ზედა სიმონეთის სკოლის "გენიოსები"
- Anna Shalikiani
- Nov 6
- 2 min read
Updated: Nov 7
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მეკობრეები”, კაპიტანი - თეკლა კახიძე
U8 კატეგორია:
“ფესვები”, კაპიტანი - თეკლე შაქარიშვილი
“გენიოსები”, კაპიტანი - ილია კახიძე
U12 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - დემეტრე შაქარიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, გიორგი ქასრაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | მეკობრეები | თეკლა კახიძე | ლიზი მახარაძე | ლილე კახიძე | მათე ჩხუბაძე | ნოდიკო მელაძე |
U5 | გონების გალაქტიკა | ანიტა დიასამიძე | დათო მოწყობილი | სანდრო მოწყობილი | ანამრია ჯანბიძე | |
U5 | ფუსფუსები | მათა ხინიკაძე | დანიელ კახიძე | თამუნა ართმელაძე | სესილი კახიძე | ელმილი კახიძე |
U8 | ფესვები | თეკლე შაქარიშვილი | ენრიკე კახიძე | სანტიაგო დუმბაძე | ბაჩი კახიძე | ალექსანდრე ბეჟანიძე |
U8 | გენიოსები | ილია კახიძე | თათული კახიძე | დავით კახიძე | ამირან კახიძე | ანასტასია ხინიკაძ |
U8 | პროფესორები | ლილე ხარაძე | ელენიკო მელაძე | ელენე მოწყობილი | მათე ართმელაძე | ანდრია ხინიკაძე |
U12 | არწივები | დემეტრე შაქარიშვილი | თემო კახიძე | ბოდიკო კახიძე | გოგა მახარაძე | |
U12 | სამება | ბექა კახიძე | თორნიკე კახიძე | ერეკლე კახიძე | ||
U12 | ევერესტი | ანა კახიძე | ზურა კახიძე | სულხან კახიძე | დიეგო დუმბაძე | დათა მელაძე |



















Comments