top of page

"ცელქი ბავშვები"


ტყიბულის N5 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ტყიბულის N5 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 11-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "აინშტაინები", კაპიტანი - ანასტასია სირაძე

U8 კატეგორია: "დიქტატორები", კაპიტანი - დათო გაბრიაძე

U12 კატეგორია: "veni, vidi, vici", კაპიტანი - მარიამ სირაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ეკატერინე კვინიკაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით ტყიბულის N5 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

აინშტაინები

ანასტასია სირაძე

ლევან მესხორაძე

ბარბარე ვერულაშვილი

მათე ხაჯიშვილი

გიორგი გიგაშვილი


U5

ცელქი ბავშვები

ანდრია გოჩელაშვილი

გუგა ცქიფურიშვილი

დავით მამასახლისი




U5

ტყიბული

გიორგი ბაზაძე

გიორგი გამეზარდაშვილი

დაჩი სამაკაშვილი

ბარბარე კუბლაშვილი



U5

ნიჭიერები

გიორგი გაბუნია

ანაბელი ფანჩულიძე

იოანა ბუაძე

ელენე ვაშაკიძე



U8

დიქტატორები

დათო გაბრიაძე

ლუკა ჭელიშვილი

მარი გამეზარდაშვილი

ლიზი გოცირიძე

ნიკა საპანაძე


U8

ტვინიკოსები

ლაზარე ქათამაძე

ლევანი ვაშაკიძე

ნატალი გაბრიაძე

მარიამ ჭოლაძე

ანასტასია მესხორაძე


U8

ტყიბული

ლუკა კვირიკეიშვილი

მარი ხაზარაძე

ბარბარე გოზბერაშვილი

ლიკა ჭანტურიძე

ნინო ჯავახიშვილი


U12

veni, vidi, vici

მარიამ სირაძე

გიორგი ბრეგაძე

ლიზი ახვლედიანი

ნინო ჭელიძე

გიორგი მჟავანაძე


U12

მთვარეულები

ანდრია მოწონელიძე

დემეტრე ძნელაძე

კონსტანტინე კუპრაშვილი

ნიკოლოზ გორგიაშვილი

ნიკოლოზ ქათამაძე


U12

მესოპოტამია

საბა ტაბატაძე

ნოდარ ბუაძე

ლიკა არაბიძე

ანამარია ჭელიძე

ანასტასია გოლოვინა


U12

ოკრიბა

დათო ბასაძე

მათე როხელიძე


ნია ჩუბინიძე

ილიკო

ნიკოლოზ ახვლედიანი


Comments


bottom of page