაჩი ძაძამია | ლუკა კოპალეიშვილი | საბა რამიშვილი | ნიკოლოზ გიორგაძე | |
U12 | არწივები | მამუკა სანაძე | მარი დარსაველიძე | ნია მაისაია | ბარბარე კობრავა | ზურა გარუჩავა | თეკლა თევზაძე |
U12 | ვარსკვლავები | ლევან დავითულიანი | მარი გაჩეჩილაძე | მარიამ შვანგირაძე | მარიამ შარანგია | ბარბარე ტონია | ნიკოლოზ ჯულაყიძე |






















Comments