"სამი ტვინი"
- Anna Shalikiani
- 5 days ago
- 1 min read

ხორშის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხორშის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 5 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "Hydra", კაპიტანი - თორნიკე გოგონიძე
U8 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - ცოტნე ჯღარკავა
U12 კატეგორია: "სამი ტვინი", კაპიტანი - გვანცა კვაშილავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს კახაბერ გვასალიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ხორშის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | Hydra | თორნიკე გოგონიძე | გიორგი დადიანი | ნიკოლოზ გვასალია | უტა გვასალია | ლიკა გრიგოლია | |
U5 | ჭკვიანები | ვიკა გრიგოლია | გვანცა გვასალია | ნინა ტოგონიძე | ბარბარე ჯღარკავა | ანრი მაცაბერიძე | ანრი მაცაბერიძე |
U8 | ლომები | ცოტნე ჯღარკავა | ნია გაბეჩავა | ვიკა დადიანი | დიმიტრი გვასალია | რუსუდან ბაკურაძე | |
U8 | არწივები | გიორგი ჯამბურია | გიორგი ჯღარკავა | ნიკა პარკაია | სალომე გაბლიანი | დიანა ბელქანია | |
U12 | სამი ტვინი | გვანცა კვაშილავა | ნათია ბენია | თეა ცხომარია |










Comments