ჩარლის არა და ზანათის სკოლის "ანგელოზები"
- Anna Shalikiani
- Oct 29
- 2 min read
ზანათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ზანათის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თერთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მერცხლები”, კაპიტანი - გაბრიელ ცაავა
U8 კატეგორია: “ბანდა”, კაპიტანი - დიტო ფიფია
U12 კატეგორია: “ჩარლის ანგელოზები”, კაპიტანი - ლუკა გვაზავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბ უჩანეიშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — მირანდა ჟორჟოლიანს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ზანათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ზანათის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | მერცხლები | გაბრიელ ცაავა | ანი ბარათელია | მარი ბარათელია | ლონდა ფიფია | ლაზარე ბოკუჩავა |
U5 | არწივები | მარიამ ასკურავა | მართა ბოკუჩავა | ნიკო მაკალათია | გაბრიელ ქობალავა | ოთო გაბელაია |
U5 | ნიჭერები | გიორგი გუნია | ელენე მაკალათია | ელენე ქობალავა | მარიამ მატკავა | გეგა გუნია |
U8 | ბანდა | დიტო ფიფია | გელა ბოკუჩავა | ნიკოლოზ რუსია | ანდრია განგავა | ანამარია ოდიშარია |
U8 | ლომები | დათო დანელია | ნია გუნია | გიორგი ჯანჯღავა | გიგი გუნია | ანდრია ოდიშარია |
U8 | მაფია | ბარბარე რევია | თაკო გუნია | ლანა ნოდია | ანა ქობალავა | |
U8 | ვარსკვლავები | მარიმაი მიმინოშვილი | მარიამი ტყებუაძე | ბარბარე ჭაავა | ნია რუსაძე | ანა ნოდია |
U12 | ჩარლის ანგელოზები | ლუკა გვაზავა | თაკო ტყებუჩავა | მათე თურქია | დემეტრე დანელია | გიორგი გაბუნია |
U12 | მუშკეტერები | რევია თეკლა | ლინდა ფიფია | დათო მიმინოშვილი | ზუკა ნოდია | ლიზი მარუაშვილოი |
U12 | მაფია | გიორგი გუნია | ლიკა გუნია | სალომე დანელია | მარიამ ჟორდანია | მარიამ მარყაშვილი |
U12 | მეთერთმეტე დონე | მარიამ აგაპოვი | ანა მიმინოშვილი | ნინო მარუაშვილი |



















Comments