ხრესილის ბრძოლა (ტვინებით)
- Anna Shalikiani
- Apr 15
- 1 min read

ხრესილის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხრესილის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 7-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "იები", კაპიტანი - ბარბარე ქარქაშაძე
U8 კატეგორია: "თეთრი ეშვი", კაპიტანი - ილია კუბლაშვილი
U12 კატეგორია: "ლემურები", კაპიტანი - ტარიელ ბრეგაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ზვიად კუბლაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ხრესილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ხრესილის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | იები | ბარბარე ქარქაშაძე | მარიამ ბრეგაძე | ანანო ბრეგაძე | დიმიტრი კუბლაშვილი | ||
U5 | ენძელები | ნიკოლოზ გაბრიაძე | ნინო ლაფერაძე | მარიამ ყვავაძე | ბარბარე ბრეგაძე | ||
U8 | თეთრი ეშვი | ილია კუბლაშვილი | ზაალი ბრეგაძე | გიორგი ბრეგაძე | |||
U8 | ტვინიკოსები | მარიამ გაბრიაძე | ანა კუბლაშვილი | ალექსანდრე ხუჯაძე | |||
U12 | ლემურები | ტარიელ ბრეგაძე | ლუკა გვენეტაძე | ლუკა ბრეგაძე | ნინი კუბლაშვილი | ნიკა ბრეგაძე | |
U12 | X1757 | თეკლა აბულაძე | თაკო კუტალაძე | ელემი გუგუშვილი | ლიზი ქარქაშაძე | დათო ნადირაშვილი | გიორგი ობოლაძე |
U12 | ბრილისა | ბარბარე ბრეგაძე | თემურ კუტალაძე | მათე გვენეტაძე | თაკო ბრეგაძე | დემეტრე ობოლაძე |


















Comments